რუსეთის ჯარები რომ შედიან და მალე დედას რომ მოუ%^ავენ - ეგეც თავისუფლებისათვის ბრძოლაა? ძალათ სუვერენი სირები, თან ნერვები მეშლება - როგორ ჩაგვითრიეს მაგ ომში - ჩათლახმა კიტოვანმა, იოსელიანმა და ედიკამ - ერთი მოსკოვშია, მეორე ლადო ასათიანის გვერდით დიდუბის პანთეონში და მესამე კრწანისის რეზიდენციაში...
ამავე დროს 300 000 კაცი გამოგდებული, ქვეყანა დამარცხებული, ეკონომიკა გაფარჩაკებული, ნატოს პერსპექტივა შორეული, დემოკრატიული ინსტიტუტები (ამაზე არ ვიცი რა დავწერო - ღადაობის ხასიათზე არა ვარ) - მოკლედ რომ ვუფიქრდები გამსახურდიას ხელისუფლების გადმოგდებით წავიდა ჩვენი საქმე უკან და მაგას ჩვენს დასავლელ კოლეგებს ვაბრალებ ბოლომდე - დინების საწინააღმდეგოდ მიდისო თუ რაღაც ეგეთი რომ თქვეს - მიგვიგდეს რუსებს...
ისე პირველ პრეზიდენტსაც უნდა ჰქონოდა უნარი საგარეო მდგომარეობა განეჭვრიტა - და ყოფილიყო წყნარად...
იმათი გადმოსახედიდან ერთი რამ არის ნაღდი - ვლადისლავ არძინბა არ იყო ვალდებული დამორჩილებოდა კიტოვანისა და იოსელიანის მარადიორთა და თან სამშობლოსა და წამალზე ზომიერად შეყვარებულთა ხროვას - არც იურიდიულად და არც პრაგმატულად - აი მონასტერი რომ აირია საბოლოოდ მერე უკვე მტყუან-მართლის ძიება ძალიან რთულია..
რაც არ უნდა იძახონ - ქართველები აქ არ ცხოვრობდნენო და ა.შ. მაინც ნანობენ იმას რომ ხალხი გამოყარეს - და იმასაც ფიქრობენ რომ როცა იქნება დაბრუნდებიან და ძალიან - ძალიან ეშინიათ შურისძიების
იმასაც ხვდებიან რომ რუსეთთან ასიმილაცია როგორც ერისათვის (რომელსაც დამწერლობის შემქმნელი ახლახანს გარდაეცვალა)დამღუპველია - კულტურულად ისინი ბევრად უფრო ახლოს დგანან ქართველებთან მაგრამ ჩვენთან უკვე აღარ მოესვლებათ...
მოკლედ ხვდებიან რომ მაგრად აქვთ დან%^რეული, მაგრამ რა ქნან? არიან ასე - თან სარგებელიც ნახეს - შვილები რომ წამოეზარდათ ქართველების სახლებში გაუშვეს "ცალკე" - აბა ამხელა ტერიტორია რომ "მორჩათ" ხომ უნდა ათვისება? აქვთ დიიდი საძოვრები მისდევენ მესაქონლეობას და არიან... დადიან მოსკოვში ზოგო განათლებასაც იღებს, რუსდება ბოლომდე - აბა აფხაზური ენის რესურსი არ იძლევა საშუალებას საბაზისო განათლებაც კი რომ მიიღო.. (მოგითყანთ თვითგამორკვევა)
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ საზოგადოებაშიც იქნებიან ადამიანები, რომელთაც ექნებათ განათლება, ეცოდინებათ ისტორია, ხვდებიან რაღაც რაღაცეებს და ასეთი ადამიანები გვჭირდება, ყინულის გასალღობად, იმიტომ რომ თუ ომი იქნა მაშინ ეგენი გაწყდებიან (და რუსებსაც ეგ უნდათ - ჩვენი ხელით რომ გაწყდნენ აფხაზები) - თუ არადა ავტონომიას და ეგეთ საუბარს იქითაც უნდა ვიღაც პრაგმატული და თან თავისი ხალხის მოყვარე..
ჩემი გადმოსახედი უფრო ვიწროა - ქვიშა ზღვა მიწა ტბა მთა და ბარი ერთია - მაგრამ აი რომელი ჩუხანიც ფიქრობს, რომ "მე" ჩემი სახლიდან უნდა გამოვიდე და ბარგჩალაგებულმა ავახვიო იმიტომ რომ მაგარი ბიჭია თვითონ და ვინც დღესაც წინააღმდეგია "ჩემი" დაბრუნებისა ჩემსავე სახლში - იმიტომ რომ ის მაგარი ბიჭია - მე მასეთ ბიჭებთან არაფერი მაქვს სალაპარაკო - მკაცრი გამომეტყველებით ცხელი ტყვია თვალებს შორის.. გინდ რუსი იყოს გინდ თეთრი და გინდ მურა დათვი - გინდა აფხაზი გინდა სომეხი და გინდა კაზაკი - ურაპატრიოტიზმი ჩემი სფერო არ არის, მაგრამ ასე ვფიქრობ 100%
აბსოლუტურად ლოგიკურია ქუთაისზე წამოსვლა - რატომაც არა? აბა ეს კითხვა დასვით მაგათი გადმოსახედიდან? ისტორია ეგრე ასწავლეს რომ ქუთაისიც "მაგათი" იყო და მერე ბერიამ გადაასახლა
კაი ჰოო ვიცი (და თვითონაც იციან) რომ არარეალურია, მაგრამ რუსეთი თუ არ იქნება რა უნდა აფხაზეთის დაკავებას? 3 დღე გაწელე გამოწელე - კოდორიდან გალიდან და ზღვიდან - შეიძლება არც დაჭირდეს - ჰოდა თუ აფხაზეთი წაიღეს მდიდარი - წელში გამართული ქართველებით დასახლებული - გამოგვყარეს იქიდან და მერე ბაგრატ III-ს საფლავზეც მოფსეს - რატომაც არა ქუთაისი? ისედაც თბილისშია ნახევარი საქართველო... რა ვქნათ ამ შემთხვევაში? (დაუშვით უბრალოდ) დასავლეთის შეშფოთებას დაველოდოთ? ბაბაია (თუ რაღაც ჩემი y%^ე) დავუძახოთ? მე მგონი ძუძუ უნდა ავახიოთ ვინც არ უნდა იყოს... სამშობლოს არვის წავართმევთ - გენიალურია - პაციფიზმი ვიცი მე ქუხნაში

ომი არავის არ უნდა გარდა იარაღით მოვაჭრეებისა და ავადმყოფი კაციჭამიებისა - ყველა სისხლისმსმელის დედა ვატირე
მაგრამ... საქმე საქმეზე თუ მიდგა რუსი მუსი აფხაზი აფსუა არ ვიცი მე... მე ვიცი ბავშვი ქალი და მოხუცი, მშვიდობიანი გლეხი
ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ომისთვის უნდა ვიყოთ მზად, პირველ რიგში შინაგანად, თორე იარაღს მოგცემენ..
ომის დრო არ არის ეხლა და არც არასდროს არის ომის დრო - ომში არის შეტევის დრო - როცა ჭარბი ძალები გაქვს..
დანარჩენს დრო გვანახებს - უტვინოდ ომს ვერ მოიგებს ვერავინ - მაგრამ ვერც შემართების გარეშე ვერ მოიგებს - ამიტომ შემართებით ვიყოთ ყველანი - ზოგჯერ იარაღიც ავიღოთ - თავი გამოვცადოთ, მიზანი გავისწოროთ... ვიყოთ მზად
აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ დავბრუნდებით!