დაუმორჩილებელ საზოგადო მოღვაწეთა და გაერთიანებათა დევნა გრძელდება 28.07.2008

ლეიბორული (მშრომელთა) გაერთიანების ყველა სამყოფელი სადღეღამისო მორიგეობაზე გადადის და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგენგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი კი ” ლეიბორელი არჩილ ბენიძის დაპატიმრება გახდა, რომელსაც სააკშვილის ძალოვანებმა ”ფულის გათეთრება” საქმე შეუკერეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობაში აიყვანეს. აგრეთვე ამ საქმესთან დაკავშირებით იდევნებიან ”ლეიბორელთა” სხვა წავრებიც.
ბენიძის დამცველის თამარ აბესაძის განცხადებით, ბენიძესა და ”მშრომელთა გაერთიანების” სხვა წევრებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი მხოლოდ "ნაცსაძმოს" ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან. დამცველის თქმით, გაერთიანებისთვის და მისი წევრებისთვის ფულის გადარიცხვა დანაშაული არ არის.
- ”ლეიბორელების ყველა წევრის ანგარიში საჯაროა, რადგან სახელმწიფო მოღვაწეები არიან და, შესაძლოა, ვინმეს მათთვის ფულის გადმორიცხვა სურდეს. ბენიძეს გაერთიანებაში უთხრეს, რომ მის ანგარიშზე თანხა უნდა გადარიცხულიყო, თუმცა მან არ იცოდა, ვისგან ირიცხებოდა თანხა. მას 15 000 დოლარი ჩაერიცხა. ამ ოდენობის თანხა ძედამხედველობას არ ექვემდებარება.
წესით ზედამხედველობის თანხა 30 000 დოლარის ზემოთ ხდება და ამაში დავა არასწორია”, - განაცხადა დამცველმა აბესაძემ, რომელიც საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
”ლეიბორული გაერთიანების” წევრის არჩილ ბენიძის საქმიდან გამომდინარე, მშრომელთა გაერთიანების წინამძღოლს შალვა ნათელაშვილს დაკითხავენ.
გავრცელებული ცნობით, "ნაცსაძმოს" ხელთ აქვს აწ მოკლული მილიარდერის არკადი პატარკაციშვილის მეგობრის, ანატოლი მოტკინისა და შალვა ნათელაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი (ალბათ შეცვლილი სახით), რომელშიც ნათელაშვილი მოტკინს ფულის გადმორიცხვაზე ესაუბრება.
ლეიბორული გაერთიანებისწევრების დევნასთან დაკავშირებით მათ საცნობარო შეკრება გამართეს.
- ”ქვეყანაში დამყარებულმა სისხლიანმა, მოძლადე საძმომ ”ლეიბორელთა” მებრძოლი სულის გატეხვა ვერ შეძლო და სააკაშვილის დანაშაულებრივმა საძმომ გადაწყვიტა, ძალადობითა და დაპატიმრებებით მოგვიღოს ბოლო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაერთიანებაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება”- განაცხადა "ლეიბორელთა" საბინადროში გამართულ საცნობარო შეკრებაზე შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა საერთაშორისო უწყებებს და გაეროსაც მიმართა თხოვნით, საგამოძიებო ჯგუფი შექმნას და ”იმ ცრუ ბრალდებების სამართლიანობა” გამოიძიოს, რომელსიც "ნაცსაძმომ" ლეიბორელებს შუთითხნა.
ასევე შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, გაერთიანების წევრთა უმაღლეს საბჭოში შესვლის სანაცვლოდ სააკაშვილი ”ლეიბორელებს” არჩილ ბენიძის გათავისუფლებას დაჰპირდა.
- ”დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს, თუ უმაღლეს საბჭოში შევალთ და "ნაცები" გვერდით დავჯდებით, არჩილ ბენიძეს გავანთავისუფლებთო” - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. - ”ლეიბორელების” ყველა საბინადრო სადღეღამისო მორიგეობაზე გადადის, ხოლო ლეიბორელები , რმლებიც "ნაცსაძმოს" ძალოვანი ჯგუფების მხრიდან იდევნებიან, იატაკქვეშეთში გადადიან” - დასძინა ნათელაშვილმა.
არასამთავრობო ჯგუფ ”ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებით, ”სააკაშვილის თვითმარქვია ხელისუფლება მოწინააღმდგე ძალების დაშინება-შევიწროვებას კვლავ განაგრძობს”.
- "ნაცსაძმოს" ”კუდ-ის მიერ ”მშრომელთა გაერთიანების” ერთ-ერთი წინამძღოლის არჩილ ბენიძის დაპატიმრება ასევე ემსახურება, "ნაცსაძმოს" მოწინააღმდეგე გაერთიანებების დააშინებასაც ემსახურება”, - აცხადებს ლილუაშვილი .
”თუ სააკაშვილი თვითმარქვია ხელისუფლება ზემოაღნიშნულ ბინძურ ქმედებებს არ შეწყვეტს, უფლებადამცველი არასამთავრობო ჯგუფები საზოგადოებას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებენ, რაც ბოლო საჭიროების შემთხვევაში სახალხო გამოსვლებსაც გულისხმობს”.
ცნობა "თვალსაწიერიდან"