#44704335 · 26 May 2015, 08:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia მამა გაგიო? ეს მამა გიორგია კაცო, მამა გაგი სულ სხვაა. ///////////////////////////////
ერთხელ ვიყავი მამა გიორგისთან და მთელი ჩემი ცხოვრება არ დამავიწყდება ეს წმიდა კაცი! მოყოლითაც ვერ მოყვები წესიერად, უნდა გენახა! აზრების კითხვა კი არა მთელი შენი ცხოვრება ედო თვალწინ. იმ დღესვე ამიხდა რაც გამაფრთხილა. მაგრამ ეგ არ იყო მთავარი. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ იმ დღეს მივხვდი, აბრაამი, მოსე, ელია წინასწარმეტყველი, იოანე ნათლისმცემელი წარსულში კი არ არიან მხოლოდ, არამედ ყოველ ეპოქაში ყავს გამჩენს ასეთი ხალხი და თუ გინდა ნახავ!
--------------------
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი. ფს. 126
|