გაიხარეთ
ოოკ ეხლა მე ვიძინებ და აი გეტყვით რატომ ვიძინებ

1)იმ ადგილას საიდანაც შეიძლება შემოვიდეს რუსული თვითმფრინავები ანუ აფხაზეთიდან ჩემი ბიძაშვილი დგას ვიცნობ იქაურ ჯარისკაცებს და დამიჯერეთ იქ არავნ არაფრის დამთმობი არაა.
2) ბევრ ისეთს ვიცნობ ვინც ომში ხელს შეუშლიდა იქიდან მხოლოდ შიშით რეკავდა და მშვიდად დავიძინებ იმიტომ რომ ეგეთების უმეტესობა სახლში მიაბრუნეს
3) რუსეთმა აღიარა ის, რომ 2 მათI თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ეს დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო აწი ის დარჩენიათ ებრძოლონ Mთელს მსოფლიოს, რადგან რაც აქამდე იყო დაბომბვა ავტომატურად მიეწერათ რუსებს, ეხლა რომ იძახონ მშვიოდბას ვამყარებთო როცა მშვიდობა იყო მაშინ რას ამყარებდნენ ?
4) მშვიდად დავიძინებ იმიტომ რომ გვაქვს იმის საშუალება , რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩამოვაგდოთ ნებისმიერი მფრინავი ობიექტი

ვისაც გონია რომ თბილისს დაარტყამენ ნუ ხართ პანიკებშI რომც დაარტყან რაც გამორიცხულია და იქნება დიდზე დიდი შეცდომა ბევრად უარეს პასუხს მიიღებენ, მსოფლიოსგან.
5) მშვიდად ვიძინებ იმიტომ, რომ ჩვენი ჯარისკაცები მშვიდად აკონტროლებენ ტერიტორიებს იმ ადგილებს რაც დავიკავეთ, არანაირი საშიშროება იმისა რომ ტერიტორიები აგვართვანა რააა, შეტევაზე გადასვლაც ჩვენზეა დამოკიდებული

როკი დანგრეულია ამისთვის მადლობა ავიაციას ისინი გუშიდან აკონტროლებდნენ როკს ზევიდან ეხლა ალბათ ჯარიც მივიდა იქამდე..
6) მშვიდად ვიძინებ იმიტომ , რომ ვიცი, მაშინაც კი როცა მე მძინავს ფეხზე დგას იმდენი ქართველი, რომ რაც არ უნდა მოხდეს მტერს არ დაუჩოქებს, ვიბრძოლებთ ბოლომდე..
7) მშვიდად ვიძინებ იმიტომ , რომ ვხედავ ხალხმა დაძლია პანიკები, მიხვდა რომ ომ ომია და ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, თU გავითვალისწინებთ იმას რაც მმოვიპოვეთ ანუ 18 წლის განმავლობაში დაკარგული ტერიტორია მაშინ დანაკარგი მინიმუმია. თU რუსმა დაბობმა ერთი და ორი ადგილი ჩვენ გავანადგურეთ და დავიკავეთ მთლიანი რეგიონი.
8) მშვიდად ვიძინებ იმიტომ რომ ქართველები ერთად ვართ რუსებს კი შიშებმა დაუარეს უკვე , ეშინიათ იმის რაც მოხდა, ამას ვერ წარმოიდგენდნენ, ჩვენ კი მალე სხვა ქვეყნებიც დაგვეხმარება თუმცა მათ გარეშეც შევძლებთ ნაძირლებიც გაოხრებას.
9) მშვიდად ვიძინებთ იმიტომ, რომ ქვეყანაში არაა ქაოსი, მოვლენები კონტროლდება, გვყავს დანაკარგი თუმცა დანაკარგის გარეშე ომი არაა, დანაკარგი დიდი არაა და საპანიკო. დაჭრილებს კი ვმკურნალობთ
10) თხოვნა ვილოცოთ ხალხნო ვილოცოთ, გავაძლიეროთ ლოცვა ჩვენი ლოცვა ერს დაეხმარება სიძლიერეში ა სიმტკიცეში, ბოროტისგან თავისდაცვაში
ასევე ვინც თბილისში ხართ და ვერ მიდიხართ ყურადღება მიაქციეთ , რომ მარადიორეებმა არ დაიწყონ მაიმუნობა დღეს 4 ნაძირალა მზიურშI ცეცხლი გაჩენას ცდილობდა მოსახლეობამ იქვე ცემეს ძალიან მაგრად და წაათრიეს მერე პატრულმა..
11) ყველანაირი გზებით ავრცელებ ნამდვილ ინფორმაციას თქვენს მეგობრებთან თუ რა მოხდა სინამდვილეშI, მეილებით< მაისფეისით, Fეის ბუქით, უთხარით რომ რუსეთი ღიად უჭერს და იფარავს ტერორიტსულ რეჟიმს, რომ მათმა ბომბებმა შეიწირეს უდანაშაულო მოსახლეობა.არავითარი რუსების გინება ამით ვერაფერს გავხდებით
12) ნუ დავკარგავტ ადამიანობას, რუსების გარდაცვლილებზე ეხლა ფეხბურთი ვითამაშოთ და დაცინვა არ გვინდა, ისინი არიან ბოროტების მსხვერპლი უფალს მათი შეწყლაება შევსთხოვოთ...
ეხლა კი ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჩვენ ვეღარასოდეს დავიჩოქებთ ჩვენ ვართ ისტორიულ მომენტში და ჩვენ ვცხოვრობთ ისტროიულ დროში, ეს არაა დრო , რომ ვიფიქროთ იმაზე ვიქნები მე ხვალ ცოხალი თუ არა, ეს არაა დრო ვიფიქრო იმაზე დაგვბომბავენ თუ არა ეს არის გმირების დრო, ეს არის საქართველოს მომავლისთვის მებრძოლების დრო, ეს არის დრო როცა საქართველომ უნდა დაუმტკიცოს Mთელს მსოფლიოს, რომ პატარა საქართველოს მიუხედავად ყველაფრისა სძალუძს გაუმკალვდეს და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ყველას ვინც მას ტერიტორიებში შეედავება...
კმარა ვაცუქოთ ერთმანეთს ტიტების დრო წავიდა მრავალჟამიერის დრო დგება, ლოცვა გავაძლიეროთ, ეკლესიებს ესტუმრეთ, სიკეთე ქენIთ,
მიყვარხართ ყველა