რუსეთი არაფერსაც არ დათმობდა - დაათმობინეს!
ჩვენ ვერ ვათმობინებთ, ამიტომაც არ თმობს!
რატომ დათმობს? პოლიტიკოსები კი არა, აქ, ფორუმზე ვჭამთ ერთმანეთს, ჩემი თავი ზრდილობის გულისთვის შევიყვანე ერთმანეთის მჭამელებში და ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ თქვენი პოსტი ძლიერ სუბიექტური ძახილია და მხოლოდ მცირე ნაწილით ეხება სათაურს. იცი, რომ მიშიკოთი მოხიბლულებს არ ვეკუთვნი, უდაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა ნაცმომ ლიდერიანად და ბევრი ამაზრზენი, მიზანთროპული სიავეც ჩაიდინა. მაგრამ, ოთხი წლის განმავლობაში მათ მიერ დაგროვილ შეცდომებს ოთხ კვირაში გადააჭარბა ოპოზიციამ. სიტუაციას რომ ვაანალიზებ (ჩემი გამოუცდელი პოლიტჭვრეტით) ვთვლი, რომ ქვეყნისთვის გაცილებით კარგი შედეგია, რომ ,თუნდაც იგივე, ცოტნე გამსახურდიას ოცნება არ შეუსრულდა და იმედგაცრუებული დარჩა.
... და რა შუაში იყო ეს ფრაგმენტი სათაურთან? გრეჩიხა და გამყრელიძე დაგვიხსნიდნენ რუსეთისგან? თუ პადოშა და ჯონდი?
ის რაც ისტორიულად გვაკლდა ქართველებს - ქმედებათა ცენტრალიზირებული ორგანიზაციაა, XII საუკუნის შემდგომ, მგონი მაქსიმალურ დონეზეა ეს ფაქტორი, ოპოზიციამ კი... ხედავთ რაც ხდება! ადვილია მხოლოდ აკრიტიკო ვიღაც და თავად არანაირი პასუხისმგებლობა არ გქონდეს. ძნელია ერთიანად დაქცეულ, კრიმინალური მენტალიტეტის ქვეყანაში ძალის გარეშე წესრიგის დამყარება. მეორე საკითხია ის, რომ ამით ბევრი სარგებლობს თავის საკეთილდღეოდ-როდის ყოფილა სხვანაირად.
ფაქტიურად პოსტის დიდი ნაწილი გამიოფდა, მაგრამ პირველივე პოსტის დიდი ნაწილიც ხომ

-ია!
This post has been edited by givillo on 17 Jul 2008, 00:47