გამარჯობათ ხალხნო!! ძალიან მიხარია, რომ ფორუმი განახლდა!!! სანამ გაითიშებოდა ფორუმი, ომის დაწყებისას აქტიურად მიდიოდა მოვლენების აქ განხილვა, ალბათ მეც რომ აქ ვყოფილიყავი შემოგიერთდებოდით, მაგრამ იმის გამო რომ ჩემი სოფელი (სადაც ომის დაწყებისას ვიმყოფებოდი) ახლოსაა ცხინვალთან და რა თქმა უნდა მეც იქ ჩავრჩი,ვერ მოვახერხე აქ შემოსვლა

დამიჯერეთ ის ადამიანები ძალიან ბედნიერები ხართ ვინც მაშინ თბილისში იყავით. იმის შეგრძნება, რომ ამ წუთას გასროლილი ტყვია, რომლის ხმაც გესმის, შენს თანამემამულეს ხვდება, უბრალოდ შოკის მომგვრელია, წარმომიდგენია იმ ადამიანების განწყობა, რომლებმაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს..

მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ნაწილობრივ მაინც დასრულდა.. დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება