ნატო VS ტერიტორიული მთლიანობა
საკითხი ასე არ დგას, სამწუხაროდ, თორემ ორივე ხელებით დავეთანხმებოდი ტერიტორიულ მთლიანობას.
საკითხი დგას შემდეგნაირად და ალბათობებიც უხეშად ჩემი შეფასებით გადანაწილებულია შემდეგნაირად(თუ გინდათ ახალი პოლი გავხსნათ და შევამოწმოთ):
1. ვენდობით რუსეთს და პირველი უარს ვამბობთ ნატოზე:
ა. 97 % ვკარგავთ ნატოსაც და ტერიტორიებსაც
ბ. 2% რუსეთი ასრულებს თავის დანაპირებს და გვიბრუნებს ტერიტორიებს ნატოს სანაცვლოდ
გ. 1% რუსეთმა გვაგდებს, მაგრამ მაინც ძალით ვიბრუნებთ ტერიტორიებს
2. არ ვენდობით რუსებს და ვაწვებით ჩვენსას
ა. 60% შევდივართ ნატოში და ვიბრუნებთ ტერიტორიებს
ბ. 39% მაინც ვკარგავთ ყველაფერს, ნატოსაც და ტერიტორიებსაც
გ. 1% ნატოში ვერ შევდივართ მაგრამ მაინც ძალით ვიბრუნებთ ტერიტორიებს
არის მესამე, უკეთესი, მადეირას ვარიანტი:
3. რუსები გვენდობიან ჩვენ და ჯერ "გვიბრუნებენ ტერიტორიებს" , შემდეგ კი უარს ვამბობთ ნატოზე:
ა. 90% ვიბრუნებთ ტერიტორიებს, მაგრამ არ შევდივართ ნატოში
ბ. 10% ვაგდებთ რუსეთს და ტერიტორიებსაც ვიბრუნებთ და ნატოშიც შევდივართ
ა, ჩემი გადასახედიდან ასეთი სიტუაციაა. რიცხვები არის ციდან მოტანილი, ჩემს საკუთარ სუბიექტურ ინტუიციაზე დაყრდნობილი
თავად ამ სამი შემთხვევების განხორციელების ალბათობები, სადღაც 20-79-1 %%%-ია.
ანუ ვაწვებით ჩვენსას, ასთე მგონია მე...