ჩუმი ქართველის იმედი დამრჩა,
ჯერ არ უმტყუნა რომელსაც გულმა.
საქართველოსთვის ჩუმად რომ ცოცხლობს,
საქართველოსთვის რომ კვდება ჩუმად
ჩუმი ქართველის იმედი დამრჩა
შავ ჰორიზონტს რომ ჩუმად გასცქერის,
ჩუმად დგას, ჩუმად ისინჯავს ხანჯალს,
სამშობლოსათვის ყოვლის გამცემი
არვის ეგონოს, არ სწამს მომავლის,
რადგან ხმამაღლა ბედს არ უჩივის.
ჩუმი ქართველი ჩუმად რომ არის
ნუ ეგონება ვინმეს გულგრილი
დღეს ჩუმადაა, მაგრამ დრო მოვა
და სულს შთაბერავს უკვდავ ლეგენდას.
ჩუმად ტუჩს იკვნეტს და ჩუმად როა,
ცრემლები შიგნით ჩასდის ლეკერტად
licemerპრეტენზიები არ მიიღება