არსენალში დაიდო ძალიან საინტერესო ლინკი:
რა მოხდა საქართველოში ანდრეი ილარიონოვის აზრით.
ცნობისთვის ვინ არის ილარიონოვი:
Андрей Николаевич Илларионов (р. 16 сентября 1961, Ленинград) — российский экономист, советник президента России (2000—2005). Депутат Национальной Ассамблеи Российской Федерации.
Советник президента
С апреля 2000 по 27 декабря 2005 — советник Президента России В. В. Путина по экономической политике. В мае 2000 — январе 2005 — представитель президента России по делам группы ведущих индустриально развитых государств и связям с представителями лидеров стран, входящих в «Группу семи», а также председателем Межведомственной комиссии по участию РФ в «восьмерке».
Является противником ратификации Россией Киотского протокола. Неоднократно негативно оценивал экономический, а затем и политический курс российской власти.
Подал в отставку 27 декабря 2005,
Через несколько часов В. В. Путин принял отставку А. Н. Илларионова и освободил своим указом его от занимаемой должности.
С октября 2006 — старший научный сотрудник Центра по глобальной свободе и процветанию Института Катона (Cato Institute), либертарианского исследовательского учреждения, офис которого расположен в Вашингтоне (США).
მოკლედ საკაიფოდ აქვს ყველაფერი გაწერილი და საინფორმაციო ომში ძალიან კარგი რესურსი იქნება. ჩვებმაც რომ ასე გაწერონ ყველაფერი ბევრს მოიგებენ როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ

(ეს ჩემი კეთილი რჩევაა მიშასთვის) ბევრ რაღაცას ვერ დავეთანხმები მაგრამ მემგონი ძალიან საინტერესოა.
http://shevv.livejournal.com/173386.htmlაქვე ჩემს ანალიზსაც დავდებ აგვისტოს მოვლენების მაინც იყოს:
თავი პირველი ომის საფუძვლები:მიშას მოსვლის დღიდან საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ხისტი კურსი განდგომილი ანკლავების წინააღმდეგ. ჯარის დაჩქარებული ტემპით რეფორმირების პარალელურად მიდიოდა სიტუაციის გააზრებული დაძაბვა. ოსეთში განცდილი მარცხის შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გამძაფრდა. ბევრი შეიძლება ვიდაოთ იმის შესახებ მართებული იყო ეს თუ არა. ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლება საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას ასრულებდა. ჩემი აზრით მიუხედავად ბევრი შეცდომისა საბოლოო ჯამში ეს მართებული კურსი იყო და მიზნად ისახავდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას:
1. წლობით არსებული "გაყინული კონფლიქტის" გადაყვანას აქტიურ ფაზაში.
2. ესკალაციის და მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების ფონზე საერთაშორისო ინსტიტუტების აქტიურ ჩართვას მოვლენების მსვლელობის კონტროლში.
3. სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს, მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატს აქვს თეორია კონტროლირებად კრიზისზე და კონტროლირებად სამხედრო დაპირისპირებაზე. სადაც ის ამტკიცებს, რომ ასეთ ვითარებაში დაპირისპირებული მხარეების ეკონომიკური ზრდა უფრო ეფექტურია ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში. მთავარია სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან.
ორივე ამოცანა წარმატებით იქნა გადაჭრილი, რაზეც მეტყველებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შტაინმაიერის გააქტიურება, ახალი გეგმების წარმოდგენა და სხვა ვიზიტები.
თუმცა, ასეთ პოლიტიკას ბევრი ნაკლოვანებაც ქონდა. აქედან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო:
1. დანის წვერზე სიარული. პროვოკაციებისთვის ფართო გასაქანი.
სიტუაციის კონტროლზე მინიმალური გავლენა. საბოლოო ჯამში მაინც წამოვეგეთ იმას რაც არ გვაწყობდა, თუმცა დარწმუნებული ვარ ამის აცილება შეიძლებოდა.
2. ნატოს ფაქტორი - ჩვენს სწრაფვას ნატოში პირველ რიგში წინ ედგა და დღესაც უდგას მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები. გაყინული კონფლიქტების პირობებშიც ეს ძირითადი პრობლემა იყო, მითუმეტეს ფრონტის ხაზზე ცხელი სიტუაციის არსებობა კიდევ უფრო დიდი დაბრკოლება იქნებოდა.
არ ვიცი შეიცვლებოდა თუ არა სიტუაცია ცეცხლის განუახლებლობის შესახებ არსებული დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში. ჩემი აზრით ეს დიდი + იქნებოდა ჩვენთვის თან თუ გავითვალისწინებთ, რომ შეიძლებოდა სპეციალური ჭკვიანური პუნქტების შეტენვა რათა მეტი ლავრირების საშუალება გვქონოდა. ფაქტი ერთია მაპი-ს მოცემის შემთხვევაში თუ პროვოკაციაზე წამოვეგებოდით და რუსეთი შესაბამისად გვიპასუხებდა ნატო ან რეალურად უნდა ჩართულიყო ან თავის დაშლა გამოეცხადებინა. ასეთი სცნერი ძალიან რთული სამართავი იქნებოდა.
ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოვლენები ელვისებურად განვითარდა. შეაფასა რა ყველა რისკი რუსულმა მხარებ გეზი აქტიურ კონფრონტაციაზე გადაიტანა. ყველა მოქმედება მიუთითებდა იმას, რომ საქმე ზაფხულში უნდა მომხდარიყო და აუცილებლად ნატოს დეკემბრის სამიტამდე. აფხაზეთში ჩატარებულმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა ეს ნათლად დაგვანახეს. დიდი ანალიტიკა არ სჭირდებოდა იმის განსაზღვრას, რომ აფხაზეთში შესაბამისი პლაცდარმი მზადდებოდა, მაგრამ პროვოკაციის მთავარი მიმართულება ცხინვალის რეგიონი იქნებოდა. აფხაზეთში ოსური სცენარი ვერ გათამაშდებოდა ლოგიკურად. მითუმეტეს გაურკვეველია ჩემთვის რატომ დავუტოვეთ რუსეთს პროპორციული პასუხის განხორციელების საშუალება??? რატომ არ გავაუქმეთ ცალმხრივად მირატვორცების მანდატი???
თავი მეორე ომიაგვისტოს დასაწყისისთვის ყველა წინაპირობა რუსული გეგმის განსახორციელებლად მზად იყო. რუსულმა გენშტაბმა შესაბამისი წვრთნები ჩაატარა. 58 არმია სრულ მზადყოფნაშია. აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნისთვის ემზადებიან. რუსული სამთო მოიერიშე და სადესანტო ნაწილები კოდორის აღების სცნერას ამუშავებენ. აღდგენილი რკინიგზა ხელს შეუწყობს ბლიცკრიგს დასავლეთ საქართველოზე.
ქართულ მხარეს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა:
1. პროვოკაციაზე არ წამოგება. მაქსიმალურ დათმობებზე წასვლით, დროის გაჭიანურებით, დასავლეთის დიპლომატიის მაქსიმალური ჩართვით, ესკალაციის რეგიონში პოზიციური ბრძოლების წარმოებით. კიდევ არის სხვა ვარიანტები.
2. რუსულ დაკრულზე აყოლა.
მეორე ვარიანტში არსებობდა მხოლოდ 2 სცენარი:
პირველი რუსეთი ღიად არ ჩაერევა. სეპარატისტებს მაქსიმალურად უზრუნველყოფს იარაღით, საჰაერო მხარდაჭერით და ცოცხალი ძალით. მაგრამ ეს სცენარი ნიშნავდა რუსეთის უსიტყვო მარცხს, ვინაიდან ქართული არმიის შეჩერება ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ოსური "წინააღმდეგობა" მაქსიმუმ 1 კვირა გასტანდა.
მეორე ვარიანტი ის რაც განახორციელა რუსეთმა, ის რისთვისაც რეალურად ემზადებოდა და ის რისი არდანახვაც რეალურად შეუძლებელი იყო.
როგორც ომის შედეგმა გვანახა ჩვენ ბრწყინვალედ ვიყავით მომზადებულნი პირველი ვარიანტისთვის და აბსოლუტურად არ ვიყავით მზად მეორისთვის. რა არის ეს თუ არა დანაშაული???
რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს აქ უფრო ბევრი კითხვის ნიშანია ვიდრე პასუხი. ყველაზე საინტერესო კითხვა ჩემთვის არის როგორ იყო განაწილებული პრიორიტეტები. ანუ რა იყო ჩვენი ამოცანა. ცხინვალის აღება იყო მთავარი პრიორიტეტი?? სად გაიქცეოდა ალყაშემორტყმული ცხინვალი?? რატომ არ იქნა არჩეული ჯავის მიმართულება როგორც დარტყმის საკვანძო მიმართულება. ყოველ საათს და წუთს ხომ შესაბამისად სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა?
როდესაც 58 არმიის მექანიზირებულმა კოლონებმა დაიწყეს შემოსვლა საქართველოში და ნათელი გახდა, რომ მათი შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა რატომ არ მოხდა თავდაცვითი ზღუდეების გამაგრება "ავტონომიის" გარეთ? რატომ არ გამაგრდა გორი? რატომ არ იყო მომზადებული თბილისის თავდაცვა??? რატომ მოხდა დასავლეთ საქართველოს შეიარაღებული ნაწილების გარეშე დატოვება და კოდორის უბრძოლველად ჩაბარება?? რატომ არ მოხდა საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია? რატომ არ დაინაღმა გზები? მტრისთვის ჩაბარებული ალაფის თაობაზე არც ვიცი რა დავწერო.
არ ვიცი შეიძლება ვცდები, ჩემთვის არ არის ადვილი ამის თქმა, მაგრამ მსხვერპლის მიუხედავად რომელიც მოყვებოდა ამ პოზიციების გამაგრებას აუცილებლად უნდა გამართულიყო წინააღმდეგობა უშუალოდ გორში და დასავლეთ საქართველოში. უნდა გაგვეძლო გინდ დიდი მსხვერპლის ფასად სარკოზის ვიზიტამდე მოსკოვში. სადაც მოხდებოდა ყოველგვარი ვარიანტის გარეშე ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადება. გასაგებია, რომ ჩვენ ძალიან გვაწყობდა რუსეთის როგორც აგრესორის გამოყვანა, რაც მოხდა კიდეც, მაგრამ რა კავშირშია ეს იარაღის დატოვებასთან? ახალგორის ჩბარებასთან? სენაკის ბაზის ძარცვასთან?
თავი მესამე შედეგებიშედეგებს ჩვენ კიდევ ვიმკით. ათასობით უსახლკარო მშვიდობიანი მოსახლეობის, ჩაბარებული სამხედრო ალმების, ტექნიკისა და იარაღის, გაპარტახებული ქვეყნის და დემორალიზირებული საზოგადოების, დე იურედ ცნობილი შენი ტერიტორიის და სხვა მრავალი ნეგატიური მომენტის გარდა აგერ ჩვენს დედაქალაქთან სულ რამოდენიმე ათეულ კილომეტრში რუსული არმიის ბაზა გვექნება დომოკლეს ხმლისავით ჩამოკიდებული.
შედეგების გაანალიზება რომ მოვახდინოთ ერთი მარტივი პოსტულატიდან უნდა გამოვიდეთ ლოგიკურად. კონფლიქტის შემდეგ ვინ რა + და ვინ რა - ნახა. რეალურად საქართველოს არც ერთი პლიუსი არ აქ ხომ? რუსეთს რამდენიმე + და ბევრი მინუსი აქ. ერთადერთი მოგებული ბევრი + + + + ით აშშ-ა. მემგონი დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივი იქნება ამ შემთხვევაში თუ ამას დავუმატებთ კოსოვოს ნაღმის ამოქმედებიდან მიღებულ ახალ მსოფლიო ვითარებას. ჩვენ მივეცით საკუთარი თავით მანიპულირების საშუალება და გაგვწირეს როგორც რიგითი პაიკი დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო პარტიაში.
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...