tikope
თიკო–პე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2977
წევრი No.: 57820
რეგისტრ.: 7-April 08
|
#10730377 · 11 Aug 2008, 09:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმედი ბოლო წუთში კვდება, არავის იმედი არ მაქვს და არცა მქონია, ერთადერთი უფლისა და საკუთარი თავის იმედად ვარ. ყველა გმირია ვინც კი ამ ომში გაიღო თავისი წილი,გარდაცვლილებზე აღარაფერს ვამბობ. ნათელი მათ სულებს.
ერთერთყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქრისტეს გაბრწყინებულ საქართველოს დაახვედრებს!!!
- მამა გიორგი, თქვენ როგორ მიიღეთ ძალა?
- მე მღვდელი ვარ და სიმართლე უნდა ვთქვა როგორც სხვებზე, ასევე საკუთარ თავზე. კარგი იქნება ეს თუ ცუდი.... მე მაქვს ძალა, მაგრამ არა ისე, როგორც ექსტრასენსებმა იციან "დავიძინე, გავიღვიძე და ძალა მივიღე"ო. ჩვენთან არ ხდება. ღმერთი დაუმსახურებლად ძალას არავის აძლევს. თან ძალას იმიტომ კი არ გაძლევს, რომ სხვა დაიპყრო, დაიმორჩილო, განაცვიფრო და მერე თავი განიდიდო. არა, შვილო, ღმერთი ძალას იმიტომ გაძლევს, რომ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს ემსახურო.
ადამიანი სანამ ღმერთისაგან დიდ ძალას მიიღებს, გადის გამოცდებს ღმერთისაგან ერთგულების, თავმდაბლობის, სიყვარულის, მორჩილების, სიმამაცის, სიმტკიცის, სამართლიანობის და სხვა. დიდი ძალის მფლობელები დიდი ცოდვილებიც არიან წარსულში, რომ ოდესმე ამპარტავნებით არ დაიღუპონ, რომ თავი ღმერთი არ ეგონოთ, ან სხვებმა ღმერთად არ მიიღონ. ძალის მეტი რა ჰქონდა ბოროტს, უპირველესი ანგელოზი იყო და ძალის საცდურს ვერ გაუძლო. ამიტომ ღმერთს წმინდანები წინასწარ დაცული ჰყავს ცოდვებით, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" - გაიხსენეთ დიდი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის-დავითის სიტყვები.
ერთხელ ერთი ბუდისტი იყო მოსული მოწამეთაში, ნახევარი დღე დაყო აქ. საუბარში მითხრა: "ამ ადგილზე დიდი ენერგია ამოდისო"... მეც დავეთანხმე. ვუსმინე, მათ აქვთ ცოდნა ძალებზე, თუმცა ბოროტისაგან. არ ვიტყვი, რომ ისინი ძალას უშრომლად ღებულობდნენ, მაგრამ არა სულიწმინდისგან. მერე მეუბნება, - თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთო...
ვგრძნობდი, საით მიჰყავდა ლაპარაკი და ვინც ალაპარაკებდა.
- რა ვიცი, ბრუსლი არა ვარ, მარა არა უშავს, ვურტყამდი-მეთქი
არ მოეწონა... რადგან ძალა მასაც ჰქონდა და ხუმრობა დამცირებად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა:
- თქვენისთანები ბევრი ხართო?
- საკმარისად-მეთქი.
- თქვენ ხომ ომის მოგება შეგიძლიათო - სრული სერიოზულობით მკითხა.
- როგორც კი ქრისტე ბრძანებს-მეთქი.
- რა ომზე გეკითხებათო. გაკვირვებული მეკითხება ქართველი თარჯიმანი, ვუთხარი რა ომზეც. გაოგნებულმა თავი გაიქნია. არადა იმ ბუდისტმა მართალი თქვა, ხომ იცი დავით და კონსტანტინეს ორი ომი უჯაროდ აქვთ მოგებული. აქვე გაგახსენებთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს - “გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმინდანი, ვნახოთ ვინ მეტს შესძლებს?! ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა ყველაფერი”.
წმინდანებს შეუძლიათ ზემოქმედება სტიქიაზე, ადამიანებზე, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ნებისმიერ მყარ მატერიაზე, საერთოდ ძალიან ბევრ რამეზე - გააჩნია რა ძალას ფლობენ ღვთისგან - იმოქმედონ ასიდან ათასობით მტრის ცოცხალ ძალაზე, მოჰგვარონ შიში, პანიკა, ძილი, დაბნეულობა. შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტრო და რადიოსისტემები, მწყობრიდან გამოიყვანონ საბრძოლო ტექნიკა და მასალა, მოკლედ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი ამისათვის წმინდანებს ღმერთის ნებართვა, კურთხევა სჭირდებათ, ხოლო ღმერთის ნება მიმართულია ერის სულიერი გადარჩენისთვის. ღმერთმა იცის როდის აღგვიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. როდის გვეპატიება ცოდვები, შემთხვევით კი არ დავკარგეთ მიწები, ან იმიტომ, რომ "ცოტანი ვართ და დაგვჩაგრეს". არა, ღმერთი გვწმენდდა და გვასუფთავებდა. მთავარია ღმერთთან მოვაგვაროთ ცოდვა-მადლის საკითხი და მერე ვნახავთ, ღმერთი რასაც მოიმოქმედებს. ამიტომ საქმე წმინდანებზე კი არა, ჩვენზეა. თორემ როცა წმინდანები ღმერთისგან მიიღებენ ნებართვას, ნახავთ და არა მარტო თქვენ, არამედ მტერ-მოყვარე, მთელი მსოფლიო, რა მოიმოქმედონ წმინდანებმა და ჩვენმა ჯარმა...
მე არაფერს ვაჭარბებ, ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან ამ სიტყვებზე!!!... ვის რა სჯერა, ეს მათი საქმეა. კიდევ ვიმეორებ, მთავარია ჩვენ ღმერთისაგან გამოვითხოვოთ ომში გამარჯვების უფლება ღმერთთან მიახლოების, სინანულის და განწმენდის გზით, ჰოდა, წმ. გიორგი ისევ იქნება ჩვენი ჯარის სათავეში. ის უკვე აქ არის... აქ არიან სხვა დიდი წმინდანებიც და ელოდებიან იმ დღეს, როცა ღმერთი დაგვრთავს ნებას, მტერს ყველაფერზე ძალიან მწარედ ვაზღვევინოთ. ილორის წმ. გიორგი აქ არის.... თქვენ ვერ ცნობთ... მე ნასაუბრები ვარ მასთან და გეტყვით, ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოა!.. სამშობლოსთვის თავდადება იგივე ღმერთისთვის თავდადებაა და ამ გზით ძალიან ბევრი დაიმკვიდრებს სასუფეველს... არ შეორგულდეთ... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ... მე ეს ნანახი მაქვს, სულ გახსოვდეთ ეს სიტყვები:
უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა. მა ფორუმელმა დადო ეს ინტერვიუ.უფალი გვფარავდეს ქართველობას
|