muziriარ შევცვლილვარ. არასოდეს სამხედრო საკითხებზე სხვანაირად არც მიფიქრია და არც I იანვარს გავვარდნილვარ ცხინვალში. გეშლები ვიღაცაში.
პოლიტიკა სხვა რამეა და წინა წლის ნოემბერზე ისევ იმ აზრის ვარ.
Presa.ge
სალომე ზურაბიშვილი: დღეს სააკაშვილის გადაყენება უფრო საშიშ სიტუაციამდე მიგვიყვანს
[გაზეთი “კომერსანტი”]
აგვისტოს ტრაგედიამ საქართველოში ბევრი რამ ერთბაშად შეცვალა. დღეს საომარი მოქმედებები დასრულებულია. ქვეყანა ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ წინ არის. რუსული ჯარების გაყვანა, ოქტომბერში ჟენევაში დაგეგმილი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის საკითხის განხილვა, ზოგადად, ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს მომავალი ურთიერთობა აქტუალურ თემებად რჩება.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ახალი კომერსანტი” პარტია “საქართველოს გზის” ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
ვიდრე მთავარ თემას შევეხებით, მოკლედ იმის შესახებ, თუ რატომ დატოვეთ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა. რის თქმას აპირებდით სხეფერთან და რას ნიშნავს ნატოს გენერალური მდივნის ხაზგასმული უარი, შეხვედროდა არასაპარლამენტო ოპოზიციას?
- სხეფერს ჩვენთან შეხვედრაზე უარი ნამდვილად არ უთქვამს. საქართველოს ხელისუფლებამ მისი მანიპულაცია მეორედ მოახდინა. გასულ წელს, საქართველოში ვიზიტისას, ოპოზიციასთან დაგეგმილი შეხვედრის ნაცვლად, ნატოს გენერალური მდივანი სიღნაღში წაიყვანეს. ამჯერადაც იგივე სცენარი განმეორდა. როგორც ყოფილმა დიპლომატმა, კარგად ვიცი, როგორ მზადდება ამ ტიპის შეხვედრები. ვიზიტის კოორდინატორი ბულგარეთის ელჩი გახლდათ, რომელიც პირადად დამიკავშირდა შეხვედრის შესათანხმებლად. ქართულმა მხარემ კი საბჭოთა ტრადიციის თანახმად, პროგრამა ისე შეადგინა, რომ სხეფერს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის საშუალება არ მისცა.
ისიც ცნობილია, რომ ნატოს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის სხვა წევრებს რადიკალურ, ”შესაძლო პრორუსულ” ოპოზიციასთან შეხვედრა არ ურჩიეს. სამაგიეროდ, დელეგაცია საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. ჩემი საპროტესტო ჟესტი ქართული მხარის ქმედების მიმართ უფრო იყო მიმართული, ვიდრე სხეფერის მიმართ. ვიმეორებ, ეს არის საბჭოთა პერიოდიდან მომდინარე თამაშები. ჩემი აზრით, როდესაც ქვეყანა ასეთ მძიმე ვითარებაში იმყოფება, მსგავსი თამაშები მიუღებელი და გულისამრევია. დღეს საქართველოს ინტერესები, საერთოდ, გვერდზეა გადადებული. ბუნებრივია, იაპ დე ჰოპ სხეფერთან სათქმელი ძალიან ბევრი მქონდა.
ზოგადად, ამ ვიზიტს როგორ შეაფასებდით, რა უთხრა მან ქართულ საზოგადოებას, რას უნდა ველოდოთ დეკემბრის სამიტისგან?
- დეკემბრის სამიტისგან პირადად, მე არაფერს ველოდები. MAP-ის მიღების დიდი შანსი გვქონდა, მაგრამ ვთვლიდი, რომ საქართველო დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით, ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არ იყო. ნატოს სახელით სპეკულირება ხდებოდა. სინამდვილეში, ნატოს რეკომენდაციები არასოდეს შეგვისრულებია. პირიქით, იარაღის შესყიდვით ვიყავით დაკავებულები. მაშინ უცხოელ პარტნიორებთან ღიად დავაფიქსირე, რომ საქართველო MAP-ის მიღების ღირსეული კანდიდატი არ იყო, მაგრამ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, MAP-ის მოპოვებას მხარს ვუჭერდი. საქართველო ამისთვის არც დღეს არის მზად.
რუსეთის ფაქტორი, ბუნებრივია, დღესაც ფიგურირებს. დიდი სურვილი მაქვს, საქართველომ MAP დამსახურებულად, საკუთარი მიღწევების საფუძველზე მიიღოს და არა რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში. თუ დეკემბრის სამიტზე საქართველოს MAP-ს მიანიჭებენ, ეს მოხდება იმის სანაცვლოდ, რასაც ვერ მივიღებთ ჟენევაში. სხეფერის ვიზიტი საზოგადოებისთვის არაფრის მომცემია. იგი შემეცნებით-საინფორმაციო ხასიათს უფრო ატარებდა. ნატოს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს სიტუაციის ადგილზე გაცნობა სურდათ. ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა ჯერ კიდევ ბრიუსელში გადაწყდა. დღევანდელ რეალობაში წინა პლანზე ევროკავშირია წამოწეული. ნატო ჩვენს დასახმარებლად რეალურ ბერკეტებს არ ფლობს.
როგორ შეაფასებთ აგვისტოს მოვლენებს, რამდენად შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? - ვფიქრობ, შეფასების დრო ჯერ არ დამდგარა. ვინც დღეს ამას აკეთებს, ძალიან ზერელე შეფასებებს იძლევა. ჩემთვის შეფასება, პირველ რიგში, სერიოზულ გამოძიებას ნიშნავს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვერ განვითარდა, 1990-იანი წლების მოვლენების მიმართ თვალის დახუჭვა იყო. გამოძიება არც 1991-1992 წლის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით ჩატარებულა და არც აფხაზეთის ომის მოვლენები გამხდარა გამოძიების ობიექტი. სერიოზული გამოძიებას კი მხოლოდ მშვიდ ვითარებაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას, ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლება. რუსეთს აგრესიული ტონი აღიზიანებს.
როდესაც ზურგს მტკიცე, არგუმენტირებული ფაქტები გიმაგრებს, რუსეთზე მშვიდობიანი და ზრდილობიანი ტონი გაცილებით დადებითად მოქმედებს. სწორედ ასე ვიმოქმედე სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით. ვშიშობ, ჯარების გაყვანის პროცესში რაიმე ახალ პროვოკაციას მოაწყობენ. ზოგიერთს ხომ საკითხის გაჭიანურება იმ უბრალო მიზეზის გამო აძლევს ხელს, რომ მოსახლეობამ ყურადღება სხვა თემებზე არ გადაიტანოს. ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა ხელი შევუწყოთ რუსეთის ჯარების გაყვანის პროცესს ( 8 აგვისტოს შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებს ვგულისხმობ). კონფლიქტურ რეგიონებზე მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი.
ცხადია, დაისმება კითხვა, რატომ ვერ ავიცილეთ აგვისტოს ტრაგედია თავიდან? შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, თუნდაც უახლოეს წარსულში ყურება არაფერს მოგვიტანს.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ტრაგედიამ საქართველოს ახალი შანსი გაუჩინა, უფრო აქტიურად წავიდეს ევროკავშირისა და ნატოსკენ. რამდენად რეალისტურია ეს მოსაზრება?
- ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების შანსი მანამდეც გვქონდა. მაგალითად, 7 ნოემბერს ეს შანსი ხელიდან გავუშვით. თუნდაც კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, უფრო სერიოზული, გონივრული სამშვიდობო გეგმები რომ შეგვემუშავებინა, დღეს ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. ტრაგედიის ფასად ევროკავშირთან დაახლოების შანსის გაზრდაზე საუბარი “ბოლშევიკური” განაცხადის ტოლფასია. იდეოლოგიური მიზნით, ადამიანების სიკვდილს მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმები ამართლებენ. ჩემთვის ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა არც ერთი ქართველის სიცოცხლის ფასად არ ღირს.
ამ ერთი ერთი თვის განმავლობაში რა შეიცვალა ქვეყნის შიდა ურთიერთობებში და კიდევ რა შეიძლება შეიცვალოს?
- მძიმე წუთებში ქვეყნის შიგნით ურთიერთობების დათბობა, ერის მობილიზება და გაერთიანება ყოველთვის ხდება. ეს ინსტიქტური თვითგადარჩენის ფორმას უფრო ჰგავს. სპონტანურად მომხდარი გაერთიანების შენარჩუნებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ.
თქვენი მოწოდება – ხელისუფლება კი არ უნდა გადადგეს, არამედ, ერთიანი ძალით ვმართოთ ქვეყანა, რამდენად მისაღები იქნება სააკაშვილისთვის. შეცვლით თუ არა მესიჯს და შეუერთდებით თუ არა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას - ახალი არჩევნები?
- დღეს მე არ ვსაუბრობ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, არამედ, როგორც საზოგადოების შემადგენელი ნაწილი. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას გავიზიარებ თუა არა, ამ წუთას ნაკლებად მნიშვნელოვანია. არჩევნების დროც მოვა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც ევროკავშირის წარმომადგენლების რეალური ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს. დაახლოებით, სამიდან ექვს თვემდე პერიოდს ვგულისხმობ.
დღეს კი, საჭიროა გავაცნობიეროთ, რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. უნდა ვაღიაროთ, რომ დავმარცხდით, მოსახლეობას სიმართლე უნდა ვუთხრათ. ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენის გზა დღეს სააკაშვილის გადაყენება არ არის და ეს უფრო საშიშ სიტუაციამდე მიგვიყვანს. არც მისი მარტო დატოვება მეჩვენება მართებულად. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ კვლავ შეუძლია ოპოზიციისა და საზოგადოების მოტყუება. გადარჩენის ერთადერთ საშუალებას ძალაუფლების გადანაწილებაში ვხედავ. ჩემი აზრით, სამი-ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანა ერთად უნდა ვმართოთ, რაც გადაწყვეტილებების ერთად მიღებას გულისხმობს. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის საჭიროა გარკვეული შეთანხმების მიღწევა. პირადად მე, ამ ქვეყნის გადარჩენაში საკუთარი წვლილის შეტანა მსურს. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, რომელიც ქვეყანას სჭირდება. საქართველოს გადარჩენა დღეს საგარეო დონეზე გადასაწყვეტ საკითხად იქცა.
უფრო კონკრეტულად, ჟენევის კონფერენციას ხომ არ გულისხმობთ?
- დიახ, ჟენევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვას ვგულისხმობ. ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ქართული მხარე აბსოლუტურად ინერტულია. უცხოელი პარტნიორების მხრიდან კი ნაწილი გადაწყვეტილებებისა უკვე მიღებულია. ხმამაღალი განცხადება არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ევროკავშირის ღირებულებებთან უფრო ახლოს ვდგავარ. თუმცა ევროკავშირი საქართველოს ბედს ვერ გადაწყვეტს. საქართველოს ინტერესები და პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ. ქართულ მხარეს კი ჯერ ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულიც არ აქვს. მოსახლეობა ინფორმირებული საერთოდ არ არის. თუ ქართული მხარე ჟენევაში სათანადოდ მომზადებული ვერ წარდგება, ევროპელი მეგობრები ნამდვილად ვერ დაგვეხმარებიან. ომში დამარცხებულ ქვეყანას ორჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება, რათა დიპლომატიურ არენაზე მაინც მოიპოვოს გამარჯვება. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ასეთი მიდგომა არ არსებობს.
არასწორად ინფორმირებულობის გამო, ევროკავშირსა და კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი გადაჭარბებული იყო. საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ხელი მოაწერა დოკუმენტს, მასზე საუბარი კი შემდეგ გახდა აქტუალური. არ გამოვრიცხავ, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის საკითხის განხილვის დროსაც იგივე განმეორდეს. საქართველოს მოსახლობას კიდევ ერთხელ მოატყუებენ. არასასურველი შედეგები, სავარაუდოდ, ევროკავშირსა და ნაწილობრივ ამერიკას დაბრალდება. სანაცვლოდ კი საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ ფინანსურ დახმარებას მოითხოვს.
ანუ შეიძლება ითქვას, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს?
- ოპტიმიზმის საფუძველი საქმის დასრულებამდე ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. რეალურად კი, რაც დრო გადის, მოქმედებებისთვის ნაკლები დრო გვრჩება. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პოზიციების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, ბოლო დღეებში ევროპაში ვიზიტებს მოუხშირა. ამ შემთხვევაში რუსული მხარე პროფესიულად მოქმედებს. ჩვენ კი გულგრილ შთაბეჭდილებას ვტოვებთ. ჟენევის კონფერენციის შესახებ მოსახლეობა საქმის კურსში საერთოდ არ არის. ისეთი ფონია შექმნილი, თითქოს საქართველოსთვის მთავარი მხოლოდ ის არის, რა მოცულობის ფინანსურ დახმარებას მივიღებთ.
უხეშად რომ ვთქვათ, რამდენ მილიარდს მიიღებენ “შესაჭმელად”. მოგეხსენებათ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე საქართველოში უზარმაზარი თანხები შემოვიდა. ფინანსური დახმარებების მიღების კუთხით, საქართველო ისრაელის შემდეგ პირველი ქვეყანაა. დღეს ისრაელი მდიდარ სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩვენთან შემოსული თანხები კი სრულიად არამიზნობრივად დაიხარჯა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4059 16:31 22.09.2008
This post has been edited by A10 on 22 Sep 2008, 18:50