#10921211 · 20 Sep 2008, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (badriany @ 19 Sep 2008, 17:16 ) | მეგონა კულტურა, მათ შორის პოლიტიკური კულტურა და გეომეტრია რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება ეს ყველასთვის ცხადი იყო  მოკლედ შემიძლია ვთქვა რომ კულტურა საერთოდ, მათ შორის პოლიტიკური კულტურა, ეს უბრალო ფორმულების და წესების კრებული არ არის - ეს არის საზოგადოების ცხოვრების წესი. |
შეგახსენებთ ჩემს შეკითხვას: საიდან ჩანს, რომ პოლიტიკური კულტურის სწავლა სკოლაში შეუძლებელია? თქვენი პასუხი ჟღერს დაახლოებით ასე: რადგან პოლიტიკური კულტურა და საერთოდ კულტურა ფორმულებზე არ დაიყვანება, გეომეტრია ფორმულებზე დაიყვანება და გეომეტრიას სკოლაში ასწავლიან, აქედან გამომდინარეობს, რომ კულტურას სკოლაში ვერ ასწავლიო. სწორად გაგიგეთ? QUOTE | ამ წესის დახეწას და განვითარებას ჭირდება ხანგრძლივი პროცესი |
პროცესი ჭირდება თუ დაგროვილი გამოცდილებიდან სწორი დასკვნების გამოტანის უნარი და სურვილი? QUOTE | სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა დაგროვილი გამოცდილება, ამ დროს ის იფილტრება, იწმინდება და იხვეწებ. |
როგორ გადაეცემა? ტელეპატიურად? სკოლის მეშვეობით რო გადაეცეს არ შეიძლება, დაგინებულია? QUOTE | ისე კარგი მეცნიერული სკოლის ჩამოყალიბებასაც იგივე პროცესი ჭირდება კაცმა რომ თქვას... |
აგაშენა ღმერთმა, ისეთივე რამ ჭირდება და იმის ჩამოყალიბებასაც ეხმარება სკოლაში სწავლება და ამისაც QUOTE | გეომეტრიის მაგივრად "გამრავლების ტაბულა" უნდა მეხმარა ჯობდა  |
და რა გამოვიდოდა? რახან სკოლაში გამრავლების ტაბულა ისწავლება, სხვა არაფერი არ უნდა ვასწავლოთ? QUOTE | დიახ, სწორედ თაობათა მიღწევებს, შეცდომებს და მათ შორის გამოცდილების გადაცემას ვეძახი მე პროცესს, მარტივად, რომლის გარეშეც კულტურულ საზოგადოებას ვერ მივიღებთ. |
ჰოდა ეგ არ არის მეთქი საკმარისი. შეცდომების შედეგად დაგროვილი გამოცდილებიდან სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო და იმის უზრუნველყოფა, რომ შემდეგმა თაობებმა იგივე შეცდომები არ გაიმეორონ. ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით მოძრაობას ვერ ვხედავ. შეცდომები საკმაო დოზით დავუშვით, მაგრამ მათზე სწავლას და სწორ დასკვნებს ვერ ვხედავ, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდეგი თაობისთვის ამ დასკვნების გაზიარებაზე QUOTE | ამოცანაც სწორედ ეგ არის, რომ შევაბრუნოთ ეს ტრენდი. |
უბრალოდ ახალ-ახალი არჩევნების ჩატარებით, სადაც კანდიდატები ერთმანეთს გაყალბებასა და ურთიერთდადანაშაულებაში შეეჯიბრებიან, იმის მაგივრად რომ ამომრჩეველს რეალური სამოქმედო გეგმები დაანახონ, მაგ ტრენდს ვერ შეაბრუნებ. პირიქით, ყოველ შემდეგ ჯერზე უფრო და უფრო გაბანძდება და გაფარსდება. QUOTE | გარკვეული რისკი ახლავს ნებისმიერ ქმედებას - ვთქვათ თქვენ რომ დღეს ქუჩაში გამოხვედით (ალბათ ასე იყო) საკმაოდ რისკიან ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს |
თქვენთვის არ ვიცი და ჩემთვის ეგ არანაირ რისკთან არ ასოცირდება. QUOTE (badriany @ 19 Sep 2008, 17:22 ) | მითუმეტეს თბილიში და მითუმეტეს თუ მანქანით მოძრაობთ. |
მანქანა არა მყავს, სამაგიეროდ ქუჩაზე გადავდივარ ხშირად. და არავითარ რისკზე არ ვფიქრობ, უბრალოდ გადავდივარ. QUOTE | გაცილებით ნაკლები სარისკო იქნებოდა თუ თქვენ სახლში დარჩებოდით (თუმცა იქაც არსებობს მიწისძვრის ან სხვა რაიმე ავარიის შანსი). მაგრამ თქვენ მაინც გამოხვედით ქუჩაში იმიტომ, რომ ჯერ ერთი სხვა შემთხვევაში სხვაგვარი რისკები ძალზე იზრდება (ვთქვათ ფსიქიური შეშლილობის, ან შიმშილით სიკვდილის და ა.შ.) და მეორე თქვნ შეფასებული გაქვთ ჩვეულებრივ გარეთ გამოსვლის რისკი როგორც საკმარისად დაბალი საიმისოდ რომ გამოსვლის გეშინოდეთ (შგვიძლია სიტყვა შიშის მაგივრად სიფრთხილე ვიხმაროთ). მაგალითად გორში ან ცხინვალში, ცოტა ხნის წინ, ალბათ ხალხი გაცილებით დიდი სიფრთხილით გამოდიოდა ქუჩაში. ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ თქვენ რისკავთ - ამიტომ საჭიროა რისკების კარგი შეფასება და ეს მოხსნის ზედმეტ სიფრთხილეს (შიშს)რომელმაც თავისთავად შეიძლება თქვენ მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. რაც მოხდა კიდეც ბოლო არჩევნებში როდესაც მართველმა პარტიამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, უსაფუძვლო შიშის გამო იმდენი არასაჭირო მოძრაობა ჩაატარა, იმდენჯერ გადაიზღვია თავი, რომ მიიღო შედეგი რომლითაც თვითონაც არ არის კმაყოფილი, და საერთოდ ამ შედეგით კმაყოფილი ჯერ არავინ მინახავს. ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ქმედებები ის გამონაკლისია როცა სიფრთხილეს თავი ტკივა, იმიტომ რომ ამოცანა არის რომ ქმედება იყოს არა კარგი ან ცუდი არამედ ოპტიმალური. |
აუჶ ეხლა ვიფიქრე აქ სათითაოდ ყველა საეჭვო დებულებას რო ვუპასუხო სამკილომეტრიანი პოსტი გამოვა მეთქი. ამიტომ მოკლედ ვიტყვი. იმის მტკიცება, რომ ყველგან და ყველაფერში არსებობს რისკი, არის დემაგოგია. რისკი ზოგან არსებობს და ზოგან არა. და არჩევნების ჩატარებასთან რისკი არაფერ შუაშია. არჩევნები უნდა ჩაატარო მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ხალხს ესმის, თუ რას, ვის და რატომ ირჩევს. სანამ ხალხს ეს არ ესმის, არჩევნები ჯობია არ ჩაატარო. იმიტომ კი არა, რომ გარისკვის გეშინია, არამედ იმიტომ, რომ ტყუილად დრო არ დაკარგო. რა გავრისკო, იქნებ ხალხმა შემთხვევით მაინც სწორი არჩევანი გააკეთოსო? სისულელე არაა ახლა ეს?
|