თუ უცხო ქვეყნის (ანუ ამერიკული) ბაზები და რადარები განთავსდა საქართველოში, მაშინ აფხაზეთში (საქართველო) სამუდამოდ დარჩება რუსული ბაზები. ეს არის რეალობა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.
საერთოდ არ მესმის, რა პრეტენზიები გვაქვს? შემოგვყავს ამერიკელები ანუ ვხდებით პლაცდარმი რუსეთის დაშლის და ირანის, რუსეთის მოკავშირის, დაბომბვის მზადებისთვის, იმიტომ რომ ეს ბაზები ტყუილად ხომ არ შემოდის აქ? მიმართულია ერთი მხრივ, რუსეთის ჩრდილო კავკასიაზე, მეორე მხრივ, ირანზე. და გვინდა, რო რუსეთი წყნარად, მშვიდად, без шума и пыли, დანებდეს ამერიკას და ხელი მოაწეროს საკუთარ დაშლას?

არა, იასნია, რომ რუსეთიც უნამუსოდ იქცევა, პუტინის ადგილზე, მე მაგალითად, აფხაზეთში გამაგრების ნაცვლად ჰაერი-მიწის ტიპის 1 რაკეტას გავუშვებდი სააკაშვილის კორტეჟისკენ, თუ ზედმეტად დიდხანს გააგრძელებს ამ კლოუნადას.
დღეს ვუყურე ტვ-ში, გამოდიან ვიღაც ლიტველები და რაღაცას მოუწოდებენ რუსეთს.

ამ ხალხს მემგონი დრო აერია, ახლა 1608 წელი არაა, ე.წ. სმუტა, როცა ლიტველები და პოლონელები მოსკოვში იჯდნენ. ლიტვის ჭკუაზე რო დადიოდეს რუსეთი...

თუ გვინდა აფხაზეთი, სანაცვლოდ უნდა შევთავაზოთ რუსეთს ის, რაზეც ის უარს ვერ იტყვის. მთავრობამ ძალიან კარგად იცის, რაც უნდა იყოს ამ პაკეტში. გარანტად უნდა გამოვიდეს ევროპა, გერმანია და ა.შ. ინტერესები უნდა იყოს სამართლიანად დაბალანსებული, მათ შორის რუსეთისაც. ესაა მთელი ფილოსოფია, ლიტვა და ლატვია კი დასასვენებლად, იურმალა და რამე.