ეჰ ისტორია, ისტორია....
თბილისი. 21 თებერვალი. (პრაიმ-ნიუსი) – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით შს სამინისტროში და მისი გენერალური პროკურატურისთვის გადაცემას მოითხოვს.
ამის შესახებ სამშაბათს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ახალგაზრდა იურისტების” ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის გვამი, რომელსაც წამების ნიშნები ეტყობოდა, მიმდინარე წლის 29 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე იპოვეს. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გირგვლიანი კაფე “შარდენში” მივიდა მეგობარი ქალის სანახავად, რომელთან ერთადაც სუფრასთან ისხდნენ შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს-ს პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე და ვინმე ოლეგ მელნიკოვი
მათივე ინფორმაციით, კაფედან გამოსული გირგვლიანი უცნობმა პირებმა ავტომანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ანა დოლიძის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როცა დანაშაულთან თანამდებობის პირის კავშირი იკვეთება, გამოძიება ვალდებულია ეს ვარაუდი გადაამოწმოს და ყველა მოწმე დაკითხოს ჭეშმარიტების დასადგენად.
მისი თქმით, აღნიშნული პირები ჯერაც დაკითხულნი არ არიან.
აქედან გამომდინარე, “ახალგაზრდა იურისტები” მიიჩნევენ, რომ რადგან საქმეში შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები მოწმის სახით უნდა დაიკითხონ, სამინისტრო ობიექტურად ვერ შეძლებს საქმის გამოძიებას.
ისინი მიმართავენ პროკურორს, აღნიშნული საქმის გამოძიება მისმა უწყებამ აწარმოოს.
პრესკონფერენციას გარდაცვლილის დედა და ბაბუა ირინა და ჯონი ენუქიძეებიც ესწრებოდნენ. ისინი ყველა მოწმის დაკითხვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ჭეშმარიტების დასადგენად და დამნაშავეების დასასჯელად ყველაფერს იღონებენ
28 თებერვალს ოპოზიციის ინიციატივით პარლამენტში გაიმართა სამთავრობო საათი – ა/წ 28 იანვარს მომხდარ სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
ზ/ა მკვლელობის სავარაუდო დეტალები გაახმაურა ტელეკომპანია `იმედმა~, კერძოდ: მკვლელობას წინ უსწრებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან - დათა ახალაიასთან, ვასილ სანოძესთან, გურამ დონაძესთან და ოლეგ მელნიკოვთან მომხდარი შელაპარაკება, რომლებიც შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში.
მინისტრმა განაცხადა, რომ საქმეში ამ ეტაპზე არ არსებობს ეჭმიტანილი და ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არ დასტურდება ზ/ა მაღალჩინოსანთა ბრალეულობა. მინისტრის განმარტებაზე პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ დატოვა სხდომათაAდარბაზი. ოპოზიციისა და საზოგადოების განსაკუთრებულ ეჭვებს ამ საქმეზე იწვევს შემდეგი გარემოებები:
1. პოლიციის მიერ მკვლელობის ადგილის დათვალიერების შედეგად ვერ იქნა აღმოჩენილი სანდრო გირგვლიანის გვამი. გვამის აღმოჩენა მოხერხდა გარდაცვლილის ახლობლების მიერ მკვლელობიდან რამოდენიმე დღეში;
2. საქმეს იძიებს ის უწყება (შსს) რომლის მაღალჩინოსანთა გვარები ფიგურირებს აღნიშნულ საქმეში და არა გენერალური პროკურატურა;
3. გამოძიებამ არ ჩაატარა ზემოხსენებული პირების ამოცნობა მეორე დაზარალებულის მიერ, რომელიც ცოცხალი გადარჩა, და პირიქით პასუხისგებაში მისცა იგი ეჭვმიტანილის სტატუსით. დაზარალებულს ბრალდება მოეხსნა მხოლოდ მედიაში ატეხილი სკანდალის შედეგად.
4. ოპოზიციის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არ არის პოლიტიკური მოტივით გამოუძიებელი პირველი დანაშაული. დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია არანაირი ოფიციალური ვერსია 2005 წლის ზაფხულში ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ მხეცურ თავდასხმასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, იმავე წლის დეკემბერში თბილისის საკრებულოს დარბევის და პოლიტიკური მოტივით ჩადენილ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით.
მერაბიშვილი & გირგვლიანის მკვლელობაგაერთიანებული ქართული ბანკის ყოფილი თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილია.
ამის შესახებ, დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაკავებულია ამავე მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი. ესენი არიან - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გია ალანია, ამავე დეპარტამენტის ოფიცრები ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილური.
ჯერჯერობით არ სახელდება მკვლელობის მოტივი. როგორც მინისტრმა მერაბიშვილმა განაცხადა, გამოძიებას აღნიშნული პირების ბრალეულობის დასადასტურებლად, მოეპოვებათ საკმარისი ნივთმტკიცებულებები : მობილური ტელეფონების ანძების სქემა, რომელზეც დაკავებულების გადაადგილებაა დაფიქსირებული, ვერცხლისფერი ჯიპი, რომელიც საქმეში ფიგურირებს - საქმეში დევს ამავე ჯიპის ფოტოები.
მისივე თქმით, საამრთალმდამცველებს გააჩნდათ ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილები გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ, ამიტომ დეტალებს, გარკვეული დროის განმავლობაში არ ახმაურებდნენ.
"ამ მკვლელობის საქმის გახსნა პირადად ჩემი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე იყო. ამიტომ, დანაშაულის გახსნამდე საქმეს იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქმე შემდგომი მსვლელობისთვის გადაეცემა პროკურატურას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, როდის, ან ვის მიერ იქნება დანაშაული ჩადენილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ გამოუვლენია დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციელი.
დონაძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან
07.03.06 13:11
შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა შს ინფორმაცვიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გურამ დონაძე.
შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი შეასრულესბ დონაძის მოვალეობებს.
ოფიციალური მონაცემებით, დონაძის გათავისუფლება განპირობებულია კონფლიქტით, რომელიც არსებობდა მასსა და ჟურნალისტებს შორის.
სამაუწყებლო კომპანია 'რუსთავი 2'-თან დონაძემ დაადასტურა თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი.
აი აქაც საინტერესოა:
მერაბიშვილის პრესკონფერენციაეს კი ძალიან საინტერესო პოსტი ვიპოვე თაკო სალაყაიაზე
და ეს ამბავი მეც გამიგია:
სიკვდილის ბრიგადები1 ძველი ფაქტი გამახსენდა, რ-ის მომსწრე ვიყავი თაკო დოლაბერიძის საერთო მეგობრებისაგან. ეს უკანასკნელი თაკო სალაყაიას დაქალი & ბიზნესპარტნიორი იყო. ახლა მათ შორის შავმა კატამ გაიარა მას შემდეგ რაც სალაყაია დიანა აბაშიძის ბოზბანდას დაუმეგობრდა ბათუმში. 1-1 ამ ბოზბანდიდან ანა კალანდაძეა, რ-იც 27 იანვარს შარდენ ბარში ეგდო!
თაკო დოლაბერიძე ფლობს პეროვზე "პიკნიკს" ( არ ვიცი ახლაც თუ აქვს) და შემდგომში სალაყაიას მფარველობით შეიძინა ბუნგალო ბათუმში.
ჰოდა ეს ვირთხა თაკო სალაყაია სულ პეროვის "პიკნიკში" ეგდო დილიდან საღამომდე. ხან ვის ეჯდა კალტაში, "მეგობრეულად" ალბათ, ხან ვის.
ვანო მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. 1 საღამოს პიკნიკში მთაწმინიდს რამდენიმე პოლიციელი ქეიფობდა და გვერდზე მაგიდასთან მსხდომ ბოზებს ეარშიყებოდა. მათ შორის იჯდა უშიშროების მაშინდელი საბჭოს მდივნის მეუღლე თაკო, რ-საც ეს მთვრალი პოლიციელები ეტორღიალებოდნენ. აბა რას წარმოიდგენდნენ ვისი მეუღლე ეგდო იქ?! მოხდა შეკამათება და ამ ვირთხას სულ ბოზო ეძახეს. მე-2 დღეს ეს პოლიციელები სამსახურიდან გააძევეს...
იმედია ეს ნიუსები სხვებზე არ გავრცელდება
და ბოლოს, ბონუსი ფორუმელებს, ასევე ფორუმზე ნაპოვნი, რაკავაია ჟენშინა_ თაკო სალაყაია!
This post has been edited by abirvalg on 14 May 2008, 09:58
მიმაგრებული სურათი