მეტს ვიღას გამოიყვანენ... აი, ასეთი პრეზერვატივები რომ გვყავს ბევრი, კარგს რას უნდა ელოდო...
მარგველაშვილის გამარჯვებით ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება?!
http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazri...dabrundeba.htmlმარგველაშვილის გამარჯვებით ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება?! ამ დღეებში საინტერესო ფრაზა მოვისმინე ერთ-ერთი ჩემთვის პატივცემული ადამიანისგან - მარგველაშვილის გამარჯვებით „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებსო.
ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ მოსაზრებას, თუმცა, როგორც ჩანს, ამ აზრს საფუძველი აქვს, რადგან საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოჩნდა, რომ სხვაზე დამოკიდებული მარგველაშვილი აშკარად არ ჰგავს იმ ადამიანს ვინც შეძლებს ახალი პოლიტიკური პარადიგმის დამკვიდრებას ქვეყანაში. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს ამ დასკვნის ჭეშმარიტებას.
ნელ-ნელა საპრეზიდენტო არჩევნები ფინიშის სწორზე იწყებს გასვლას. არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება და უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, როგორც საარჩევნო კამპანიების, ასევე პოლიტიკური პროცესის შესახებ.
საინტერესო ყრილობა ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - მკაცრად ორგანიზებული და მიუხედავად მრავალი შეფასებისა, ეფექტურიც. განსხვავებით „ოცნების“ ყრილობისგან, სადაც მარგველაშვილის გამოსვლისას დელეგატები დარბაზს ტოვებდნენ, „ნაციონალები“ ბოლომდე იდგნენ ერთმანეთის გვერდით. „ნაცმოძრაობის“ ახალი დროშაც, მიუხედავად ბევრი მინუსისა და ბევრისგან მასზე ქილიკისა, აშკარად აჩვენებს საკუთარი ამომრჩევლისთვის შეთავაზებულ გაერთიანების გზავნილს. სწორედ ამიტომაც დაარქვა არებულმა პრეზიდენტმა „ნაციონალების“ ახალ ალამს „სიყვარულის დროშა“. როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ „სიყვარულის“ გარშემო გაერთიანებულ სვინგერულ სექტად ყალიბდება.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ნაციონალები“ სიყვარულის იდეით კიდევ უფრო კრავს საკუთარ ამომრჩეველს. აქ არ არის საუბარი შეფასებაზე, დაფიქრებაზე, საქმიან იერზე. როგორც ცნობილია სიყვარული ბრმაა და ყველა შეცდომა ამ დროს პატიებადია. ასეთი შეკრული და მოტივირებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად. არაა მარგველაშვილი ამ სვინგერთა გუნდის მომრევი!
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძეც შეხვდა ექსპერტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს - საკუთარი პროგრამა წარუდგინა მათ. ესაა ჯერჯერობით ერთადერთი საპრეზიდენტო დოკუმენტი (ნაბეჭდი და არა მოყოლილი), რომელიც საზოგადოებას გააცნეს. განსხვავებით საქართველოს პრემიერმინისტრისგან, ამ შეხვედრაზე ტუქსვა ნაკლებად ისმოდა. მეტიც, ექსპერტებმა „ქვეყნის წინსვლის პროგრამად“ შეაფასეს ბურჯანაძის ინიაციატივები, არადა წინსვლას ამ არჩევნებზე, თუ კარგად გვახსოვს, სხვა კანდიდატი გვთავაზობდა. ამ შეხვედრაზე არსებული განწყობის საფუძველზე ბურჯანაძემ მარგველაშვილთან დებატებიც მოითხოვა.
რა პასუხს გასცემს დებატებში გამოწვევას მარგველაშვილი, ამას ვერ გეტყვით. ალბათ არ დათანხმდება, არაა ეს კაცი დებატებში ვინმეს მომგები. მარგველაშვილის კამპანიაში ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სტაჟიანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქართლოს ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის (საფრანგეთი) მოქალაქეს, არა აქვს უფლება, აწარმოოს საარჩევნო აგიტაცია რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. როგორც ჩანს, საქართველოს პრემიერს, სავარაუდოდ, მაგიდაზე უდევს საზოგადოებრივი კვლევების ნამდვილი შედეგები და ხედავს, რომ „ოცნების“ კანდიდატი ვერ ახერხებს პირველ ტურში გამარჯვებას. ამიტომაც მორჩილად დაჰყვება მას.
სამი კვირაც მალე გავა და ან ახალი პრეზიდენტი, ან მეორე ტური გვექნება. თუმცა რა შედეგს მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა არჩევნებით, იმედია, ამას ყველანი ერთად ვნახავთ. ერთი რამ კი ნათელია, მარგველაშვილის გამარჯვებით „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად დაბრუნდება ხელისუფლებაში.
შალვა ალავიძე,
პოლიტიკური მარკეტოლოგი
კი გასაგებია, რომ შალვა ალავიძე მოსყიდული პროპაგანისტია, და ეს სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ მარაზმსაც რაღაც საზღვარი ხომ უნდა ედოს.
პოლიტტექნოლოგმა შესაძლოა თვით ბურჯანაძისთვისაც კი იმუშაოს ანაზღაურებით და აუცილებელი სულაც არ არის, ასე საძაგლად წარმოაჩინოს თავი.