#10872844 · 16 Sep 2008, 00:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AzIzA
| QUOTE | | აბა , რიგითო იუზერებო! სწორდით, სმენა! ნაცმოძრაობის სახელზე ერთი მეორეზე გაითვააა-ლეეთ! |
ვინც პარტიულები , არ ვართ მაინც გავითვალოთ  1. ძალის არაპროპორციული გამოყენება ,რუსეთის ანექსიის "მშვიდობის იძულების"ოპერაციით წარუმატებლად შეფუთვის მცდელობის პასუხია; 2. ბუფერული ზონების შესახებ არავის არაფერი ა რ გაუფორმებია 3. როგორ მაინტერესებს, შენ რას იზამდი 2 კვირა რომ ებომბათ ქართული სოფლები, მშვიდად გულზე ხელს დაიკრეფდი თუ უპასუხებდი თავდაცვითი ოპერაციით!!!!??? | QUOTE | | რას ნიშნავს ეს რიგითო იუზერებო? არ აუხსნია მთავარსარდალს რა იგულისხმება ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში? ის ხომ არა რომ ევროპას მიაჩნია, რომ რუსეთი სამრთლებრივად სწორად მოქცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფარგლებში "მშვიდობის ძალით" დამყარების ოპერაციის განხორციელებისას და ამ მისიას მხოლოდ მაშინ გადააჭარბა როცა ის გასცდა კონფლიქტის ზონას? |
ახლა მე ჩამოგითვლი სამართლბრივად, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მშვიდობის იძულების ოპერაციის გამართლება და შენ პლიუსები დაუწერე იმ პუნქტებს, რომლის დაცვაც რუსეთმა მოახერხა:
ა) თავდაცვის დროს (რომელშიც შეიძლება მოიაზრებოდეს კოლექტიური თავდაცვა) ბ) უკიდურეს შემთხვევაში, საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით; გ) როდესაც არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვა გაეროს ქარტიის მე-7 მუხლის გათვალისწინებით; დ)როდესაც ჰუმანიტარული კრიზისი იმდენად სერიოზულია, რომ შეადგენს "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს" და სუვერენული სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ასეთი კრიზის ხდება ან თავად არის დამნაშავე ან უძლურია, რომ ამგვარი ძალადობა თავიდან აიცილოს. მშვიდობის იძულების ოპერაცია უნდა იყოს პროპორციული არსებული ძალადობისა ე) როდესაც ამგვარი დანაშაული სუვერენულ სახელმწიფოში არსებული ანარქიის შედეგია (ამ შემთხვევაში, "მშვიდობის იძულების" ოპერაციის დაწყებამდე, უნდა არსებობდეს რაიმე მტკიცებულება, რომ ცენტრალური ხელისუფლებას არ ძალუძს ამგვარი დანაშაულის თავიდან აცილება. მაშინაც კი, თუ თავად ხელისულფლებაა ამგვარი დანაშაულის შემოქმედი, რაიმე სამხედრო სახით ჩარევა, იქნება ეს მშვიდობის იძულება თუ ჰუმანიტარული ინტერვენცია, უკიდურეს შემთხვევაში და აუცილებლად პროპორციულად უნდა იქნეს გამოყენებული; ვ) ცალმხრივი ანუ უნილატერული მშვიდობის იძულება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ გაეროს უშიშროების საბჭო პარალიზირებულია (ანუ რომელიმე მუდმივმოქმედი წევრი ვეტოს უფლებას იყენებს) და შესაბამის რეზოლუციას ვერ იღებს; ზ) მშვიდობის იძულების ოპერაციამდე, ყველა სამშვიდობო მექანიზმის უნდა იქნეს გამოყენებული. ნუ, მცდელობა მაინც უნდა იყოს; თ) მშვიდობის იძულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფოებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ერთობლივად, და არა რომელიმე ერთი ასე ვთქვათ ჰეგემონური სახელმწიფოს მიერ, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს მისი სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ძალა, მითუმეტეს დაუშვებელია მეზობელი სახელმწიფოს მიერ "მშვიდობის იძულების"ოპერაციის გახორციელება ი) მშვიდობის იძულების უპირველეს მიზანს, მხოლოდ და მხოლოდ , უნდა შეადგენდეს, პროპორციული ძალებით, მასობრივი სისხლისღვრის და შეტაკებების აღკვეთა და სხვა არაფერი!!! კ) მშვიდობის იძულების ოპერაციის მიზანი უნდა იყოს ადამიანის ძირეული უფლებების დაცვა, და არა ისეთი პოლიტიკური მიზნების მიღწევა, როგორიცაა მაგალითად თვით-გამორკვევა, პოლილტიკური მიზნები, საზღვრების შეცვლა, დამოუკიდებლობის მინიჭება სუვერენული სახელმწიფოში შემავალ ზოგიერთი რეგიონისთვის.
ზოგადად მშვიდობის იძულების ოპერაცია არ უნდა გახდეს სეპარატიზმის გაღვივების საბაბი.
ამ პუნქტების გათვალისწინებით, არცერთი სახელმწიფო არ დაეთანხმება რუსეთს და არ სცნობს მის ვითომდა "მშვიდობის იძულების" ოპერაციას. ეს შიდა ბაზრისთვის არის განკუთნილი, თავიანთი ხალხი დასაბოლებლად
--------------------
Настроение бодрое, идём ко дну!
Rome, thou hast lost the breed of noble bloods!
Who you are speaks so loudly I can't hear what you're saying... Mentir, moi, jamais, la vérité est bien trop amusante
|