საინტერესოა რა დროზე დაარსდა ეს თემა. ჩემი გაგდებიდან მეორე თუ მესამე დღეს.
ფორუმზე არ იზღუდება ხელისუფლების ლანძღვა და არც ის იუზერები იზღუდებიან ვინც ხელისუფლებას ლანძღავს.
ასეთი "კრიტიკა" ხელისუფლებისათვის მომგებიანია. ხომ უნდა ანახონ რომ "დემოკრატიაა" საქართველოში.ფორუმზე იზღუდება და კეთდება ყველაფერი იმისათვის რომ არ გამოჩნდეს ისეთი თემები, რომლის გულისათვის მე ერთი კვირით გამაგდეს. ამისათვის საკმაო ინსტრუმენტები არსებობს.
გავიხსენოთ რისი გულისათვის მომეცა ერთი კვირა ბანი და რომელი თემა იქნა განადგურებული.
ლინკი ეს თემა შემდგომ უზულმა დასდო ჩემი თხოვნით, მაგრამ ის პირველი ვარიანტი და მანდ მიწერილი ზოგიერთის (დაუვორნავი) ანტიადამიანური პასუხები იყო საინტერესო.
ზოგიერთმა ასეთი აზრი გამოხატა; " აბა რა უნდა ექნა ხელისუფლებასო ეთნოწმენდის დაფიქსირება უნდოდაო".
აი ეს იყო პრობლემა. ასეთი თემაა პრობლემა და ასეთი თემები იზღუდება ზუსტად.
D-zine სასწრაფოდ პროვოკაცია შემოუშვა "სპეცნაზზე როგორ ბედავ ასეთი რამის თქმას" და ა.შ. უზულმაც ასეთივე კომენტარი გაუკეთა. მოკლედ თემის მთავარი არსიდან გადახვევა იყო საჭირო და აქცენტი "სპეცნაზის გალანძღვაზე" გასაკეთებელი.
რაც პრინციპში ყმაწვილებმა "ხუნტიდან" 100%-ი შეასრულეს.
თუ დააკვირდებით ლინკს თემა შემდგომ დაიდო და მე ვიტყოდი რომ დიდი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა "ხუნტისა" და საზოგადოების მხრიდანაც. 3 საათში 6000 მეტმა სტუმარმა მოინახულა თემა.
საკითხი აქტუალური იყო და არის. ასეტი თემები გასახსნელია და ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ ამ კითხვებს პასუხი გასცეს.
ურაპატრიოტობას ამოფარული ყიჟინი არ უშველის ქვეყანას და ეს მოჩვენებით დემოკრატიული "ხუნტა" მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.
ეს იყო და ეს, ეხლა განსაჯეთ იდევნებიან თუ არა საწინაარმდეგო აზრის ადამიანები ამ პატრა საზოგადოებაში, რომელსაც "ფორუმ გე" ჰქვია.