რუსეთის ჯარი არ გვეტაკოს, ეგ დედამოხნულები...
http://news.info.ge/Category.aspx?Id=8269&&Tema=1 კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლები არ წყდება
7 აგვისტო 2008, 10:26
ცხინვალში დაძაბულობა მატულობს. ლიახვის ხეობაში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა სროლის ხმა. დე ფაქტო რესპუბლიკიდან ამ დრომდე არ შეუწყვეტიათ ცეცხლი.
კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები ალყაშია.
ცეცხლი სეპარატისტებმა გუშინ საღამოს სოფელი ავნევის მიმართულებით გახსნეს. მასობრივად მიდის ქართული სოფლების დაბომბვა. ესვრიან საცხოვრებელ სახლებს, ძირითადი იერიში კი ნულსა და დვინში განლაგებულ ქართულ სამშვიდობოებზე მიაქვთ. სეპარატისტები ამჯერად უკვე მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან ქართულ მოსახლეობას. როგორც კონფლიქტის ზონიდან იტყობინებიან გამოყენებულია 120 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნები. ასევე სხვა ტიპის მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღები.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალებია მობილიზებული ნულისა და ავნევის მიმართულებით. ძირითადი დარტყმა ოსური სოფელ ფრინევიდან მოდის.
ქართულმა მხარემა მოგვიანებთ საპასუხო ცეცხლი გახსნა.
ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება მსხვერპლის შესახებ. არიან დაჭრილები.
რამედინიმე დღე შენარჩუნებული შედარებით სტაბილური ვითარება კვლავ ინტენსიურ სროლებში გადაიზარდა. ეს დაძაბულობა კი დღეს დაგეგმილი შეხვედრის ფონზე გამწვავდა.
ქართულმა მხარემ კოკოითის არაღიარებულ მთავრობას დიალოგი კიდევ ერთხელ შესთავაზა. დღეს დაგეგმილია შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილისა და დე ფაქტო მინისტრ ბორის ჩოჩიევის. დიალოგს რუსული მხარე, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით უნდა დაესწროს.
იაკობაშვილმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ცხინვალის შეხვედრაზე განსახილველი საკითხები გააცნო. ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაზე უნდა დააყენოს როკის გვირაბის ერთობლივ გაკონტროლების საკითხი.
როგორც მოგვიანებით სეპარატისტებმა განაცხადეს, ქართულ მხარესთან პირისპირ დიალოგს არ აპირებენ , თბილისისთვის კი შსკ-ს ფორმატი მიუღებელია.
საერთაშორისო ორგანიზაციები მხარეებს ძალისმიერ მეთოდებზე უარის თქმასა და დიალოგის დაწყებას სთავაზობენ.
ესტონეთმა ევროკავშირს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს ცხინვალის მოვლენებში , და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონში რუსი ცისფერშაფხურიანების ჩანაცვლება ევროკავშირის მშვიდობისმყოფელებით მოხდეს. ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ტყეშელაშვილის უწყვება მიესალმება ესტონეთის ინიციატივას.
This post has been edited by El Topo on 7 Aug 2008, 18:23