რაც გიწერია და რასაც ამბობ სრულიად ვიზიარებ...
მაგრამ მოდით გავარკვიოთ ეს რა დროშებია და რომელი ნაწილებისაა... არის ეს დროშები ცხინვალში ბრძოლის დროს მიტოვებული თუ იგი დასავლეთ საქართველოში ჩვენი კაზარმების დარბევისა და ძარცვის დროსაა ხელს გაყოლებული? - რა თქმა უნდა არც ესაა შემამსუბუქებელი გარემოება როცა დროშას უპატრონოდ მიატოვებ, მაგრამ თუ იგი ბრძოლის დროს მიაგდე და მოკურცხლე, ეს უფრო დიდი დანაშაულია!
მოდით ჯერ გავარკვიოთ რა ვითარებაში ჩაუვარდა ეს დროშა რუსებს... არცერთი ჩვენი ჯარისკაცი არ მემეტება სილაჩრისათვის...
პ.ს. ჩეჩნეთის ომის დროს, როცა ჯოხარ დუდაევი და სხვა სამხედრო პირები ნანგრევებად ქცეულ მთავრობის სახლს ტოვებდნენ, ჯოხარს შესთავაზეს უსაფრთხოების მიზნით ესარგებლათ მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაზეც დუდაევმა უპასუხა: მი მუჯჩინი ა ნე კრისი ჩტობ პოლზოვატსია კანალიზაციონნიმი პროხოდამი.... და ასე ბრძოლა ბრძოლებით დატოვეს მთავრობის რეზიდენცია...
This post has been edited by BACHO on 16 Sep 2008, 01:11