ის, რომ რუსეთი უშუალო ისტორიული მტერია, გადაჭარბებულია.
ისტორიული მტრები იყვნენ: ბიზანტია, არაბები, მონღოლები, ოსმალეთი (თურქეთი), სპარსეთი (ირანი).
რუსეთს იმის 1% ცუდიც არ გაუკეთებია საქართველოსთვის, რაც გაგვიკეთეს ზემოხსენებულმა ისტორიულმა მტრებმა.
არადა რუსეთი უფრო გვეჯავრება, ვიდრე თურქეთი.
ცხადია, რუსეთის ახლანდელი პოზიცია ჩვენს მიმართ არის დანაშაულებრივი, ამაზრზენი, უსამართლო, ძალადობრივი.
მაგრამ მოდი მივუდგეთ ემპათიურად (მათი გადმოსახედიდან შევხედოთ) სიტუაციას:
1800 წლამდე საქართველო იყო დაშლილი რამდენიმე სამეფო-სამთავროდ (რუსეთის ბრალი იყო?

)
შემდეგ 15 წლის განმავლობაში რუსეთმა შემოიერთა ყველა ეს ქართული სამეფო-სამთავრო.
შემდეგ დაყო ის 2 გუბერნიად: თბილისის და ქუთაისის (დამეთანხმებით, სრულიად ბუნებრივი დაყოფაა, თუ გავითვალისწინებთ რელიეფს და რუსეთის იმპერიულ ინტერესებს).
შემდეგ ჩვენი ინტელიგნეცია ძირითადად ნათლდებოდა რუსეთში.
შემდეგ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება.
შემდეგ მოხდა საქართველოს ანექსია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო იყო რესპუბლიკა და საკმაოდ ანგარიშგასაწევი რესპუბლიკა.
საბჭოთა პერიოდში ეკონომიკური ბალანსი აშკარად საქართველოსთვის აშკარად პოზიტიურია.
საბჭოთა პერიოდში ქართველებს რუსეთში ყველაზე მეტ პატივს სცემდნენ.
შემდეგ მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისღვრის გარეშე, არჩევნების გზით მრგვალი მაგიდის გამარჯვება, დამოუკიდებლობის გამოცხადება. ვიმეორებ, მოქმედი კანონების ფარგლებში!
და მერე ლამის ომი გამოვუცხადეთ რუსეთს - გაიხსენეთ გამსახურდიას ეკონომიკური ბლოკადა!
მოდი და ნუ გაბრაზდები ახლა რუსების ადგილას!
იმის მაგივრად, რომ მოვფერებოდით რუსებს, მათ პოზიტივზე გვეთამაშა, რეალობა დავივიწყეთ და ჩხუბი დავიწყეთ!
არ გვწოდნოდა მაინც, რომ ცუდი ხასიათისაა...
და რუსეთიც გვსჯის: აფხაზეთი და ოსეთი!
ცხადია, რუსებს არ ესმიტ დემოკრატია! ცხადია, რუსეთი იმპერიალისტური და შოვინისტური სახელმწიფოა დღემდე!
მაგრამ ჩვენ რითი ვართ უკეთესები????
ჩვენი პარლამენტიც 80%-იანია! დემოკრატია - ნულისკენ!
ხალხზე მასობრივი ძალადობა, ერთეულების ცემა - ნორმაა...
ნატო, ნატო, ევროკავშირი, ამერიკა რომ ვიძახით, რისთვის გვინდა??? ცხადია, ისევ და ისევ დემოკრატიისათვის და რუსების ძალის გასანეიტრალებლად...
ასე, რომ დავივიწყოთ ზიზღი და სიძულვილი რუსების მიმართ და ფხიზლად მივუდგეთ რეალობას და ვიმოქმედოთ ფხიზლად!
იმდენი ვწერე, ამაზე ცალკე თემა უნდა გავხსნა...
This post has been edited by Denmark on 22 Jun 2008, 13:03