ნიკა გილაური აფხაზი სეპარატისტების მიერ ``ენგურჰესის`` შესაძლო გაყიდვას აბსურდულს უწოდებს
ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური აფხაზი სეპარატისტების მიერ ``ენგურჰესის`` შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. გილაურის თქმით, "ენგურჰესის გასხვისება გამორიცხულია".
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუამ ``ენგურ.ჰესთან`` დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.
მინისტრის თქმით, ``ენგურჰესთან`` დაკავშირებით გარკვეული დაძაბულობა ადრეც იყო და ახლაც არსებობს, თუმცა მისივე მტკიცებით, ამ შემთხვევაში საკითხი ჰესის გასხვისების შესახებ არ დგას.
``ენგურჰესის კაშხალი არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მხარე აკონტროლებს, ხოლო პულტი, ტრასფორმატორი და აგრეგატები მდებარეობს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად მხარეს. ასეთი იყო სიტუაცია აქამდე, ასეთად რჩება სიტუაცია რუსეთთან ომის შემდეგაც``- აცხადებს გილაური.
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=1248&ct=5