მე მოვიფიქრე 10 პლიუსი და 43 მინუსი............ერთ-ერთ გვერდითა თემაში

პლიუსი
1. ჯარი - აშკარად ხდება ჯარის გაძლიერება და ამისთვის იხარჯება დიდძალი თანხა..........ჯარის გაძლიერება ყველა შემთხვევაში კარგია
2. პატრული.......პლიუს ვიდეოთვალები ქალაქში
3. აჭარიდან ასლანის რეჟიმის მოცილება
4. კოდორისთვის ყურადღების მიქცევა
5. ინფრასტრუქტურა
6. ელექტრო ენერგიის მიწოდების მოწესრიგება
7. საგადასახადო სისტემის მოწესრიგება, ზოგადად ადმინისტრირების გაუმჯობესება
8. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა
9. ბიუჯეტის ზრდა
10. კორუფციის ასე თუ ისე ქვევით მოთოკვა
თუმცა ყოველივე ამას ახლავს სერიოზული მინუსები ................
მინუსები:
1. ვახსენეთ ჯარი, კარგია რომ ჯარი შენდება მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვაფიქრებინებს, რომ ჯარში ისე არაა საქმე სამწუხაროდ, როგორც გვიხატავენ....გავიხსენოთ "ტიტველი" ტანკების შეძენა, პროფესიონალების გამოყრა, გავიხსენოტ თუ რეები გაუხსენეს ოქრუაშვილს, არადა მანამდე გვარწმუნებდნენ თავდაცვაში ყველაფერი წესრიგშიაო.....ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ ახლაც არანაკლებ კორუფციას აქვს მანდ ადგილი........ასევე რეზერვი......რომელიც ჩავარდა, განსაკუთრებით ჯანჯღავას წასვლის შემდეგ..........ტყუილად ფულის ყრაა........არადა იდეა კარგია
2. პატრული რასაკვირველია ჯობია ადრინდელ გაის, უკეთესად აღჭურვილებიც არიან, მაგრამ ის ნდობა რაც აქამდე პატრულს ჰქონდა ნელ-ნელა ქრება....და ამას აქრობს დამნაშავეებისტვის ხელის დაფარება, პოლიცილების მიერ მხეცური ქმედებები 7 ნოემბერს......."ბადრის რაა" ყვირილი და ა.შ..........არადა პოლიციას არ უნდა ავიწყდებოდეს იგი კანონს ემორჩილება და სამართლის დაცვისთვის იღებს ხელფასს..........სამწუხაროდ დღეს პოლიცია პოლიტიკური იარაღია........
არადა რასაკვირველია მაგ სისტემაშიც ბევრი პატიოსანი, თავდადებული და კარგი ადამიანი მუშაობს, მაგრამ არაკაცებისთვის ხელის დაფარება სხვებსაც და მთლიანად ინსტიტუტს უტეხავს სახელს......
3. კარგი იყო ასლანის რეჟიმის მოცილება, მაგრამ სამგიეროდ მივღეთ ახალი კლანი, რომელიც ჩაენაცვლა აბაშიძეებს და ახლა ის ძიძგნის რეგიონს ცენტრთან შეთანხმებით.....მიდგომები არ შეცვლილა
4. ინფრასტრუქტურა....კარგია, როცა რაღაც კეთდება, მაგრამხშირ შემთხვევაში კეთდება ძალიან უხარისხოდ.შარშან დაგებული გზები დღეს უკვე გამოსაცვლელია, შარშან ნაყიდი ავტობუსები უკვე აღარ ვარგა, აეროპორტს სულ სახურავი ძვრება, ერთიდაიგივე რაღაცეებს ათჯერ აკეთებენ და მალევე ფუჭდება.......ე.ი. ადგილი აქვს არაპროფესიონალიზმს და კორუფციას
5. კარგი იყო კოდორისთვის ყურადღების მიქცევა, მაგრამ თქმა, რომ კოდორი საქართველოს დაუბრუნდა, ისევე როგორც აჭარა, ჩემი აზრით არის ბრიყვობა და ხალხის შეურაცხყოფა
6. კარგია, რომ დენი არის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საბაზრო ფასზე გაცილებით მეტს ვიხდით.......
7. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა - ძალიან კარგია, შესანიშნავია, "ქურდების" და კრიმინალების მოთოკვა.......მაგრამ ეს არ ისახავდა მიზნად ამ პრობლემის აღმოფხვრას, რადგან ეს ქურდები ჩინოვნიკება ჩაანაცვლეს......
არ მგონია ქუთაისში მაღაზიის გამყიდველისთვის დიდი შეღავათი იყოს, თუ ქურდის ნაცვლად ადგილობრივი პოლიციის უფროსი ან სხვა ჩინოვნიკი წაართმევს ფულს და წილში ჩაუჯდება
არ მგონია ახალგაზრდა ბიჭის დედისთვის დიდი შეღავათი იყოს, თუ მისი შვილი ვინმე წრიპას მიბაძვის ნაცვლად დატა ახალაიას მიბაძვაზე იოცნებებს
ამით პრობლემას არ ეშველება......ეს ბავშვი ისევ უარს იტყვის სწავლაზე, რადგან ამათი შემხედვარე იფიქრებს - საკმარისია ყველაფერზე წამსვლელი იყო, უფროსს ასიამოვნო, ყველა დავალება შეასრულო და სანაცვლოდ რაც არ უნდა გაუნათლებელი იყო..ყველაფრის უფლება გექნება, გავლენაც გექნება და ქონებაც............სწავლა ისევ არაა საჭირო
-----------------------------------------------------
8. შემდეგი .........ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - სასამართლო.........
მონური სასამართლო, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში.....
სასამართლო პროკურატურის მონაა და ასრულებს მის ყველა, ყვლაზე უსამართლო დაკვეთასაც........
არადა მონა სასამართლოთი შეუძლებელიასახელმწიფოს აშენება.......
თუ ადამიანმა სიმართლე ვერ იპოვა ის ქვეყანაზე ხელს ჩაიქნევს........
სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ბიზნესის განვითარება
არადა ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა.....
არადა ამის მოგვარებას პირველ რიგში ხელისუფლების ნება ჭირდება, მაგრამ ამ ხელისუფლებას ეს ნება არასდროს ექნება, რადგან კარგად იციან დამოუკიდებელი სასამართლო ძალიან ბევრის ციხეს ნიშნავს
9. პროკურატურა.......
ჩამოყალიბდა დანაშაულის ბუდედ, სადაც ხდება უკანონობების დაკანონება........საპროცესო შეთანხმებებით, რომელიც პოლიტიკური იარაღია......
არ იძიებს საქმეებს
10. ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, საქმის გაყალბება და უამრავი ეჭვი
11. სრული ქაოსი მედიცინის დარგში.......
არანაირი პროგრამა, მხოლოდ შენობების გაყიდვა........
ვითომ ატესტაცია და ხალხს ეუბნებიან მოიტანეთ 4000 დოლარი და დარჩებით ადგილებზე, სამაგიეროდ პაციენტებთან ფულის ამბავში არ შეგზღუდავთო
12. ეკონომიკური პოლიტიკის არქონა...ხან ლიბერალიზმი ხან სოციალიზმი.....პიარი
13. გამდიდრებული ნათესაობა და წილების განაწილება
14. სპორტისთვის შესაბამისი დახმარების არგაწევა..........სპორტს პირველ რიგში ჭირდება პატიოსანი პროფესიონალები და შესაბამისი კანონმდებლობა
15. სოფლის მეურნეობისთვის ყურადღებისარ მიქცევა......საშინელი მდგომარეობაა სოფლებში.იცლება......რამდენიმე საათით ტრაქტორების მიყვანა და 20 ლიტრი დიზელი არ შველის საქმეს
16. უხეში ჩარევა სფფ-ს არჩევნებში, უსამართლობის ზეიმი
17. სპორტის აკადემია - ტერიტორიის გამო გამოყრილ ხალხი ............ვიღაცას ტერიტორია მოეწონა და წავიდაა.......
18. პრეზიდენტის ფონდი.........რომელიც გათვალისწინებულია განსაკუთრებული სიტუაციებისთვის, აქვს უზარმაზარი თანხა და აქედან 1 პროცენტი იხარჯება განსაკუთრებული მდგომარეობისას დაზარალებულებისთვის, დანარჩენი გართობას და პლიუს კრუფცია
19. ტყეების გაყიდვა - სრული დიოტიზმი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
20. გაუაზრებელი სოციალური პოლიტიკა - პენსიების ზრდა კარგია, მაგრამ ჯიბეს არ ეტყობა ინფლაციის გამო......
პენსიონერი ისევ მოკვდება მხოლოდ პენსიის ამარა.........
21. საშემოსავლო სამსახური - ბიზნესის რეკეტიორი, დაწესებულება სადაც ხალხს ფულს არიცხინებენ პარტიისთვის........ჩვეულებრივი რეკეტი
22. ყველა რეგიონს აკონტროლებენ კლანები, რომლებიც მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, აქვთ ყველაფრის უფელბა და არის დაუსჯელობის სინდრომი
23. ხელშეუხებელი ნაძირლები, გამოუძიებელი მკვლელობები............გირგვლიანის საქმე, რობაქიძის ამაზრზენი საქმე და სიყალბე, ცალანი, კორტების საქმე.....ეს ყველაფერი შობს უსამართლობას.......არსებობს შერჩევითი მართლმსაჯულება.......ბავშვს ქვაბის მოპარვისთვის უმაღლესი სასჯელი ჩინოსანს არაფერი
24. ტელევიზიების დამონება.........დემოკრატიულ ხელისუფელბას რაში ჭირდება მეხოტბე ტელევიზიები......დემოკარატიულ ხელისუფლებას არ ეშინია კრიტიკული აზრის.....პირიქით აუცილებელია
25. ოქრუაშვილის კლანი და დანაშაულებები.რომელიც განდგომის შემდეგ გამოაშკარავდა..........ანუ სანამ ჩემთან ხარ ყველაფრის უფლება გაქვს, შეგიჭამია ქვეყანა, მაგრამ თუ გვერდზე გაიხედე ამოტივტივდება ყველაფერი
ამას დავუმატოთ ხალვაშის დევნა, ბიზნესის წართმევა
26. კორუფცია მერიაში, განათლების სამინისტროში კონტროლის პალატის მიხედვით............რაც დაიკიდეს..კანონი ხომ კიდიათ.....
27. განათლების გაუაზრებელი რეფორმა...........ნელ-ნელა ხვდებიან რომ სისულეელს აკეთებენ........პირიქით რაც იყო, ისიც დაანგრიეს.....
ამის ცუდ შედეგს მომავალში უფრო დავინახავთ........
მეცნიერება ტოტალურად კიდიათ
28. "რეზინის ტყვიების" საქმე და ეჭვმიტანილი შსს მინისტრი
29. მკვდარი პარლამენტარიზმი
30. არარსებული თვითმმართველობა...............
31. იმედის უკანონო დახურვა
32. 7 ნოემბერი და უამრავი უკანონობა და საზიზღრობა........არავინ იძიებს ამას
33. გიორგაძის მხარდამჭერების საქმე - ტყუილად ზის ის ხალხი ციხეში- შეთითხნილი ბრალდებით
34. რუსეთთან გაუაზრებელი......პოპულიზმზე დამყარებული პოლიტიკა
35. ეკა ტყეშელაშვილის დანაშაული
36. იაკობაშვილის უნამუსობა
37. დავითაშვილის ცემა
38. გელაშვილის ცემა
39. არაპროფესიონალების ზეობა
40. კერძო საკუთრება დაუცველია
41. სხვისი მანქანებით მოსეირნე ძალოვნები
42. კანონის ტოტალურად ფეხებზე დაკიდება..........
43. არჩევნების გაყალბება, ფაქტები ............
და ა.შ......
ეს ყველაფერი..ამდენი შეცდომა თუ დანაშაული, კანონის ფეხებზე დაკიდება, კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდება, ხალხის დაცინვა და ტყუილები......ძალიან სახიფათოა........იძულებით და დაშინებით ამ სიტუაციას ვერ დაარეგულირებ......
ფაქტია, რომ ნორმალური კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო არ შენდება, შენდება დამპალი სისტემა, რომელიც აუცილებლად დაინგრევა..........
ამ ხელისუფლებას აღარც საშუალება აქვს და აღარც ნება, ეს პრობლემები გამოასწოროს.......ბევრ დანაშაულში აქვთ ხელი გასვრილი......ამიტომ უნდა წავიდნენ, თან ბევრი ციხეში უნდა წავიდეს............
This post has been edited by germany87 on 13 May 2008, 17:57