რა ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის აბა რუსეთიდან?
საქართველოში ინვესტიციები?
ეგრეც რომ იყოს (არადა არ არის აშკარად) რუსული ინვესტიციები და ბიზნესი არის კრემლის ბიზნესი.
შესაბამისაც დღეს, როდესაც გამოუცხადებელ ომში ვართ ამ ქვეყანასთან - არც ერთი სერიოზული რუსული ინვესტიცია არ შეიძლება იქნას დაშვებული.
არავის არ ჰქონდეს ილუზია რუსულ "ნეიტრალუირ" ინვესტიციაზე, სერიოზულ მასშტაბებზე ვამბობ და ობიექტების ყიდვაზე.
098
ისევ მარცხენა ყურის მარჯვენა ხელით ფხანას გავს შენი განცხადებანი

თუ ეკონომიკის თეორიაში ვერ ერკვევი, იქნებ დაუჯერო სხვას ვინც ერკვევა?

ებრაული გამონათქვამივით გამოგდის - "შენი არ იცოდე და სხვისიც არ გესმოდესო".
გეიპოლიტიკურ არგუმენტს რაც შეეხება
1. რას ქვია პეროიფერიული ჩიხი? როდესაც შუააზიური დერეფნის მშნებელობა დაიწყო (შევას დროს)
ნავთობის ფასი იყო 60 $ ბარელზე.
მაგრამ ამ ნავთობ და გაზსადენმა თავისი პოტენციალი სრულად ვერ აამუშავა მაშინაც კი როცა 100 და 120 $ იყო ნავთობი და არის კიდეც.
რატომ? შუა აზიის ნავთობი რუსეთის ქსელით ნაწილდება.
და მთელი პოლიტიკური ფლუქტუაციებია ამაში.
ამერიკა და ევროპა, რომ დაინტერესებულია ალტერნატიული ენერგიის წყაროთი - ამას მაღალი ფასები არ ჭირდება მეგობარო.
ეს ისედაც ცხადია და ნათელი.
ეს გრძელვადიანი პრიორიტეტია.
და დაბალი ნავთობის ფასები არანარად არ დაამცრობს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.
რუსეთისგან დამოუკიდებელი ალტერნატიული ენერგომატარებელი ეს არის ფასებისგან დამოუკიდებელი ცვლადი და უნივერსალური მიზანი.
არგუმენტი მეორე.
უშუალო ეკონომიკური ფაქტორები საქართველოსთვის
2. მოკლევადიან პერსპექტივაში კიდევ მაღალი ფასები, ნავთობის იმპორტიორი ქვეყნისთვის (საქართველოსთვის) არის ძალიან საზიანო.
იწვევს ინფლაციას (არა მარტო ნავთობპროდუქტებზე, არამედ მთელ სამომხმარებლო კალათაზე)
ინვესტიციების შემცირებას ( Input ხარჯები იზრდება, შესაბამისად ნაკლები ახალი პროექტი არის რენტაბელური)
უმუშევრობას (ინვესტიციების შემცირების პოზიტიური კორელაციაა უმუშევრობა)
და შესაბამისად GDP და მთლიანად ეონომიკური პოტენციალის შემცირებას.
ნეგატიური ტექნოლოგიური შოკი (ნავთობის ფასების ზრდა) არის პირდაპირი მიზეზი ეკონომიკის რეცესიის.
ეს არის აქსიომა.
და ინდირეცტ არგუმენტი
ამავდროულად ჩვენი მტერი სახელმწიფო რუსეთი ამისგან მოგებას იღებს - ეს საერთოდ ორმაგად საზიანოა.
პოლიტიკური თვალსაზრისით.
ეს არის ანალიზი შედარებითი ამ მოვლენის
პოლიტიკურ-ეკონომიური
და ახლა შენ თუ მომეცი ნასოსს დაიწყებ ეგ სხვა საკითხია
This post has been edited by Codex on 18 Jul 2008, 17:02