MasterJCწითელეუბნის დაბომბვაექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის (IGE) მიერ მოძიებული ფაქტობრივი მასალის, შერეული მონიტორინგის ჯგუფისა (JMT) და ეუთო-ს ანგარიშებზე დაყრდნობით ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა შემდეგი დასკვნა შეიმუშავა:
•ამოუცნობი საფრენი აპარატი, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრციდან მოფრინავდა (ქ. სტეფანწმინდასთან ახლოს), საქართველოს საჰაერო სივრცეში 3-ჯერ შემოიჭრა და რუსეთის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოველი შემოჭრა ერთი თვითმფრინავით ხორციელდებოდა. საქართველოს საჰაერო სივრცის პირველმა დარღვევამ 1 წუთამდე გასტანა. შემდეგი ორი დარღვევა კი უფრო დიდხანს გრძელდებოდა და ორივე საფრენი აპარატი უფრო ღრმად შეიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში (სამხრეთით, დაახლოებით N 42°04’, E 44° 15’ კოორდინატებზე). Bბოლო ორი დარღვევა 2007 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 14:13-დან 14:24 საათამდე და 14:31-დან 14:42 საათამდე განხორციელდა.
•რაკეტა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა N 42° 02’ 12.25’’, E 44° 15’ 32.40 კოორიდანტებზე. საბრძოლო ქობინი არ აფეთქდა და რაკეტამ კვამლი გამოუშვა. ექსპერტთა ჯგუფმა გამოიკვლია, რომ ეს საბრძოლო მასალა რუსული წარმოების KH-58 (AS-11 KILTER) ანტისარადარო რაკეტაა.
•თვითმხილველებმა შემოჭრილი თვითმფრინავი დაახლოებით 14:30 საათიდან 15:00 საათის ფარგლებში დაინახეს. მოწმეთა განცხადებით, მათ თვითმფრინავიდან მოწყვეტილი საგანი შენიშნეს, რომელსაც კვამლი გამოსდიოდა. საქართველოს საჰაერო სივრცეში ბოლო შემოჭრის (დაახლოებით 14:36 საათი) სარადარო მონაცემები ადასტურებს, რომ ობიექტი ამოუცნობი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა.
•ექსპერტა საერთაშორისო ჯგუფმა ვერ ამოიცნო თვითმფრინავის ტიპი და კუთვნილება.
•საქართველოს საჰაერო ძალები (GAF) არ ფლობს თვითმფრინავებს, რომელიც KF-58 რაკეტით არის აღჭურვილია ან შეუძლიათ მსგავსი რაკეტების ჩამოგდება. საქართველოს საჰაერო ძალებს არ გააჩნიათ თვითმფრინავები, რომელთაც შეუძლიათ იმ მანევრის შესრულება, რომელიც ამოუცნობმა საფრენმა აპარატმა განახორციელა.
•ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფს არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა მონაცემები მეორე რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.
•ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ამოუცნობი თვითმფრინავის მიმართულებით გადასატანი საზენიტო კომპლექსიდან გასროლა ვერ დაადასტურა
თბილისი, საქართველო, 14 აგვისტო.
This post has been edited by iaiameri on 22 Oct 2013, 23:48