#10839322 · 13 Sep 2008, 00:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
metalliq
| QUOTE | QUOTE Сайт "Эха Москвы" цитирует представителя России в Гаагском трибунале Романа Колодкина, который заявил, что Россия "не имеет эффективного контроля над Южной Осетией и Абхазией... и не может отвечать за то, что там происходит".
ძაან მაგარი ინფოა, თუ სიმართლეა. |
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, რომელიც საკუთარ კორესპონდენტს ეყრდნობა. რადიო თავისუფლება არ ავრცელებს ინფორმაციას სანამ იგი მინიმუმ ორი დამოუკიდებელი წყაროდან არ მიიღებს ამის დასტურს. თანაც, ეს რადიოსადგური ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ტყუილს და ჭორს არავინ აპატიებს. დავძენ რომ ეს რადიოსადგური მსოფლიოში ერთერთი უსერიოზულესი მედიაა. პირადად მე უკვე 30 წელზე მეტია რაც მისი მსმენელი ვარ, ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან და მისი არცერთი სამსახურიდან მოვლენების დამახინჯების ელემენტარული ფაქტიც კი არ მახსოვს. ასერომ, როდესაც ეს ინფორმაცია ასე ზუსტად გაავრცელა მან, ეს იმას ნიშნავს რომ უტყუარია. Gmiri
| QUOTE | აგერ გადაიკითხეთ რა მდგომარეობა დენ ჰაახ-ის სასამართლოში რუსეთ -საქართველოს კომფლიქტს შორის.
ქართული მხარი ცდილობს რუსებს შეტენოს გენოციდი... მაგრამ რუსები იძახიან რამდენად არის ეს სასამართლო უფლება მოსილი რომ ეს საქმე განიხილოსო... |
და შენ გინდა თქვა რომ ეს შეფასება რეალურად ასახავს იმას რაც მაგ სასამართლოზე ხდება? paata_3dartist
| QUOTE | ეს ხო კარგი ყველაფერი , მაგრამ როგორ გორში ვინღა შემოვიდაო ? მაგაზე რა უნდა თქვან . რა ეს ყველაფერი არ არის დაფიქსირებული ? დაბომბვები ვინ განახორციელა საქართველოს ტერიტორიაზე? |
არა, ამაზე აქვთ ზუსტად სერიოზული არგუმენტი. გორი იმიტომ დავბომბე რომ ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა ზუსტად გორის ბაზებიდან იბომბებოდაო.
| QUOTE | ერთადერთი რაზეც შეუძლიათ რუსებმა და სეპარატისტებმა პრეტენზია იქონიონ ცხინვალის დაბომბვაა და სწორედ სულ ეს აქვთ დახვეული ხელზე , რომ საქართველომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. ჩვენებმა ეს უნდა დაუმტკიცონ რომ დაბომბვის დროს იყო ევაკუაცია გაკეთებული და დაბომბვა მიდიოდა არა იმ მიმართულებით სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო............. |
ვერც ამით დაგვიშავებენ რამეს, ვინაიდან ის ფაქტი რომ ომი რუსმა დაიწყო და მან დაბომბა ცხინვალი, თითქმის ეჭვგარეშეა, ხოლო რაც შეეხება ჩვენს მიერ ცხინვალის დაბომბვას აქ ერთ ნიუანსზე ამახვილებენ ყურადღებას. პროვოკაციის მიზნით პირველად მძლავრი ცეცხლი სწორედ ოსებმა ცხინვალიდან გახსნეს, ხოლო ქართველმა მხარემ კი მხოლოდ საპასუხო ცეცხლი ზუსტად იმ ადგილის მიმართულებით გახსნა, საიდანაც ქართული სოფლები იბომბებოდა.
| QUOTE | ისე რაც მანდ წერია მაგ განცხადებაში ნამდვილად ჩვენი გამარჯვების საწინდარია. მე მგონი პოლიტიკური მეთოდებით ვაჯობებთ ჩვენ და ტერიტორიებსაც ესევე დავიბრუნებთ მშვიდობიანი გზით. |
სრულიად გეთანხმები
--------------------
ეს ოპოზიცია არ გვივარგა, მაგრამ ხელისუფლება მასზედ უარესია
|