ნაცხელისუფლების მორიგი მოღალატეობრივი მოღვაწეობა 2008 წლის 21 ივლისის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უშიშროების საბჭოს არაწევრი ქვეყანა, გერმანიაც დაესწრო.
რუსეთის წარმომადგენელი, ჩურკინი, აცხადებს რომ:
”რუსეთს ხელისუფლება აღშფოთებულია სააკაშვილის ხელისუფლების ”კუნთების თამაშით”.
რუსეთი ხელისუფლება აგრძელებს მოთხოვნას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე ხელის მოწერისა და 1994 წლის ოთხმხრივი(გაერო, რუსეთი, საქართველო და აფსუები) ხელშეკრულების შესრულებას, კერძოდ კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის გაყვანისა. გაეროს უშიშროების საბჭო ვერ მივიდა ერთ აზრამდე და ვერ მიიღო გადაწყვეტილება”.
ამერიკის წარმომადგენელმა ზალმაი ხალიზადმა განაცხადა:
”ამერიკის ხელისუფლება შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით და ყველა მხარეს მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ, საქართველოს მთლიანობის პატივისცემისკენ”.
მართალია, გაეროს უშიშროების საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მაგრამ ქვეყნების წარმომადგენელთა უმრავლესობამ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაპირისპირების გაღრმავების მცდელობა.
ირაკლი ალასანია ნაცხელისუფლების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ამავე დროს, ირკვევა ირაკლი ალასანიას სოხუმში სტუმრობის მიზანი და დახურული მოლაპარაკებების საგანი. რამდენიმე დღის წინ, საცნობარო წყარო ”რეგნუმმა” გაავრცელა ცნობა კოდორის ხეობაში ქართული შეიარაღებული ძალების საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლების თაობაზე.
სააკაშვილის წარმომადგენლის, ირკლი ალასანიას სტუმრობისას სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა, სავარაუდოდ საერთაშორისო ძალებში რუსებიც მოიაზრებიან. სახელმწიფო "მინისტრმა" გამთლიანების საკითხში, თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
რამდენად შესაძლებელია ცრუპენტელა ნაცხელისუფლების წარმომადგენლის ნდობა თავად განსაჯეთ.
ამჯერად, ”ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის თვითმარქვია საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი, სერგეი შამბა ესაუბრა:
”კოდორში ქართული ძალების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება მოლაპარაკების საგანი იყო”-ო. ”ეს შევთავაზეთ სააკშვილის ხელისუფლების წარმომადგენელს გაეროში ირაკლი ალასანიას მისი სოხუმში სტუმრობის დროს. თუ სააკაშვილის ხელისუფლება დათანხმდება ამ წინადადებას, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას”.
საკაშვილის ხელისუფლება თანახმაა კოდორში უცხო საჯარისო ნაწილების შეყვანისა, თუ კოდორთან ერთად, ისინი შევლენ გალსა და ოჩამჩირეში.
დასკვნა:
აი, რისთვის მოაწყო სააკაშვილმა 2006 წლის ივლისში მარბიელი ლაშქრობა კოდორის ხეობაში და იქიდან განდევნა კოდორის ხეობის დამცველი ქართველები მათ მეთაურ ემზარ კვიციანთან ერთად, რომელიც წინ ეღობებოდა 1994 წლის მღალატური ხელშეკრულების შესრულებას, ანუ კოდორის ხეობის რუსებისათვის გადაცემას.