Tsira
კოლხი ამორძალი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3716
წევრი No.: 3625
რეგისტრ.: 17-November 03
|
#12417955 · 29 Jan 2009, 12:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tazo200X
QUOTE | რით ვერ დაიმსხვრა ზოგიერთის თავში მითი რუსების უძლეველობაზე... რით ვერ დაიმსხვრა სტერეოტიპი სახელად "ვაიმე რუსეთს ომი როგორ უნდა მოვუგოთ"... "ომის მოგება" როგორ გესმით? ფეხბურთია თუ რა? ვინც მეტ ჯარისკაცს დახოცავს, ის არის მოგებული თუ როგორაა საქმე? თუ მოსკოვის აღება ნიშნავს რუსეთისთვის ომის მოგებას? აქ, საქართველოში, ჩვენს მიწაზე, ჩვენი რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით, მათი სწორად გამოყენებით, შეიარაღებული ძალების სწორი და ჭკვიანური მართვით, გვქონდა იმის საშუალება რომ რუსებს იმდენი ვერ გაეკეთებინათ, რაც ქნეს! ამაზეა ლაპარაკი! ომი აქ იყო, საქართველოში! არც ყაბარდო-ბალკარეთში, არც ვორონეჟში, არც სტავროპოლში..საქართველოში იყო! |
კი, ნამდვილად! იმაზეა ლაპარაკი, რომ თუ რუსეთთან ომი ჰარდაუვალი იყო და ამას ნათლად ვხედავდოთ მომზადებაც შესაბამისი უნდა ყოფილიყო და დაგეგმარებაც, შეიარაღებული ძალების მართვაც.
davidgure
QUOTE | ჯერ ჯერობით ჩვენ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ვიცავთ და ომი თუ საჭირო გახდა უნდა ვიომოთ ყველამ. და არ არის საჭირო ნიშნის მოგებით ლაპარაკი, მე ხომ ვიძახდი, მე ხომ გაფრთხილებდით, მე ხომ ვიცოდი და არ მომისმინეთო. არ გვინდა ეს ბრძნული და არაფრის მთქმელი ფრაზები. რუსეთი არის ჩვენი მტერი. და მტერთან ომი რომ იქნება ამაში მარტო ბრიყვს თუ შეეპარება ეჭვი. |
მტერს უნდა ეომო, მაგრამ წინასწარ გააზრებულად და მომზადებულად. მოსახლეობის დაცვის მიზანი სამწუხაროდ, აგვისტოში არ განხორციელებულა. რადგან ეს როგორც ჩანს, არც შედიოდა პოლიტიკოსების გეგმებში.
იხ. ქვევით.
საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრის სკანდალური დასკვნა
(დასაწყისი «კვირის პალიტრა» ¹¹2-3)
პროფესიონალის თვალით დანახული რუსეთ-საქართველოს ომის უხილავი დეტალები
«კვირის პალიტრა» აგრძელებს თავდაცვის ექსმინისტრის, გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილის სკანდალური დასკვნის გამოქვეყნებას, რომელსაც შესაძლოა ქართველი პროფესიონალის თვალით დანახული «2008:08:08»-ც ეწოდოს. მაშ ასე, გია ყარყარაშვილი სამხედრო თვალსაზრისით დაშვებულ შეცდომებზე მოგვითხრობს და ომისდროინდელი პოლიტიკური ვითარების ისეთ შტრიხებსაც აღწერს, რომლის შესახებაც აქამდე ინფორმაციები მხოლოდ კულუარულად ვრცელდებოდა.
პირველი გაზვიადებული სამხედრო წარმატება
საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთდროულად ავითარებენ შეტევას ყოფილი სამხრეთ ოსეთის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტზე. დასავლეთის მიმართულებით პირველ საბრძოლო მოქმედებებში ერთვება მეოთხე ბრიგადა. სავარაუდოდ, თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა: ზნაური-ხეთაგუროვის მიმართულებით მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციებისა და წერტილების განადგურებას. ბატალიონების შეტევას - ერთი მხრივ მარცხნივ და დასახლებული პუნქტის ზნაურის დაკავებას, მეორე მხრივ კი მარჯვნივ - სოფელ ხეთაგუროვის დაკავების შემდეგ, სტრატეგიული მნიშვნელობის ძარის გზაზე გასვლასა და გუფთის ხიდის მიმართულებით შეტევის განვითარებას. იმასთან დაკავშირებით, თუ რა როგორ განვითარდა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს.
საპარლამენტო კომისიის სხდომიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით: მე-4 ბრიგადის მიერ სოფელ ხეთაგუროვისკენ, მასირებული საარტილერიო ცეცხლი 00:40 საათზე გაიხსნა და 22 წუთს გაგრძელდა. ამით მოხერხდა მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება და ნაწილობრივ განადგურება. 01:00-დან 02:00 საათისთვის კი ცხინვალიდან 7-9 კმ-ის დაშორებით შეტევა იწყება მუგუთი-ხეთაგუროვის მიმართულებით. მასირებული საარტილერიო დარტყმის შემდეგ, 01:30 საათზე მე-4 ბრიგადის ნაწილებმა სოფელი მუგუთი დაიკავეს და შეტევა ავნევი-ხეთაგუროვის მიმართულებით განავითარეს.
ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ მე-4 ბრიგადის 41-ე და 42-ე ბატალიონებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და გამთენიისას სოფელი ხეთაგუროვი დაიკავეს. მოწინააღმდეგის ფორმირებებმა ხეთაგუროვი-ძარი-ჯავას და ხეთაგუროვი-ტბეთი-ცხინვალის მიმართულებით უკან დაიხიეს.
ასევე, წარმატებულად განვითარდა შეტევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღმოსავლეთ ფრონტზე. 8 აგვისტოს, 02:00 საათიდან ქართული ქვედანაყოფები სოფლების: წინაგარას, დიდმუხას, მუგუთის და ღრომის მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს წარმატებით ავითარებენ.
თუმცა, გვახსოვს 8 აგვისტოს დილით ხელისუფლების განცხადებები მიღწეულ წარმატებაზე: «ქართულმა მხარემ ზნაურის რაიონი დაიკავა. გამთენიისას საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი მოიპოვეს სხვადასხვა მიმართულებით მდებარე ოსურ სოფლებზე: ორჭოსანი, წინაგარა, დიდმუხა, ღრომი, არცევი და დმენისი. დილით ქართული არმიის კონტროლის ქვეშ გადმოვიდა დაბა ზნაური, სოფლები: ატოცი, ქვემო ოქონა, დმენისი».
05:14 საათზე საინფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსი» ავრცელებს თემურ იაკობაშვილის განცხადებას, რომ ქართული მხარე 6 ოსურ სოფელს სრულად აკონტროლებს.
ანალიზი: პირველივე წუთებიდან შეინიშნება სამხედრო ქმედებების და პოლიტიკური განცხადებების ურთიერთშეუთავსებლობა. ამავდროულად, საწყისი წუთებიდანვე ჩანს, რომ სამხედრო ნაწილებს სავარაუდო მოწინააღმდეგედ ოსური შეიარაღებული ფორმირებები განესაზღვრათ და მათ ქმედებებს აღნიშნული სოფლების დაკავებისას არაფერი საერთო არ ჰქონდა აგრესიის მოგერიებასთან. ქართული მხარე ორჭოსანის და წინაგარას დაკავებაზე აკეთებდა განცხადებებს, მაშინ როცა აღნიშნული სოფლები იგოეთი-გორის ტრასის გზის პირიდან მე-12 კმ-ზე მდებარეობს, ხოლო რაც შეეხება დმენისს და ზნაურს, ჩვენი ინფორმაციით, იგი საერთოდ დაკავებული არ ყოფილა მაშინ, როცა ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა. განცვიფრებას იწვევს, რა ჰქონდა საერთო აგრესიის მოგერიებასთან იგოეთი-გორის ტრასასთან ახლომდებარე სოფლების დაკავებას და რატომ მიიჩნევდა ამას წარმატებად ქართული მხარე!
შემდეგ ეტაპზეც სამხედრო ქმედებების და პოლიტიკური განცხადებების შეუთავსებლობა შეინიშნება უშუალოდ ცხინვალის მიმართულებაზეც.
საპარლამენტო კომისიიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ცხინვალში შესვლა არ იგეგმებოდა. არადა, 8 აგვისტოს დილით, როდესაც ცხინვალთან ქართული დაჯგუფებები ჯერ კიდევ შეყვანილი არ იყო, 01:46 საათზე სააგენტო «ინტერპრესნიუსის» მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი ცხინვალში ბრძოლების მიმდინარეობას ადასტურებდა.
02:22 საათზე იმავე სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კოკოითის რაზმები კონფლიქტში რუსეთის ჩათრევის მიზნით, რუსი სამშვიდობოების დაბომბვას აპირებდნენ. ამ ინფორმაციებით, საერთოდ არ ჩანს, ქართული შენაერთები აგრესიის შესაკავებლად მოქმედებდნენ თუ რუსული სამშვიდობოების თანამოაზრენი იყვნენ კოკოითის რაზმების აგრესიულ ქმედებათა აღკვეთაში (გია ყარყარაშვილი «კვირის პალიტრის» წინა ნომრებში იმასაც წერდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საეჭვო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კულახმეტოვთან და იმედი ჰქონდათ, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები კონფლიქტში არ ჩაერეოდნენ, ასევე კოკოითის ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ მოლაპარაკების მცდელობა. ამ უკანასკნელს კი ვერ გადაეწყვიტა, ქართულ მხარეს ამაზე დათანხმებოდა თუ არა. ბოლოს კი მაინც არ დაეთანხმა. მისი ეს გადაწყვეტილება სწორედ რუსეთისგან დახმარების მიღების იმედით აიხსნება. ამ დროისთვის როკის გვირაბთან მომდგარი რუსული კოლონა საქართველოს ხელისუფლებას უკვე რუსულ საფრთხეზე მიანიშნებდა. - ე.ა.). არ მაქვს ინფორმაცია, 14.00-დან 23:30 საათამდე ნამდვილად იყო თუ არა როკის გვირაბთან რუსული კოლონა მომდგარი (ან ვინ ითვლიდა, რომ 150 ერთეული ჯავშანტექნიკა იყო მომდგარი), მაგრამ როგორც რუსული ინტერნეტსაიტებიდან გახდა ცნობილი, ვლადიკავკაზის დივიზია 8 აგვისტოს 02:00 საათზე განგაშზე გამოიყვანეს და კონფლიქტის ზონისკენ გამოუშვეს. ამასვე ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 03:00 საათზე განთავსებული სეპარატისტთა იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის არმიის კოლონები როკის გვირაბიდან გამოდიან და ჯავისკენ მოემართებიან. ე.ი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული ინფორმაცია გააჩნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი ნამდვილად ერეოდა სამხედრო კონფლიქტში და არამც და არამც არ დაუშვებდა საქართველოს პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ომის სავარაუდო ხასიათის გამოსაცნობად წესით გონება უნდა გახსნოდა და სამხედრო ნაწილებისთვის მომავალი სამოქმედო გეგმა დაესახა სწორედ აგრესიის შესაკავებლად.M მაგრამ ჩანს, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ორჭოსანის, წინაგარას და ზნაურის რაიონის სოფლების დაკავებით გამოწვეულმა სიხარულმა გონება დაუხშო... ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავების ამოცანას. ვერ გეტყვით, როდის და ვის მიერაა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ფაქტია, იმ დროს, როდესაც უკვე ცნობილია როკის გვირაბიდან რუსული კოლონების შემოსვლის შესახებ, 8 აგვისტოს 03:00 საათიდან ნიქოზის მიმართულებით იწყება საწყის პოზიციებზე შსს-ს გასამხედროებული ძალებისა და გაერთიანებული შტაბის სპეცრაზმის და ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონის ე.წ. ნიქოზის დაჯგუფების შემოყვანა.
ნიქოზის დაჯგუფების სავარაუდო ამოცანა იყო: სოფელ ზემო ნიქოზის მხრიდან შეტევის განვითარება, რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ გმირთა ქუჩაზე გასვლა, ცხინვალის სამთავრობო შენობების დაკავება (საიდანაც მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები ისროდნენ) და ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება. შედიოდა თუ არა მის ამოცანაში, რუს სამშვიდობოთა სამხედრო ქალაქის, ე.წ. სამხრეთ ქალაქის ბლოკირება, უცნობია. ცნობილია, რომ პირადი შემადგენლობა გაფრთხილებული იყო, რუსებთან კონფლიქტში არ შესულიყვნენ. მათY მკაცრად მიეთითათ, რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ცეცხლი არ გაეხსნათ.
დაჯგუფების ძირითად ძალას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და რეგიონების სპეცდანიშნულების რაზმები ქმნიდნენ: შავნაბადას სპეცდანიშნულების ელიტარული რაზმი; «ანტიტერორისტული» სპეცრაზმი; ნავთობის მილსადენების დაცვის სამმართველო (შსს-ს ეკუთვნის); განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს პირველი და მესამე სამმართველოს ქვედანაყოფები; იმავე მთავარი სამმართველოს კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, გორისა და სხვა რეგიონების განყოფილებათა დანაყოფები; ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონი; თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სპეცდანიშნულების ბრიგადა და სხვ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილი.
პოლიტიკური შტრიხები
ამ დაჯგუფების ძირითადმა ბირთვმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს მორჩილად შეასრულა უმაღლესი ხელისუფლების დავალება და მონაწილეობა მიიღო მიტინგის დარბევაში. ამ შემადგენლობას მაშინაც სჯეროდა ხელისუფლებისა და ეგონა, რომ სამშობლოს საკეთილდღეოდ მოქმედებდა... მას 2008 წლის 7 აგვისტოსაც სჯეროდა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის. იმედოვნებდა, რომ ეს სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი სამშობლოს დასაცავად სწორად იქნებოდა გამოყენებული. მათი სჯეროდა სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც და ამიტომაც დაევალა სწორედ ამ შემადგენლობას ცხინვალზე იერიშის განხორციელება, რასაც მათი განცხადებითვე «პოლიტიკური მნიშვნელობა» ჰქონდა. ერთ-ერთი, ცხინვალის დაჯგუფებაში შემავალი, გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული სპეცრაზმი იყო. 7 ნოემბერს, Gგენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, სწორედ ეს შენაერთი (სრული საბრძოლო შეიარაღებითა და საბრძოლო ვაზნებით) გამოიყვანეს.
მომიტინგეთა დარბევის შემდეგ, 1.000-1.000- ლარიანი ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს რიგითი სამხედრო მოსამსახურეებიცა და პოლიციელებიც, მეთაურებმა კი ბევრად მაღალი ფულადი ჯილდოები მიიღეს. ალბათ ამიტომ, ზოგიერთი მათგანი ამგვარად ხუმრობდა: - ნეტავ კიდევ იყოს ასეთი ბრძანება, დარბევაზე სიამოვნებით წავალთ, თუ პრემიებს ისევ დაგვირიგებენო. თუმცა, ალბათ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც თავიანთი ხალხის ცემა-ტყეპაში აღებული ფულის ოჯახში მიტანისა რცხვენოდათ. ყოველ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ოდესღაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელის აწევა მოუხდათ, 8 აგვისტოს 04:00 საათისთვის საწყის პოზიციაზე გულანთებულები მზად იყვნენ იმავე ქართველი ხალხის დასაცავად ჩართულიყვნენ სისხლისმღვრელ ბრძოლაში. იმ წუთისათვის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სამხედრო ნაწილებისა და პირადი შემადგენლობისა, იმდენად მტკიცე იყო, როგორსაც ნებისმიერი მხედართმთავარი ინატრებდა. მთავარიM იყო მხოლოდ ამოცანის ზუსტად განსაზღვრა და დარტყმის მიმართულებების სწორად შერჩევა.
ცხინვალზე შეტევის გამართლების «ბრძნული» ვერსია...
სამწუხაროდ, არაორგანიზებულობა სათავეს იღებს 8 აგვისტოს, 04:00-05:00 საათიდან, როდესაც ცხინვალის დაჯგუფება ზემო ნიქოზის ქართული სამშვიდობოების ბლოკპოსტთან იკავებს საწყის პოზიციებს. დაუშვებელი იყო მთელი ძალების კონცენტრაცია ზემო ნიქოზიდან შეტევის ერთ ვიწრო მიმართულებაზე. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ასეთი შეცდომა საბრძოლო ოპერაციის დაგეგმარებისას იმ სამხედრო ხელმძღვანელებმა დაუშვეს, რომელთაც სამხედრო განათლება აშშ-ის საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში აქვთ მიღებული. ვინ შეარჩია მთავარი დარტყმის ერთადერთ მიმართულებად მარშრუტი, რომლის მიხედვითაც ქართულ დაჯგუფებას ორ რუსულ სამხედრო ბაზას შორის უნდა გაევლო? ვის მოუვიდა ასეთი «ბრძნული» აზრი თავში, როდესაც ამოცანა აგრესიის შეკავება იყო?!
საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ განაცხადა: «ამ ოპერაციის დასაწყისში თავიდან ცხინვალზე პირდაპირი შეტევა არ იგეგმებოდა. ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია და ყველაფერი უკვე შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა. ასე პირდაპირი ბრძანება, რომ ცხინვალზე განხორციელებულიყო შეტევა, არ ყოფილა» (გამოდის, რომ ხელისუფლება ცხინვალზე შეტევის დაგეგმვას უარყოფს და ამ მიმართულებით დარტყმების განხორციელებას შექმნილი გარემოებით ხსნის. - ე.ა.).
ამ ინფორმაციის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ ფაქტები. ყოველ შემთხვევაში, 8 აგვისტოს 03:00-დან 04:00 საათამდე, ჩემთვის გაუგებარი გარემოების გამო მრავალრიცხოვან საბრძოლო დაჯგუფებათა თავმოყრა უკვე ხდებოდა ზემო ნიქოზის მისადგომებთან, რაც სავარაუდოდ იმას მოასწავებდა, რომ ცხინვალი მაინც განიხილებოდა მთავარი დარტყმის მიმართულებად და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გივი თარგამაძემ დასვა შემდეგი შინაარსის შეკითხვა: - რამ განაპირობა ჯარების ცხინვალში შესვლა და ვინ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ბრძანების შეცვლასთან დაკავშირებით?
მაღალჩინოსანთა პასუხებიდან კი გაირკვა, თითქოს პრეზიდენტის ბრძანება ცხინვალში შესვლა არ იყო, მაგრამ გაერთიანებულმა შტაბმა თვითნებურად შეცვალა ბრძანება და ოპერაციის მთავარი დარტყმის მიმართულებად ცხინვალი დასახა.
ანალიზი: მთელი გულითა და სულით მინდა ვირწმუნო, საპარლამენტო კომისიაზე სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ მიცემული ჩვენებების გულწრფელობა, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ამ კომისიის მუშაობა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არასწორი ნაბიჯების გამართლებას უფრო ემსახურება, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას. ამის ნათელი მაგალითია გივი თარგამაძის მიერ შეკითხვის ასეთი ფორმულირება: «ვინ შეცვალა პრეზიდენტის ბრძანება ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით?» მინდა მივმართო საპარლამენტო კომისიას: - როგორ გგონიათ, გაერთიანებული შტაბის უფროსი გოგავა ან ოპერატიული შტაბის სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი ბალახაძე გაბედავდა დამოუკიდებლად ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილების მიღებას?!
ძნელად დასაჯერებელია, რომ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების შეცვლა და ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება სამხედრო პირებს დამოუკიდებლად მიეღოთ.
საპარლამენტო კომისიის ინფორმაციით, ცხინვალში შესვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის ევაკუაციისათვის უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო საჭირო. საინტერესო ვერსიაა. ეტყობა, ომის დასრულების შემდეგ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი იჯდა და მსჯელობდა საბრძოლო მოქმედებების გასამართლებელი არგუმენტების შექმნაზე და ეს შეთანხმებული «ბრძნული» ვერსია მოიფიქრეს. ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით სრულ უგუნურობად უნდა ჩაითვალოს ის, რომ თითქოს დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობამ განაპირობა ცხინვალზე შეტევა. თუნდაც იმიტომ, რომ ერგნეთიდან თამარაშენამდე ბევრად უფრო მოკლე გზა იყო უსაფრთხო დერეფნის გასაკეთებლად. როგორც რეალობამ გვაჩვენა, დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობა ბედის ანაბარა იყო მიტოვებული და იძულებული გახდა, 8 აგვისტოს 16:00 საათიდან იმავე შემოვლითი გზით დაეტოვებინა ხეობა, რომლითაც იგი მუდმივად გადაადგილდებოდა. საპარლამენტო კომისიაზე აღარ დასახელებულა რომელიმე სხვა გარემოება, რომელმაც თითქოს ცხინვალზე შეტევა განაპირობა.
სამხედრო თვალსაზრისით დაშვებული შეცდომები
მაშ ასე, გამთენიისას ყველა დაჯგუფება, შეტევის თუ აგრესიის შესაკავებლად, მზადაა ამოცანის შესასრულებლად ყველა მიმართულებაზე.
დასახლებულ პუნქტ კვაისა-როკის გვირაბის მიმართულებით კუდ-ის სპეცრაზმი (დაახლოებით 500-მდე სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით) მოქმედებდა. სავარაუდოდ, რაზმის ამოცანა იყო კვაისაში განთავსებულ ფორმირებათა ნეიტრალიზება, შემდგომში როკის გვირაბისკენ გასვლა და ჩრდილოეთიდან დაქირავებულ ბოევიკთა შემოსვლის აღკვეთა. შესაძლებელია მათ სხვა დამატებითი ამოცანებიც ჰქონდათ.
გამთენიისას, სოფელ პერევთან მზად იყო საწყის პოზიციაზე ამოცანის შესასრულებლად საჩხერის სამთო მსროლელი ბატალიონი და პოლიციის საბრძოლო ქვედანაყოფი. სავარაუდოდ, მათი ამოცანა ჯავის მიმართულებაზე გასვლა და ასევე უკანონო ფორმირებების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოება იყო. ამავდროულად (არაოფიციალური ინფორმაციით), სანაკოევის ადმინისტრაცია გადმობირების პოლიტიკას აწარმოებდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, იმედი ჰქონდა, რომ ჯავის შეიარაღებული ფორმირებიდან 30-მდე ოსი ეროვნების პირი გადმოვიდოდა და საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებს შეუერთდებოდა.
შეგნებულად არ ვწერ, რომ ზემოთ ხსენებული დაჯგუფებების ამოცანა აგრესიის შეკავება იყო, რადგანაც არც ერთი ინფორმაცია არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ ამ შენაერთებმა რაიმე სამხედრო ქმედითი ოპერაცია განახორციელეს აგრესიის შესაკავებლად.
მესამე ბრიგადა, ასევე გამთენიისას, 06:00 საათისთვის საწყის პოზიციებზე გადის დასახლებულ პუნქტ ერედვის გასასვლელთან. მისი ძირითადი ამოცანა სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო კოხათი-სარაბუკი-დმენისის დაკავება, შემდგომში თლიაყანის სიმაღლეების ხელში ჩაგდება და შეტევის განვითარებით სოფელ დიდ გუფთასთან გადასვლა და მე-4 ბრიგადასთან შეერთება.
06:00 საათისთვის საწყის პოზიციაზე არ ჩანს არც ერთი დაჯგუფება მდინარე ლიახვის აღმოსავლეთით, არგვიცი-ფრისი-ოფრისის მიმართულებაზე. ე.ი. უმთავრეს მიმართულებაზე, რომელიც სტრატეგიულად ყველაზე ახლოსაა დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობასთან, არც ერთი დაჯგუფება არ შეუყვანიათ, რაც განცვიფრებას იწვევს. ეს თუნდაც ერედვის ან დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის დასაცავად აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ვერსიის სრულ უსაფუძვლობას, თითქოს დიდი ლიახვის ხეობის ან ერედვის მოსახლეობის დასაცავად დაიგეგმა ცხინვალზე შეტევა. შესაძლებელია, მესამე ბრიგადის ამოცანაში ფრისის მიმართულებაც შედიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ერედვის მარცხნივ არც ერთი დაჯგუფება 12:00 საათამდე არ შესულა. მაშასადამე, სოფელ ქვემო ნიქოზიდან მდინარე ლიახვის გასწვრივ (ცხინვალის აღმოსავლეთით 10-12 კმ-ის ფრონტზე) თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულმა შტაბმა «მოახერხა» ის, რომ ფრისის პოზიციების დაკავების ამოცანა არც ერთი ქვედანაყოფისთვის არ განსაზღვრა. 8 აგვისტოს, 03:00 საათიდან ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად რეზერვისტთა მობილიზაცია გადაწყდა. რეზერვისტების თავშეყრა დაიწყო ვაზიანის, გორის, ქუთაისისა და სენაკის ბრიგადების ტერიტორიებზე. გაერთიანებული შტაბიდან მიღებული ბრძანებების შესაბამისად, ეროვნული გვარდიის მოვალეობაში შევიდა დაახლოებით 60-მდე ბატალიონის მობილიზება, აღჭურვა და კონფლიქტის ზონაში გადასროლა. მიუხედავად ამისა, 07:38 საათზე სააგენტო «ინტერპრესნიუსმა» ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოფიციალური სტრუქტურები რეზერვისტთა გამოძახებას უარყოფენ. თუმცა პირველი რეზერვისტები სოფელ მუგუთში უკვე 8 აგვისტოს დილის 05:30 საათზე შევიდნენ, ხოლო 08:00 საათიდან ვაზიანიდან გორში რეზერვისტების ეტაპობრივი ჩამოყვანა დაიწყო.
მაშასადამე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სავარაუდო რაოდენობა, რომელიც მთავარსარდლის განკარგულებაში იყო, შეადგენდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე: თავდაცვის სამინისტროს 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს, შსს-ს 5 ათასამდე პირადი შემადგენლობის მოსამსახურეს და 30 ათასამდე რეზერვისტს. ამავდროულად, კოდორს იცავდა შსს-ს 500-მდე და თავდაცვის სამინისტროს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე.
შეტევა, ქაოსი, მსხვერპლი...
უნდა ვივარაუდოთ, რომ 8 აგვისტოს 04:00 საათზე გადაწყდა ცხინვალზე შეტევის დაწყება. ამისათვის განხორციელდა წინასწარი შეტევისთვის საარტილერიო მომზადება.
04:15 საათზე «ინტერპრესნიუსის» ინფორმაციით, ცხინვალის მიმართულებით განხორციელებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად იწვის საოლქო კომიტეტის, სავაჭრო ცენტრის შენობები ცხინვალში. ქართული არტილერიის მასირებული ცეცხლის ქვეშ მოექცა მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციები, სამთავრობო შენობები, კოკოითის ადმინისტრაცია, პარლამენტის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობები, ცხინვალის სამხრეთით, ფრისის სიმაღლეზე განლაგებული სეპარატისტთა ბატალიონის საბრძოლო ტექნიკა, ყაზარმა, ბოქსები და სხვ. სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბის შენობა და ე.წ. ზემო ქალაქში განთავსებული სამშვიდობოების ობიექტი არ დაბომბილა.
რუსული ინტერნეტსაიტებით ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის განაპირას (ყოფილი რუსული საინჟინრო პოლკის ტერიტორიაზე) განთავსებული ჩრდილო ოსეთის ბატალიონის ჯავშანტექნიკა წინასწარ ტყეში გაიყვანეს.
04:00-დან 04:30 საათამდე ზემო ნიქოზის სასაფლაოსთან, ყოფილ შვეულმფრენთა პოლკის აეროდრომის ტერიტორიაზე, საწყისი პოზიციები ნიქოზის დაჯგუფებაში შემავალმა ძალებმა დაიკავეს. 06:00 საათისთვის საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთით ხეთაგუროვისკენ შეტევა წამოიწყეს, შეტევაზე გადავიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით, სარაბუკი-დმენისის მიმართულებითაც (ფრისზეც რომ ყოფილიყო რაიმე დაჯგუფება შეყვანილი იმ დროისათვის და მასაც შეტევა წამოეწყო, შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე იმის თქმა, რომ ჩანაფიქრი ცხინვალის სამი მხრიდან ალყაში მოქცევა იყო).
8 აგვისტოს, 04:00 საათიდანვე დაგეგმარებისას დაშვებულმა შეცდომებმა იჩინა თავი. არ მაქვს ინფორმაცია, როდის ან სად მოხდა ამოცანების განსაზღვრა, ოპერატიული შტაბის მიერ სამხედრო მეთაურების რეკოგნოსცირება (შესწავლა, დაზვერვა პირადად მეთაურის ან შტაბის ოფიცრის მიერ საბრძოლო მოქმედების დაწყების წინ), ხოლო ამ უკანასკნელთა მიერ პირადი შემადგენლობისთვის ამოცანების დასმა. დაბნეულობა უკვე 8 აგვისტოს 04:00 საათიდან შეინიშნება. ნიქოზი მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, უზარმაზარი დაჯგუფება პირადი შემადგენლობითა და სამხედრო ტექნიკით, მისთვის წინასწარ უცნობ პლაცდარმზე, სიბნელეში ორი საათის განმავლობაში დაბომბვის ქვეშ ელოდებოდა მეთაურების ბრძანებას შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს 06:00 საათზე ზემო ნიქოზთან მოქმედი ცენტრალური დაჯგუფება მარცხენა ფრთიდან შეტევას ცხინვალის სამხრეთ გარეუბან «შანჰაის» მიმართულებით შეეცადა. მანძილი ნიქოზის სასაფლაოდან რკინიგზის ლიანდაგებამდე დაახლოებით 700-800 მეტრია. ვიწრო ფრონტზე არაორგანიზებულად, ქაოსურად თავმოყრილ ქართულ ქვედანაყოფებს მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნებით გადამღობი ცეცხლი გაუხსნა. სასაფლაოებისა და გზის მიმდებარე ბაღებიდან ძლიერი ცეცხლი მოდიოდა და ქართულ ქვედანაყოფებს წინსვლის საშუალებას არ აძლევდა. სასაფლაოებთან იყო მსხვერპლიც. 8 აგვისტოს, ცხინვალზე იერიშის დაწყების ბრძანების მიღებისთანავე, დილის 06:00 საათიდან, დაიკარგა ურთიერთკოორდინირება ჯერ ბატალიონებსა და ასეულებს, ხოლო შემდეგ შეტევის მიმართულებაზე მოქმედ სხვა შენაერთებს შორის. ორი სამინისტროს ძალებისაგან შექმნილ დაჯგუფებაში, ქვედანაყოფებს შორის უმართაობა და სუსტი ურთიერთკავშირი იყო. სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც ერთმანეთში აირია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთმა დანაყოფმა (რომელსაც ანტიტერორისტული ცენტრის და ელიტარული სპეცრაზმები შეადგენდა) წინააღმდეგობა დასძლია და ცხინვალის სამხრეთ ნაწილი დაიკავა. გაუჭირდათ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების დანაყოფებს, რომლებმაც მოწინააღმდეგის ძლიერი საპასუხო ცეცხლის გამო ცხინვალის დასავლეთით (ბაღების მხრიდან) წინააღმდეგობის ხაზის გადალახვა ვერ შეძლეს. მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოაქცია ზემო ნიქოზი. სავარაუდოდ, ცეცხლს კორექტირება რუსული სამშვიდობოების ბაზიდან უკეთდებოდა.
მოგვიანებით, ისიც ცნობილი გახდა, რომ 7-იდან 8 აგვისტოს ჩათვლით, ცხინვალის სამხრეთით მდებარე რუსული სამშვიდობო ბატალიონის ლეიტენანტი გალავანოვი საბრძოლო დავალებას ასრულებდა ნიქოზიდან მომდგარი ქართული დაჯგუფების საცეცხლე მიზნების გამოსავლენად და აწარმოებდა საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას. ამ დავალების შესრულებისათვის გალავანოვი სიკვდილის შემდეგ «რუსეთის გმირის» წოდებაზე წარადგინეს.
გვყავდა დაჭრილები და დაღუპულები. უნდა ვივარაუდოთ, რომ 08:00-დან 08:30 საათამდე შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, - საწყისი პოზიციებისკენ იძულებითი უკან დახევის დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საავიაციო და საარტილერიო მომზადება და დარტყმა განეხორციელებინათ. ამ ბრძანებამ კიდევ უფრო დიდი ქაოსი და არეულობა გამოიწვია სამხედრო პირად შემადგენლობაში. შეტევისათვის ასეთ ვიწრო ფრონტზე თავმოყრილი 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკის დაახლოებით 600-მდე ერთეული (ტანკები, ჯავშანავტომობილები, «კობრა», «პიკაპის» ტიპის «ტოიტა ჰაილუქსები» და სხვ.) ქაოსის მიზეზი გახდა. ორი საათის განმავლობაში ცხინვალის შესასვლელში საცობი შეიქმნა, რადგანაც ზოგიერთი ქალაქში შესვლას, ზოგიც კი - იქიდან გამოსვლას ცდილობდა. ამას თვითმხილველი ნიქოზის მცხოვრებლები ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ რომელიღაც ქართველმა «ბრძენმა» სტრატეგმა გადაწყვიტა ცხინვალის სამხრეთ მისადგომებთან ვიწრო პლაცდარმზე - 300 მეტრი სიგანისა და 700 მეტრი სიგრძის ფრონტზე ამ რაოდენობის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრირება. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პირთა გეგმა არ ყოფილა...
რუსული «სამშვიდობო» ბაზების პირისპირ...
8 აგვისტოს, 09:00-დან 10:00 საათამდე ქართულმა არტილერიამ მოწინააღმდეგის მიმართულებით საცეცხლე წერტილების ჩასახშობად ცეცხლი გახსნა. დაბომბვაში რუსული ბაზაც მოყვა, რომელსაც სეპარატისტთა ფორმირებები თავიანთი მიზნებისათვის იყენებდნენ.
გარდა ამისა, ხეთაგუროვოს ტბის მხრიდან ქართული ტანკები, რომლებიც უკვე ავნევიდან სოფელ ხეთაგ
--------------------
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....
|