ბუშეს
ალბათ ლიცემერის თუ იყო გამოცდა
როდესაც ერთ დილით ფორუმზე გამოჩნდა
საოცრად ლამაზი ქალი
დანახვა ერთია და ლიცის გული
დასწვა უცნაურმა ალმა ,
ჩამოისეირნა ბუშემ
ვარსკვლავს მოწყვეტილმა ქალმა
შავი დალალები ბროლის მკერდს უმშვენებს,
ტანთ ედარება ალვას ,
ნეტავი საერთოდ ფორუმზე რად უშვებენ
ქალს, ეგრე საშიშად ლამაზს .
პოსტავს, იგი საოცრება
და არ ერიდება ლიცის ,
ვინ მიხვდეს მის ფიქრებს, ანდა მის ოცნებას
მზესავით ლამაზი ქალის.
მოდერიც, უზერიც ვნებას აჰყოლია
და ყველას უბრწყინავს თვალი -
კატარაქტიანს და ზოგსაც გლავკომიანს
საშინლად ლამაზი ქალით.
ვერ დავიწყებ არშიყს და ანცობას ,
სიმპატიას თუმც ვერ ვმალავ,
ვერ ვკადრებ ფორუმზე გაცნობას
ანგელოზს მოვლენილს ქალად.
უნდა კაკალივით ვტეხო ღამეები
ცაზე ვარსკვლავები ვთვალო ,
ჯოკონდასავით ჩუმად გეღიმება
ჩემზე, იდუმალო ქალო
მე და ბუშე
This post has been edited by licemer on 20 Jan 2009, 18:44
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.