ბპგ
მონა ღმრთისა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9078
წევრი No.: 1314
რეგისტრ.: 10-October 02
|
#9894936 · 4 Jun 2008, 02:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (lopoteli @ 3 Jun 2008, 22:26 ) | QUOTE (TA_O @ 4 Jun 2008, 02:23 ) | ბპგ
QUOTE | სულელური თემების გახსნას თავი უნდა დაანებო -- ჩიტო...
მაგარი სულელური თემაა -- ვითომ რა?.. ძალიან ჭკვიანი ხარ?.. |
დალოცვილო, დაწერე შენც უფრო ჭკვიანური, რავა გიშლის ვინმე? თუ არ აგყვებიან საუბარში... გააკრიტიკე ადამიანო, რატომ "ასულელებ".... გვაჩვენე, რომ ვქთვათ "ბოდიალობს" რაღაცას, ორ სიტყვას ჭკვიანი იტყვის, ორ სიტყვას სულელი, საბოლოო ჯამში იქნებ წინ გადავდგათ ნაბიჯი.... |
მე ჩემი აზრი უკვე დავწერე და გავდივარ: "ზვიადას" "აპარტეიდულ" კანონს ჯობია |
პოსტკომუნიზმიდან ლიბერალური დემოკრატიისკენ pdf ვერსია
(რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური არჩევანი)
თებერვალი, 2006 თბილისი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას (წილი არა კვახი -- არ მიინაწილეს საქართველო ამ კრუხებმა...) ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე და თავისი საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულებას გეგმავს ქვემოთმოყვანილ ძირითად პოლიტიკურ პოსტულატებზე დაფუძნებული პროგრამით, რომელიც შემუშავდება პარტიის წევრებისა და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.
1. რესპუბლიკელებს გვჯერა, რომ საქართველოს ღირსეული მომავალი პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება ქვეყანაში ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასა და ევროპულ ინტეგრაციას. Yყველა სხვა პოლიტიკური სტრატეგია და ორიენტირი, მათ შორის მისი ფსევდო-დემოკრატიული, ცრუპატრიოტული და დროებით-ავტორიტარული ნაირსახეობანი, საზოგადოებას უქადის კვაზისახელმწიფოს, უსამართლობის, სიღარიბისა და კონფლიქტების პირობებში ცხოვრებას. ასეთი მკვეთრი და უკომპრომისო პოზიცია არის არა ჩვენი პირადი პოლიტიკური გემოვნების ან დასავლეთისადმი ბრმა წამბაძველობის შედეგი, არამედ გამორჩეულ ქართველ მამულიშვილთა მრავალსაუკუნოვანი დაკვირვებისა და ნააზრევის გაზიარება. საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანები დგებოდა არა კარჩაკეტილობისა და განვითარების “წმინდა ქართული” გზების გამოგონების დროს, არამედ ყოველ მოცემულ ეპოქაში ცივილიზაციის საუკეთესო მიღწევებთან ზიარებითა და ამ ცივილიზაციებში საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრებით. ქართველმა ერმა თავისი გასაოცარი სიცოხლისუნარიანობა შეიძინა არა თვითიზოლაციით, არამედ სხვა ერებთან საუკუნეების მანძილზე უკომპრომისო და ულმობელ კონკურენციაში მონაწილეობით. თანამედროვე გლობალიზებული მსოფლიო ამავე ისტორიული პროცესის უფრო ცივილიზებული გაგრძელებაა, რომელიც წალეკვით ემუქრება ყველას, ვინც ამ პროცესს გაემიჯნება ან ამ პროცესში მოუმზადებლად ჩაებმება. რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დარჩენილი საქართველო ამ პროცესისგან გამიჯნული საქართველოა, ხოლო ევროინტეგრაციის გზას დამდგარი “ნახევრად-დემოკრატიული” საქართველო ამ პროცესში მოუმზადებლად ჩართული საქართველოა. ამიტომ ქვეყნის წინსვლის ჩვენეული მოდელი არ უშვებს არანაირ “დროებით” და “ტაქტიკურ” კომპრომისებს ისეთ ძირითად ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებით სახელმწიფოს შეზღუდვა, საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი მეწარმეობა, კანონის წინაშე თანასწორობა, პოლიტიკური პლურალიზმი, ხელისუფლების დანაწილება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, უმცირესობების უფლებების გარანტირება და სხვა. ამასთანავე, რესპუბლიკური პარტია ინდივიდისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველმყოფელ ძალად მიიჩნევს არა სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას.
2. რესპუბლიკური პარტია საქართველოში დემოკრატიის წარმატების პერსპექტივას უკავშირებს არა დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტარული კურსის შესაძლო ცვლილებას, არამედ მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალის დემოკრატიულ პოტენციალს. პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს არა აქვთ კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სხვა დემოკრატიული პრინციპების ჭეშმარიტი ერთგულების არც უნარი და არც მოთხოვნილება. ამიტომ მათი მმართველობის პერიოდში დემოკრატიული ინსტიტუტების უმრავლესობის ჩამოყალიბება და განვითარება ვერ მოხერხდება. ამ თვალსაზრისით სააკაშვილის მმართველობას რესპუბლიკელები განვიხილავთ პოსტ-საბჭოური გარადამავალი პერიოდის მორიგ ფაზად. იმისათვის, რომ ეს პერიოდი აღმოჩნდეს ისედაც უკიდურესად გაჭიანურებული გარდამავალი პერიოდის უკანასკნელი ფაზა და ქვეყანა ბოლოსდაბოლოს დაადგეს დემოკრატიული აღმშენებლობის შეუქცევად გზას, ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების ერთგული ძალების ძალისხმევის უდიდესი ნაწილი უკვე დღესვე უნდა იქნეს მიმართული სააკაშვილის შემდგომი პერიოდის საქართველოს გამძღოლი დემოკრატიული პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირებაზე. ცხადია, ეს არ ნიშნავს ყურადღების მოდუნებას მიმდინარე კონკრეტულ პრობლემებზე (მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევაზე), მაგრამ ეს ნიშნავს საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების სტრაგეგიული გეგმების აწყობას არა დღევანდელ, არამედ მომავალ ხელისუფლებაზე. შესაბამისად, ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის იკვეთება ორი უმთავრესი იმპერატივი: – ქვეყნის მართვისა და არჩევნებში გამარჯვების უნარის მქონე დემოკრატიული ოპოზიციური ალტერნატივის ფორმირება, რომელიც თავისი სიტყვით, საქმით, მართვის სტილითა და ლიდერების პოლიტიკური ბიოგრაფიით დღესვე გაფანტავს ყოველგვარ ეჭვებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოკრატიული პრინციპების შესაძლო ღალატის თაობაზე. რესპუბლიკური პარტია ვაცხადებთ ამგვარ პოლიტიკურ ძალად ფორმირების ამბიციას და საზოგადოებას ვთხოვთ ჩვენს საქმიანობაზე ინტენსიური მონიტორინგის დაწესებას ქვეყნის მართვისათვის ჩვენი მზაობისა და დემოკრატიისადმი ერთგულების ხარისხის მუდმივად გასაკონტროლებლად; – მოვლენათა ისეთი განვითარების არდაშვება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს არა მეტი დემოკრატიის გააზრებული საზოგადოებრივი მოთხოვნის, არამედ რომელიმე მწვავე სოციალური, ეთნიკური, სამხედრო ან პიროვნულ პრობლემასთან დაკავშირებული დაპირისპირების ფონზე. ამ უკანასკნელი სცენარით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში ხელისუფლებაში კვლავ აღმოჩნდება ფსევდოდემოკრატიული ან სულაც ღიად ანტი-დემოკრატიული პოლიტიკური ძალა მთელი თანამდევი შედეგებით.
3. რესპუბლიკური პარტია თავისი სახით საზოგადოებას სთავაზობს ქართული სინამდვილისათვის პრინციპულად ახალი სტილის პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ მიზნად ვისახავთ პოლიტიკური პარტიის შესახებ ბოლშევიკური (ავტორიტარულ-ტოტალიტარული) სტერეოტიპული წარმოდგენების მსხვრევას. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს თავს არ აღვიქვამთ “ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის მპყრობელ საზოგადოების წარმმართველ ძალად”, რომელიც თავად ავტორიტარული სტილით იმართება და საზოგადოებას კი დემოკრატიას პირდება. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს თანამედროვე საქართველოში ევროპული სტილის პოლიტიკური პარტიის მშენებლობის სირთულეები. პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ მრავალჯერ მოტყუებული საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს კვლავ პოლიტიკური ნიჰილიზმის ტყვეობაშია. 2003 წლის ნოემბრისათვის კონსოლიდირებული დემოკრატიული ძალები კვლავ დაიქსაქსა. “ვარდების რევოლუციის” შემდგომი პერიოდის მოვლენებმა განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა საზოგადოების ყველაზე უფრო აქტიურ ნაწილს, რომელმაც რევოლუციას მოახმარა ყველაზე უფრო ძვირფასი, რაც გააჩნდა – წლების განმავლობაში დამკვიდრებული პირადი ავტორიტეტი. სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკამ არა მხოლოდ იმედი გაუცრუა ამ ადამიანების უმრავლესობას, არამედ შეასუსტა მათი პოლიტიკური აქტივობაც. ასეთ პირობებში რესპუბლიკურ პარტიას მოუწევს განსაკუთრებული ძალისხმევა საზოგადოების სათანადო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენ ამას მოვახერხებთ პარტიის მემარჯვენეცენტრისტულ იდეოლოგიაზე, დემოკრატიულ ორგანიზაციულ სისტემასა და პატიოსან პოლიტიკურ მეთოდებზე უარის თქმის გარეშე. რესპუბლიკურ პარტიას აქვს არა მხოლოდ არსებობის ხანგრძლივი ისტორია, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ ქარტეხილებში შეძენილი მდიდარი (ხშირად ქართული სინამდვილისათვის უნიკალური) გამოცდილება და ტრადიციები. ამასთანავე, რესპუბლიკურ პარტიას ესაჭიროება მნიშვნელოვანი ორგანიზაციული, რაოდენობრივი, ფუნქციური და ფინანსური გაძლიერება და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებთან სათანამშრომლოდ.
4. რესპუბლიკურ პარტიას გააზრებული აქვს თავისი ღირსეული მაგრამ არა პრივილეგირებული ადგილი სამოქალაქო საზოგადოების სისტემაში. ჩვენ მოსახლეობას არ განვიხილავთ ამომრჩევლებად, რომლებსაც ხმები უნდა გამოვტყუოთ და მათი არსებობა დავივიწყოთ მომავალ არჩევნებამდე. ჩვენ გვსურს საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი, რათა უკეთ გავერკვეთ თანამოქალაქეების მოთხოვნილებებში და დავარწმუნოთ ისინი ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების სისწორეში. ჩვენ არ ვესწრაფით სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე (ბიზნესი, მედია, არასამთავრობო სექტორი, პროფკავშირები, უნივერსიტეტები და სხვა) კონტროლის დამყარებასა და ჩვენს სამსახურში მათ ჩაყენებას. ჩვენ არ გვჯერა საქართველოში მრავალგზის ნაცადი გზისა, როდესაც პოლიტიკური პარტიები დემოკრატიას “აშენებენ” დემოკრატიული საზოგადოებრივი ინსტიტუტების პოლიტიკურ კორუფციაში ჩათრევის და მათი დისკრედიტაციის გზით. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის უზრუნველსაყოფად ცალკე აღებული რომელიმე პარტიის (ან თუნდაც ყველა პოლიტიკური პარტიის ერთად აღებული) რესურსის არასაკმარისობაც. ამიტომ ჩვენ ყველა დემოკრატიულ საზოგადოებრივ ინსტიტუტს ვთავაზობთ ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას თანსწორუფლებიანი პარტნიორობის საფუძველზე. სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან შედარებით პოლიტიკურ პარტიას აქვს ერთადერთი პრივილეგია – მეტი პასუხისმგებლობა და მეტი ინიციატივები. თუ სხვა ინსტიტუტებს აქვთ თავიანთი მანდატის შესაბამისი საკითხებით შემოფარგვლის და მათზე ფოკუსირების ფუფუნება, რესპუბლიკური პარტიის ფუნქციური მოვალეობაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ჩვენი პოლიტიკური პროდუქტის – სახელმწიფო პოლიტიკის ჩვენეული ვარიანტის – შექმნა და საზოგადოებისთვის შეთავაზება.
5. რესპუბლიკური პარტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამოცანას აღიქვამს ინტერპარტიულ ამოცანად. ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას და მის შემდგომ აღმშენებლობას პრინციპულად ვერ შეძლებს ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია, თუ ქვეყანაში არ არსებობენ სამართლიან და კეთილსინდისიერ პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაბმული სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ამიტომ რესპუბლიკური პარტია სისხლხორცეულადაა დაინტერესებული საქართველოში სხვა პოლიტიკური პარტიების განვითარებითა და მათ შორის ცივილიზებული, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ ეთიკაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებით. ამასთანავე, ჩვენი აზრით, დემოკრატიის ერთგულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა დღეს ავალდებულებს უფრო მეტს, ვიდრე ერთმანეთთან ცივილიზებული ურთიერთობაა. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში აუცილებლად გვესახება ამგვარი პარტიების მაქსიმალურად შესაძლო კონსოლიდირება, რათა არ დავუშვათ ხელისუფლების მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკური გეგმის განხორციელება – პრაქტიკულად ერთპარტიული (რომელიმე სატელიტ ფსევდო-ოპოზიციურის ჩათვლით) წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნა.
6. რესპუბლიკური პარტია მიზნად ისახავს არა “ახალი ქართველის გამოყვანას”, არამედ “ტრადიციული ქართველის” თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოებრიობის პირობებში განვითარების უზრუნველყოფას. ჩვენ ვართ ძლიერი და თავისუფალი პიროვნებებისგან შემდგარი ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე და კონკურენტუნარიანი ერი, მაგრამ ერი, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე საკუთარი სახელმწიფოს გარეშე არსებობდა. ჩვენ არ დაგვიკარგავს მამული, ენა და სარწმუნოება, მაგრამ დავკარგეთ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ზოგადი ჩვევები და საერთოდ არ ვზიარებივართ თანამედროვე ლიბერალური სახელმწიფოებრიობის ჩვევებს. ჩვენ ვიცით რა არის სამშობლო, რომელსაც შეგვიძლია შევეწიროთ, მაგრამ არ ვიცით რა არის თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც იძლევა შეუწირავად სამშობლოსათვის სამსახურის საშუალებას. რესპუბლიკელებს არ გვგონია, რომ ადამიანი იბადება სამშობლოსთვის ან სარწმუნოებისთვის გმირული სიკვდილის ვალდებულებით. ჩვენ გვგონია, რომ ადამიანი იბადება თავისუფლებისთვის, რისი რეალიზებაც შეუძლებელია სამშობლოს, ეროვნულკულტურული გარემოსა და სარწმუნოების გარეშე. თავისუფალი ადამიანის თავისუფალი არჩევანი კი შეიძლება იყოს ყველაფერი, სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავის გაწირვის ჩათვლით. რესპუბლიკური პარტია საზოგადოებას სთავაზობს სოციალური თანაცხოვრების ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების შენარჩუნება-განვითარებას, ისე ყოველი ინდივიდის თავისუფლებას, ღირსებას და წარმატების თანასწორ შესაძლებლობებს. ენის, სარწმუნოების, კულტურის და ტრადიციების გლობალიზაციის საფრთხეებისგან დასაცავად ჩვენ არ ვირჩევთ მათი კონსერვაციისა და სამუზეუმო ექპონანტებად ქცევის გზას. ღესპუბლიკელები საზოგადოებას ვთავაზობთ ეროვნული ფასეულობების განვითარების უწყვეტი ისტორიული პროცესის გაგრძელებას საამისოდ ყველაზე უფრო შესაფერის – ლიბერალურ-დემოკრატიულ გარემოში.
7. რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ძალუძს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ქვეყანაში ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში. ინდივიდის სულიერი, ჰარმონიული და სრულფასოვანი განვითარების უზრუნველყოფა სცილდება პოლიტიკური ინსტიტუტების დანიშნულებას. სულიერების სფეროს ნაკლებად ნაზიარებ ინდივიდებს კი უჭირთ სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების სიკეთეების გაცნობიერება. შესაბამისად, ეკლესია, როგორც ადამიანის სულიერებაზე მზრუნველი ფენომენი, საკუთარ, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობს დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობისათვის. ამ შესაძლებლობების განსაკუთრებულობა კი მათ დელიკატურობაშიც მდგომარეობს: პოლიტიკური ინსტიტუტების მხრიდან ეკლესიის ცხოვრებაში ჩარევა, ან პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად ეკლესიის მოხმობა ეკლესიისა და, მაშასადამე, საზოგადოების სულიერი შერყვნის მომასწავებელია; იმავე საფრთხის მატარებელია ეკლესიის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევისა და საკუთარი ამოცანების სახელმწიფოს მოშველიებით გადაწყვეტის მცდელობაც.
რესპუბლიკური პარტიის ლიბერალური დოქტრინა აღიარებს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში, ეკლესიის მნიშვნელოვან ფუნქციასა და ადგილს. სწორედ ამ მოსაზრებების ერთობლიობამ განაპირობა ჯერ კიდევ საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ამასთან, ჩვენ გაგებითა და ტაქტით ვეპყრობით სხვა კონფესიებს მიკუთვნებულ (ან მათ მიღმა მყოფ) ჩვენს თანამოქალაქეებს და გვჯერა, რომ ლიბერალური დემოკრატია ყველა სხვა პოლიტიკურ სისტემაზე უკეთ უზრუნველყოფს სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა ჰარმონიულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ თანაცხოვრებას.
8. რესპუბლიკელებს დემოკრატია არ გვესმის როგორც უმრავლესობის დიქტატურა და უმცირესობისათვის უფლებების აყრა. დემოკრატია არის არა გადაწყვეტილების მიღების კვორუმი, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელშიც უმრავლესობა უფრო დამაჯერებელი არგუმენტებით აბათილებს უმცირესობის არგუმენტებს. ამიტომ დემოკრატიის მამოძრავებელი ძალაა უმცირესობის მიერ რაც შეიძლება ხმამაღლა გამოთქმული აზრები და არგუმენტები, რომლებიც განაპირობებენ მათთან ჭიდილში მიღებული უმრავლესობის გადაწყვეტილებების მაქსიმალურ სარგებლიანობას მთლიანად საზოგადოებისთვის. Dემოკრატია არის არა არჩევნებში გამარჯვებული უმრავლესობის ექსკლუზიური მმართველობის გარანტია, არამედ დამარცხებული უმცირესობის მმართველობაში მონაწილეობის გარანტია. Uმცირესობის მიერ უმრავლესობის გადაწყვეტილებისადმი მორჩილების ვალდებულება არ ნიშნავს უმცირესობის მიერ საკუთარ აზრებზე და მათი გამოხატვის გაგრძელებაზე უარის თქმის ვალდებულებას. ამიტომ უმცირესობაში მყოფი რესპუბლიკელები ვიქნებით მით უფრო მკვეთრნი და ხმამაღალნი, რაც უფრო მეტად მოახდენს ხელისუფლება განსხვავბული აზრის იგნორირებას.
9. რესპუბლიკელები არ ვართ დაინტერესებული დამხობილი ხელისუფლების მონაცვლეობით. პოლიტიკური პროცესის აქამდე მიყვანას ჩვენ არა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის, არამედ ქართული სახელმწიფოს მორიგ მარცხად ჩავთვლით. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ვაცხადებთ არა როგორც საშუალებას მიზნის მისაღწევად, არამედ როგორც მომენტის უმთავრეს, თავისთავად პოლიტიკურ ამოცანას. საჭიროა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ეროვნული პოტენციალის დემონსტრირება. დღემდე ქართულმა საზოგადოებამ ეს ვერ შეძლო და ეს ძალზედ სახიფათო პრაქტიკა უნდა დაირღვეს. დემოკრატია სწორედ მაშინ იწყებს ნაყოფისმოტანას, როდესაც ჩვენ არჩევნების გზით ვცვლით ხელისუფლებას და თან პოლიტიკურ სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ამიტომ უახლოეს წლებში კონსტიტუციური წესრიგისა და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა გვესახება ყველა სხვა ეროვნული, სახელმწიფოებრივი და პარტიული მიზნის მიღწევის უცილობელ წინაპირობად.
10. რესპუბლიკელები არც წარუმატებელი ხელისუფლების მონაცვლეობით ვართ დაინტერესებული. ჩვენთვის ხელისუფლებაში მოსვლა არის საშუალება ჩვენი ფასეულობათა სისტემის და პროგრამის შესაბამისად ქვეყნის წინ წასაყვანად. ამიტომ ჩვენ გვინდა ქვეყანა სამართავად ჩავიბაროთ რაც შეიძლება უკეთეს სასტარტო მდგომარეობაში. ჩვენ შედეგის საჩვენებლად გვექნება 4-5 წელი და ჩვენ გვინდა, რომ ეს დრო მოვახმაროთ ჩვენი აღმშენებლობითი პროგრამის რეალიზებას და არა სხვის მიერ დანგრეული ქვეყნის ნანგრევებისგან გაწმენდას. ამიტომ ჩვენ შევეცდებით, ყოველი ღონით წინ აღვუდგეთ ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შევთავაზოთ ჩვენეული ალტერნატივა და მხარი დავუჭიროთ ჩვენი აზრით სწორ გადაწყვეტილებებს.
11. რესპუბლიკელები დაინტერესებული ვართ და გვინდა მზად ვიყოთ წარმატებული ხელისუფლების მონაცვლეობისთვის. ჩვენი ამბიციაა ვიყოთ კარგზე და არა ცუდზე უკეთესები. ჩვენ გვინდა ქვეყანა მუდამ წინ მიდიოდეს და ყველა ხელისუფლებას წინმიმავალი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად მიჰყავდეს წინ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მზაობის საზომი სტანდარტი ხელისუფლების სტანდარტზე მაღალი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, თუ სადამდე დაეცემა ხელისუფლება (თუ სხვა კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფები), ქვეყნის მართვისთვის მზაობის ჩვენი მაღალი სტანდარტი ყველა შემთხვევაში უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა დავკმაყოფილდეთ სხვაზე უკეთესობით. ქვეყნის მართვისათვის მზაობის მაღალი ხარისხი სწრაფად მისაღწევი და მუდმივად შესანარჩუნებელია იმიტომაც, რომ რესპუბლიკური პარტია, მიუხედავად მისი გულწრფელი სურვილისა, ვერ იქნება ვერც ვინმეს მიერ ხელისუფლების არდამხობის და ვერც მისი წარმატებულობის გარანტი. შესაბამისად, პარტია მზად უნდა იყოს შესაძლო კრიზისული სიტუაციებისთვისაც.
12. რესპუბლიკელებს არ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე ქვეყანა მხოლოდ სხვისი საპატრონოა. ქვეყნისათვის სასიკეთო კონკრეტულ საქმეებში ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს, ვინც უნდა იყოს იგი, ექნება ჩვენი მხარდაჭერა, ისევე, როგორც ჩვენ გვსურს, გვქონდეს მომავალში სხვების მხარდაჭერის იმედი ასეთსავე საქმეებში. Aმიტომაც ხელისუფლებას ჰქონდა და ექნება ჩვენი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების გამთლიანების (და არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნების), თანამიმდევრული (და არა კამპანიური) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დსთ-დან საქართველოს გამოსვლის (და არა ანტირუსული ისტერიის), სამეწარმეო გარემოს ჭეშმარიტი (და არა მოჩვენებითი) ლიბერალიზაციის, სახელმწიფო საწარმოებისა და მიწის გამჭვირვალე და სამართლიანი პრივატიზაციის (და არა სხვა სახელმწიფოების ხელში გადაცემის), სახელმწიფო სამსახურის კომპლექსური რეფორმის (და არა კადრების თვითმიზნური შემცირების და უთავბოლო როტაციის), ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განუხრელად შესრულების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
13. რესპუბლიკელებს გვჯერა, რომ აღმშენებლობის პროცესის შეუქცევადობისთვის აუცილებელია ქვეყნის განვითარების საერთო ეროვნული სტრატეგიის არსებობა. შხავადასხვა პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა უნდა ნიშნავდეს ქვეყნის განვითარების საერთოეროვნული სტრატეგიის ცალკეულ კომპონენტებზე აქცენტების შეცვლას და არა მორიგი ე.წ. “ახალი საქართველოების” მშენებლობის დაწყებას. ამგვარი სტრატეგიის შემუშავება არ არის არცერთი პარტიის და პოლიტიკური ლიდერის პრეროგატივა და იგი უნდა იყოს საერთოეროვნული კონსენსუსის შედეგი. პოლიტიკური პარტიების ფუნქციაა საზოგადოებაში ამგვარი კონსენსუსის მიღწევისთვის ხელშეწყობა კონცეფციებისა და დოქტრინების ინიციირებით, არგუმენტირებული დებატებით, კონსტიტუციურ და საკანონმდებლო დონეზე მიღწეული შეთანხმებებით. რესპუბლიკელები ამ ფუნქციაზე უარს არ ვიტყვით მიუხედავად დიალოგზე ხელისუფლების უარისა, ვინაიდან ჩვენ საქართველოს ხალხის წინაშე ვართ პასუხისმგებელი და ჩვენ თანამოქალაქეებთან ურთიერთობას ვაპირებთ არა რომელიმე საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ უვადოდ.
14. რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა (განსაკუთრებით მისი დღევანდელი ნაირსახეობამ) დიდწილად განაპირობებს ქვეყნის განვითარების დემოკრატიული გზიდან გადახვევას და საჯარო ინსტიტუტების არაეფექტიანობას. ეს დასკვნა ემყარება არა მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას, არამედ საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოური სახელმწიფოების უახლესი ისტორიის გაკვეთილებით გამყარებულ პრაგმატულ პოლიტიკურ არგუმენტებს. აშკარაა, რომ პირდაპირი არჩევნებით არჩეული ერთი პირის ხელში თავმოყრილ ძალაუფლებას დემოკრატიული გამოცდილების არმქონე საქართველოს პირობებში ვერ უმკლავდება ვერანაირი პიროვნება. მეტიც, ამ სისტემის პირობებში პოლიტიკური ზრდის სწორ გეზს სცილდება პრეზიდენტობის ოლიმპისკენ მიმავალი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობაც. წინამორბედების მიერ გაკვალული წარმატებისაკენ მიმავალი გზა ამ ლიდერებს აქცევს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ, პოპულისტ, მკაფიო პოლიტიკური პლატფორმისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების არმქონე პირებად. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები გადაიქცევიან ასეთი ლიდერების პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების ინსტრუმენტებად, რომლებიც ლიდერის წარმატების შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტებს ეზრდებიან, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში უმალ იმსხვრევიან. ასეთ პირობებში ქვეყანაში ვერ ხერხდება ვერც დემოკრატიისთვის უკიდურესად აუცილებელი პარტიული სისტემის ჩამოყალიბება და ვერც ადამიანური პოლიტიკური რესურსის (ანუ სათანადო გამოცდილების მქონე პროფესიონალი პოლიტიკოსების და პოლიტიკური ლიდერების) შექმნა. იგივე ფაქტორი დიდწილად განაპირობებს იმასაც, რომ პოლიტიკური ძალები მხოლოდ საარჩევნო წარმატებისთვის ემზადებიან და არა ქვეყნის მართვისათვის. Pრეზიდენტობის მსურველებმა იციან, რომ პირდაპირ არჩევნებში წარმატება მოაქვს პიროვნულ ქარიზმას და პოპულიზმს და არა ქვეყნის და ამა თუ იმ დარგის განვითარების გეგმებს და კონცეფციებს. შესაბამისად, ისინი და მათი პარტიები თავიანთ საქმედ თვლიან მხოლოდ არჩევნებს და არა სტრატეგიის და პოლიტიკის წინმსწრებ შემუშავებას. ასეთი ლიდერები და პარტიები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გარდაუვლად აღმოჩნდებიან ხოლმე პრაქტიკულად გადაულახავი სირთულეების წინაშე – არ იციან რა უნდა აკეთონ და ვისი მეშვეობით უნდა აკეთონ. ასეთ დროს გარდაუვალია არაკვალიფიციურობა, არაკოორდინირებულობა, არაეფექტიანობა, არათანმიმდევრულობა და არასტაბილურობა.
15. რესპუბლიკელები საზოგადოებას ვთავაზობთ მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად შეასუსტებს მესია-მზეჭაბუკის სინდრომს როგორც მოსახლეობაში, ისე პოლიტიკური ლიდერების თვითშეგნებაში. ამით მრავალი ნიჭიერი და ქვეყნის სამსახურისთვის მზად მყოფი პოლიტიკოსი განთავისუფლდება უმძიმესი ფსიქოლოგიური ტვირთისაგან, რომელიც უმეტესწილად მათ ფსიქიკაზეც მოქმედებს. ასეთი ლიდერები თავიანთ პირად პოლიტიკურ წარმატებას უფრო მჭიდროდ დაუკავშირებენ მათი პარტიების სხვა თანა-ლიდერების და მთლიანად პარტიის წარმატებებს. ეს სისტემა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანის და ერთიან სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის მეტ საშუალებას მისცემს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებსაც. სუპერ-საპრეზიდენტო სისტემის გაუქმება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამკვიდრებული სუპერ-ცენტრალიზებული მმართველობის სისტემის შეცვლასა და რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებასაც.
16. რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებისა და ქვეყნის მართვისათვის უკეთ მოსამზადებლად იწყებს “რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლების” პროექტის განხორციელებას. ამ პროექტით ჩვენ სრულად გადავფარავთ სახელმწიფო მმართველობის ყველა მნიშვნელოვან დარგსა და უბანს. ჩრდილოვანი მთავრობის მოდელზე აწყობილმა სისტემამ პარტია უნდა უზრუნველყოს დროული და ხარისხიანი ინფორმაციით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ, კვალიფიციური ანალიზითა და არგუმენტებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ოპონირებისთვის (ან მხარდასაჭერად) და კვალიფიციური საკანონმდებლო ინიციატივებით.
16.1. რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო მმართველობის მომხრეა და იღვწის შესაბამისი კონსტიტუციური მოდელის დასამკვიდრებლად. ამ მოდელის უპირატესობის სადემონსტრაციოდ და პარტიული ინფრასტრუქტურის შესაბამისი გზით განვითარებისთვის რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლება ეფუძნება საპარლამენტო მმართველობის სისტემას. შესაბამისად, პარტიის ეროვნული კომიტეტი და წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული რესპუბლიკელები ქმნიან მომავლის ხელისუფლების პარლამენტს, ხოლო მომავლის ხელისუფლების აღმასრულებელ და სხვა სტრუქტურებში დასაქმდებიან პარტიის სხვა წევრები და მოწვეული თანამოაზრეები, მათ შორის პარტიის ადმინიტრაციაში შესაბამის სფეროებში დასაქმებული პირები.
16.2. საპარლამენტო მმართველობის მოდელში საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის ან პარტიათა კოალიციის მიერ იქმნება. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია დამუშავდეს საჯარო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში პარტიას, პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის ისეთი სქემები, რომელიც თვითეულ ამ ინსტიტუტს შესძენს მაქსიმალურ
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|