giganti
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1715
წევრი No.: 53948
რეგისტრ.: 20-February 08
|
#10333247 · 7 Jul 2008, 12:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” მიერ თავსმოხვეულ ყველა იმ ”ბრალდებას” უპასუხა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პიროვნებასა და მის საქმიანობას ეხებოდა და ისიც ნათლად წარმოაჩინა, თუ როგორი მიუღებელი მეთოდებით მუშაობენ ეს გამოცემები. ჩვენმა პრესსამსახურმა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენითა და არგუმენტებით სრულად გააქარწყლა ყველა ის სიცრუე, რითაც ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტები მიზანმიმართულად ცდილობდნენ საზოგადოების არცთუ დიდი ნაწილის მოტყუებას და ისიც დაუსაბუთა მკითხველს, რომ არ არსებობს არანაირი მაკომპრომეტირებელი მასალა ბიძინა ივანიშვილზე.
ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ გულგრილი ვერ დატოვა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც ზოგადად მიუღებელია, ერთი მხრივ, უხეშობა და უზრდელობა, თავხედობა და კადნიერება და, მეორე მხრივ - უმადურობა და უსამართლობა. ჩვენი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ამ პუბლიკაციებთან დაკავშირებით თავიანთი საპროტესტო განწყობილებები, მკვეთრად ნეგატიური შეფასებები მაშინვე გამოხატეს წერილებით, რომლის მცირე ნაწილი პრესაში დაიბეჭდა, სხვები ”ქართუ ჯგუფში” მოდიოდნენ და თავიანთ გულწრფელ აღშფოთებას ვერ მალავდნენ, უფრო მეტი ადამიანი გვირეკავდა და გულისწყრომას ვერ ფარავდა. ყველა ერთმნიშვნელოვნად გმობდა და გმობს ამ გაზეთების მიერ დამკვიდრებულ მუშაობის უხამს მეთოდებს და კონკრეტულად ბატონი ბიძინას საწინააღმდეგო ცილისმწამებლურ კამპანიას.
საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრების, მათი მოსაზრებების გაცნობისა და ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკაში” დაბეჭდილი პუბლიკაციების შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა არაერთი სამართლიანი შეკითხვაც და საფუძვლიანი ეჭვებიც... საზოგადოებისთვის, პირადად ჩვენთვისაც, როგორც ამ საზოგადოების წევრებისთვის, სულერთი არ არის, რა დგას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებული ”შავი პიარის” უკან, რატომ ებრძვიან მას ასე თავდაუზოგავად, რა მიზნის მიღწევას ესწრაფვის ”ალია-ჰოლდინგის” ხელმძღვანელობა...
ამ შეკითხვებზე პასუხის მოსაძებნად ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა, მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით, ჩაატარა კვლევა და შესაბამის დასკვნამდეც მივიდა. გვინდა, საზოგადოებას სწორედ ეს დასკვნა გავაცნოთ, რომელიც მართალია, არ არის სასამართლო მტკიცებულებების შემცველი, მაგრამ პირდაპირ უპასუხებს წამოჭრილ შეკითხვას - რა დგას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებული ”შავი პიარის” უკან:
მოკლედ და კონკრეტულად თუ ვიტყვით, ”ალია” და ”კვირის ქრონიკა” არიან რეკეტერები, ანუ გამომძალველები. ხელმძღვანელობა, მეპატრონის მითითებით, ჟურნალისტების ნაწილთან ერთად, უკვე არაერთია წელია, იყენებს კრიმინალური ბიზნესის ნაირსახეობას, მრავალგზის ნაცად ბინძურ გზასა და მეთოდს - ჯერ აშანტაჟებს ხალხს, შემდეგ კი ხარკს ახდევინებს. ბევრისთვის, ვინც ვერ უძლებს დაშანტაჟებას, ეს არის ერთგვარი ბეგარა და საფასური იმისა, რომ ამ გამოცემებისგან სიმშვიდე იყიდონ, უსაფუძვლო თავდასხმები აირიდონ, შეურაცხყოფას გადაურჩნენ... ამჯერად მათი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი გახდა.
თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რის საფუძველზე მივედით ამ დასკვნამდე. სამ ძირითად ჯგუფად წარმოდგენილი მიზეზების გაანალიზებაც საკმარისია, რომ ამ დასკვნის საფუძვლიანობა წარმოვაჩინოთ და სწორედ მათზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
1. დაშანტაჟებისა და ”მხილების” მცდელობები
დაინტერესებულ მკითხველს უთუოდ ახსოვს, თუ როგორი შეთითხნილი ბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები იბეჭდებოდა ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკაში” ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორ სიცრუესა და ჭორებს ავრცელებდნენ ჟურნალისტები ბიზნესმენზე. მაგალითისთვის რამდენიმეს შეგახსენებთ:
პირდაპირ თქმა რომ ვერ გაბედეს (რადგან საამისო არანაირი მტკიცებულება არ არსებობს) და სხვასაც რომ ვერაფერს მიაგნეს, მიამიტი მკითხველის მოსატყუებლად აბსურდული ლოგიკით აბსურდული ვერსია ”გაათამაშეს”: არეულობის წლებში ჭიათურიდან რომ ნედლეული გაიტანეს განუკითხავად, ამ ქონების დამტაცებლები, ანუ ქურდები ჯერაც არ დაუჭერიათო... ეს ნედლეული ფული ღირს, ივანიშვილს ფული აქვს, ესე იგი, ივანიშვილი ქურდიაო... და იმუქრებიან - ადრე იქნება თუ გვიან პროკურატურა აუცილებლად დაინტერესდება ამ ფაქტებითო...
ბადრის (პატარკაციშვილს) მოყირჭდა სააკაშვილის ”მეწველი ძროხისა” და ”ფულის ტომრის” როლში ყოფნა, სამაგიეროდ, ამ როლს თურმე ვერაფრით შეელია ბიძინა ივანიშვილი...
ბოროტი ხმების რწმუნებით, სწორედ რომ 7 ნოემბრის მიტინგის დამარბეველი სპეცრაზმელებისთვის ჩამოურიგებია ხელისუფლებას პრემიები ბიძინა ივანიშვილისთვის ”აფცქვნილი” ფულებით...
თურმე ”მილიარდერმა იმერული კილო ვერაფრით მოიშორა” და ეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ”დანაშაულია”...
მაინცდამაინც ჟირინოვსკის პარტიით ცდილობდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მოხვედრას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, პოლიტიკის მიღმა ვდგავარო...
მსგავს ”სიბრძნეებს” მრავლად შეიცავს ბიძინა ივანიშვილზე დაბეჭდილი სტატიები, მაგრამ ამჯერად ამას დავჯერდეთ; უახლოეს დღეებში მკითხველს შევთავაზებთ შემდეგ წერილს სათაურით: ”ალია” და ”კვირის ქრონიკა” - სიცრუის მანქანის ფლაგმანი”, რომლითაც ”ალია-ჰოლდინგში” დამკვიდრებულ სიცრუის სიმართლედ წარმოჩენის მეთოდებს სრულად გაგაცნობთ. წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტები სავსებით საკმარისი იქნება საერთო სურათის შესაქმნელად, იმ ხელწერის წარმოსაჩენად, რაშიც ასე გაწაფულან ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტები, ბინძური თამაშის იმ წესების საჩვენებლად, რომლებსაც ასე ”წარმატებით” იყენებენ თავიანთ მუშაობაში.
და კიდევ ერთი ფაქტი:
ბიძინა ივანიშვილზე ინტერნეტში ("კომპრომატ.რუ") განთავსებული ერთადერთი ”მაკომპრომეტირებელი” მასალა, რომელიც თავად ინფორმაციის ავტორმა ბოდიშის მოხდით უარყო, ”ალია-ჰოლდინგის” ჟურნალისტებისთვის ისეთი შეუცვლელი და ”უტყუარი” წყაროა, რომელსაც დღემდე ვერა და ვერ ელევიან. არ ეთმობათ მას შემდეგაც, რაც ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა თავის განცხადებებში არაერთხელ მიუთითა იმ ინტერნეტსაიტის კონკრეტული მისამართიც კი, სადაც პირველწყაროს მიერ უარყოფის დამადასტურებელი წერილია განთავსებული. მიუხედავად ამისა, ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტები, სხვას რომ ვერაფერს პოულობენ ხელჩასაჭიდს, გამიზნულად იყენებენ ავტორისგანვე უარყოფილ არასანდო მასალას ბიძინა ივანიშვილის ”გამოსააშკარავებლად”. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა არა მარტო ქართულ, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მედიასივრცეშიც. სხვა მსგავსი მაგალითი ჩვენ არ გვახსენდება.
როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საკუთარი პიროვნული ღირსებისა თუ საქმიანი რეპუტაციის დაცვა და ზოგადად, სიმართლის დამტკიცება სურს? ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც საამისოდ ორი ორგანო არსებობს: სახელმწიფო სტრუქტურა (წარმონაქმნი) - სასამართლო და საზოგადოებრივი ინსტიტუტი - მედიასაბჭო.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურმა საჩივრით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა მედიასაბჭოს, რაც ბიძინა ივანიშვილზე გავრცელებული ქრონიკული დეზინფორმაცია არგუმენტებზე დაფუძნებული უტყუარი ფაქტებით გააბათილა.
აი, რა წერია მედიასაბჭოს გადაწყვეტილებაში კომპრომატ.რუ-სთან დაკავშირებით: მედიასაბჭომ შეისწავლა ”ქართუ ჯგუფის” მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ინტერნეტგამოცემა "კომპრომატ.რუ"-ს როგორც ინფორმაციის წყაროს სანდოობას და აღნიშნა, რომ ”ინფორმაციის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად ჟურნალისტი ვალდებული იყო, კრიტიკულად მოჰკიდებოდა მის წყაროს” და რომ ”ალიას” მხრიდან ”ადგილი ჰქონდა მკითხველის შეცდომაში შეყვანის პირდაპირ მცდელობას”.
ამდენი განმარტების მიუხედავად, ”ალია-ჰოლდინგი” ისევ ჯიუტად ვერ თმობს კომპრომატ.რუ-ს იმ ინფორმაციას, რომლის არასანდოობა ასე აშკარაა ყველასთვის, ოღონდ არა - ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტებისთვის. რატომ უნდა იყოს მათთვის ასეთი არასანდო მასალების გავრცელება ხელსაყრელი? რატომ უნდა ცდილობდნენ მკითხველის მოტყუებას? რატომ უნდა ავრცელებდნენ მიზანმიმართულად და ასე თავგამეტებით მაინცდამაინც ”მაკომპრომეტირებელ” ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილზე?!.
”ალია” და ”კვირის ქრონიკა” ასეთი გულმოდგინებით ცდილობენ ბატონი ბიძინას საქმიანი რეპუტაციის შელახვასაც და მისი პიროვნული თვისებების დაკნინებასაც. ვერ ვიტყვით, რომ ჟურნალისტთა ასეთი საქციელი დიდი გონიერებით გამოირჩევა, მაგრამ იმასაც ვერ დააბრალებ, ”უჭკუოდ” მოქმედებენო. ისინი გამიზნულად, წინასწარ განზრახვით მაინცდამაინც ”მაკომპრომეტირებელ” მასალას ეძებენ, აბსურდულ ამბებს თხზავენ და ისეთ კონტექსტში აწვდიან მკითხველს, არ არის გამორიცხული, საქმეში ჩაუხედავებს დაეჭვების მცირე საბაბი გაუჩინონ...
როცა ჟურნალისტი რაღაცას ასე დაჟინებით ეძებს, ესე იგი, მას აქვს საამისო მიზანიც და მიზეზიც. პირველი, რამაც დაგვაფიქრა, სწორედ ეს იყო: რატომ დაისახა ”ალია-ჰოლდინგმა” მიზნად ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა, მისი იმიჯის შელახვა, საზოგადოების თვალში მისი კომპრომეტირება? რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? რა მოტივაცია უდევს საფუძვლად ჟურნალისტების ასეთ თავგამოდებას? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ ამოგვახსნევინა ”ალიასა” და ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტთა საქციელის მიზანიცა და მიზეზიც: აიძულონ ”ქართუ ჯგუფი” და ბიძინა ივანიშვილი, ”ალია-ჰოლდინგის” კეთილგანწყობის მოპოვების თუ არა, სიჩუმის სანაცვლოდ მაინც, ხარკი გაიღონ.
(პირველი ნაწილის დასასრული)
[”ქართუ ჯგუფის” პრეს-სამსახური]
--------------------
F.R.E. FUCK RUSSIA EVERYWHERE
სრული დეოკუპაცია!!!!!!
ქართველებო ოდნავ აზრზე მოდით.. სულ ოდნავ თორემ ერთად ვიხილავთ "ახლად გაღვიძებულ თბილისსაც"... (C) uzul
|