ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო!საერთაშორისო საწარმოო გაერთიანება "კალას" დაფუძნება,
ანუ ფულის დიდი გათეთრება ნაცმიშურად
საქართველოში საერთაშორისო საწარმოო გაერთიანება "კალა კაპიტალის" წარდგინება გაიმართა 2008 წლის 31 მარტს თბილისში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", რომელსაც თავად საწარმო "კალა კაპიტალის" მთავარი, ფარული მფლობელი, მიშა სააკაშვილიც ესწრებოდა.
სინამდვილეში ამ საერთაშორისო საწარმოს "კალა კაპიტალის" მფლობელია მიშა სააკაშვილი და მოწილე ზურაბ ნოღაიდელი, ხოლო კახა კალაძე ნამდვილი მეპატრონეების დასაფარად გამოიყენება (ანუ ფოთლად), მისი ცნობადობის და მცირე სიმდიდრის წყალობით. რა თქმა უნდა კალაძის სიმდიდრე იმ ფულთან სახსენებელიც კი არ არის, რომლის გათეთრებასაც სააკაშვილ-ნოღაიდელი აპირებს "კალა კაპიტალის" მეშვეობით. სააკაშვილ-ნოღაიდელმა ეს მრავალმილიარდ დოლარიანი სიმდიდრე საქართველოს გაყდვა-ძარცვით შეიძინეს.
საწარმო "კალა კაპიტალის" წარმომადგენლებმა საცნობარო შეკრებაც გამართეს.

საწარმო "კალა კაპიტალის" გაცხადებულმა დამფუძნებელმა:
გამგებელი კახა კალაძემ,
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ ნოღაიდელმა, საბჭოს წევრმა ლექსო ალექსიშვილმა და
აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ზვიად ხარებავამ შეკრებილ "ჟურნალისტებს" საწარმო "კალა კაპიტალის" სამომავლო საქმიანობის მიმართულებები წარუდგინეს.

საქმიანი-ჯგუფი საქართველოში უცხოური!? და ქართული ფულით მომარაგდება და დასაწყისში მუშაობას სამი მიმართულებით:
- "ენერგეტიკაში",


- უძრავ ქონებასა

და
- საბანკო სფეროში

განახორციელებს.
“პროგრეს ბანკის” გახნას საწარმოო გაერთიანება“კალა კაპიტალი” სექტემბრისთვის გეგმავს. ბანკი მრავალმხრივი მიმართულების იქნება და მომხმარებელს სრულ, მაღალხარისხიან საბანკო მომსახურებას ჰპირდება.
ჰიდროენერგეტიკაში “კალა კაპიტალი” რამდენიმე მიმართულებით დაიწყებს მუშაობა:
- ჰესების მშენებლობა,
- ნავთობმომპოვებითი საქმიანობა და
-ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება.
“კალა კაპიტალის” ყველაზე დიდი ჩანაფიქრია “არსენალი”, ანუ ქალაქი ქალაქში, იგივე ქალაქი "არსენალი" თბილისში, რომელიც 10 წელიწადში 80 ჰექტარზე მცირე ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. გეგმის განხორციელებისთვის "კალა კაპიტალი" 1,5 მილიარდი დოლარის მოიზიდავს.
(მკითხველო, ალბათ ხვდებით , რომ ეს თანხა სინამდვილეში მრავალ ათეულჯერ მეტია)
"არსენალი" - ქალაქი ქალაქში სამშენებლო ქსელი მოიცავს – სამთავრობო და საცხოვრებელ შენობებს, ყრილობათა სასახლეს, ვილებს, საწარმოთა საბინადროებს და სავაჭრო ფართებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსა და გასართობი ტიპის დაწესებულებებს.
შეხვედრას 130-მდე საცნობარო მუშაკი დაესწრო როგორც ქართული ასევე საერთაშორისო საშუალებებიდან.
საერთაშორისო საწარმო “კალა კაპიტალის” კიდევ ერთი წარდგინება იტალიაში, ქალაქ მილანში, ორშაბათს, 7 აპრილს, გაიმართა.
გამოცემა“სარკე კონსალტინგმა” ცნობით, საწარმოს მიერ განსახორციელებელ გეგმები სასტუმრო "ფოურ სიზონში" (“Four seasons”-ში) მოწვეულ სტუმრებს გააცნეს.
კალა ფოთოლი სააკაშვილ-ნოღაიდემა ასევე წარმატებით დააფუძნეს შავი ფულის სამარქაფო საცავი, ე.წ. საქველმოქმედო საწარმო "კალა ფაუნდეიშენი", რომლის გამგებლადაც ("პრეზიდენტი") ისევ და ისევ ფოთად ქცეული კახა კალაძეა.
"კალა ფაუნდეიშენის" ადგილსამყოფელია იტალიის ქალაქი მილანი, Corso di P.ta Nuova, 2 Milano. MI 20122

კახა კალაძის განცხადებით"კალა ფაუნდეიშენის" ფულის ერთერთი მთავარი წყაროა ასევე კალაძის "პროგრეს ბანკი" (სააკაშვილი-ნოღაიდელის საკუთრება).
ქართველებო გაიხარეთ!
თქვენგან მოპარული ფული საიმედო ხელშია.