#10732986 · 11 Aug 2008, 14:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Quadro მე მგონი მე და შენ ერთად ვყოფილვართ. სოფელი ზემო არცევი ( თუ რაღაც ეგეთი) ძაან ბევრი რაღაცაა მაქ ჩამატებული. სარდლობა რომ დეგენერატების სხადნიაკი იყო მაგაზე არ ვდავობ, ან როგორ შეიძლებოდა სხვადასხვა ბატალიონიდან ხალხის წაყვანა ? კაციშვილს არ ვიცნობდი. საგუშაგოზე, რომ ვიდექი რომელიმე ოსს, რომ ჩამოევლო მხარზე დამაგრებული ქართული დროშით და ცოტა ქართული ცოდნოდა უპრობლემოდ გავუშვებდი შტაბში. სასტავში "პულიმიოჩიკი" გვყავდა ლულის მოხსნა დამაგრება არ იცოდა, ( არადა ძაან ხშირად ჭირდება თურმე "პკ"-ას ლულის ცვლა) იხვეწებოდა ან პულიმიოტი მომაშორეთ ან მასწავლეთ როგორ იშლებაო, ისე წამოვიდა თბილისში დღემდე არ იცის ლულის მოხსნა-დამაგრება. რაც შეეხება დამატებებს ზემოთ ნახსენებ ტექსტში, სოფლის ხელახლა გაწმენდა ჩვენთვის არ დაუვალებიათ, არც ოსების შეტევა ყოფილა სოფელზე, უბრალოდ ბრძანება მოვიდა სასწრაფოდ გამოიყვანე ჯარიო, სისწრაფეში "სუხოი პაიოკი" მთლიანად დავტოვეთ სოფელში. სხვათაშორის ერთი რეზერსვისტი ისეთ პანიკაში ჩავარდა "რუკზაკი" დააგდო და ისე მორბოდა, არც დაბობვა ყოფილა ჩვენს ავტობუსებზე, უბრალოდ შიშობდნენ კოლონა არ დაბომბონო და როცა ვჩერდებოდით მინდორში ვიყავით გაშლილები. გორში გვითხრეს უკან უნდა აგიყვანოთ ისევ სოფელშიო, ამაზე ნაწილი რეზერვისტები ანერვიულდნენ და პატარა ინციდენტიც ეგ იყო. ბოლოს ჩვენმა უნიათო უფროსმა, ვისაც გინდათ წამოდით ვინც გინდათ თბილისში წადითო, დარჩენილები 30 კი არა 70 კაცი ვიყავით და სხვათაშორის ძალიან ბევრი არაქართველიც იყო. მერე ბრძანება მოვიდა რეზერვისტებს სახლში უშვებენო, ნაწილი ბიჭების მოხალისეებად ჩაეწერნენ და იქ დარჩნენ, მე პირადად თბილისში წამოვედი. ჩვენი ოფიცერი ძაან იყო გაბრაზებული ამაზე და ცარიელი ავტობუსები ვითომ რაღაც მიზეზით თან წაიყვანა, რომ ჩვენ თბილისში ვერ დავბრუნებულიყავით, მაგრამ მერე ეტყობა აზრზე მოვიდა და გამოუშვა ერთი ავტობუსი. თუ რამე მოხდა ჩემი ბატალიონის რეზერვისტებთან ერთად წავალ ისევ, იქ უკვე ყველას ვიცნობ.
--------------------
а разве это нормально?
|