#61380820 · 3 Jul 2024, 13:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უცოდინრობა და გაუნათლებლობა არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი , საიდაც მოდის შემდგომ ეს ფობიები და შიშები . ეს გზა პირიქით არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და აქამდე ბევრად ადრე უნდა გაკეთებულიყო და ყოფილიყო პრიორიტეტული, როგორც აჭარის და მითუმეტეს მთიანი აჭარის მოწყვეტილობის და მეორე მხრივ სამცხის ახალციხის და ბათუმის დროული და სწრაფი დაკავშირების, სასარგებლოა როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე ტურიზმის და სამხედრო კუთხითაც უალტერნატივოა. წარმოიდგინეთ ომის შემთხვევაში რუსებმა გადაკეტეს ტრასა სადმე გორამდე, რასაც პირველივეს იზავენ, ან რამე ბუნებრივი კატაკლიზმის შემთხვევაში, ხიდის აფეთქების ან სხვა რამე, როგორ მიდიხართ დასავლეთ საქართველოში ან აჭარაში, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს და ამის თავის დროზე დაპროექტება მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯუმბერ პატიაშვილს, მაშინ მოსკოვი მაგრად ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის დაფინანსება აშენებას ბევრ საკითხში, მაგრამ თავისი გაიტანა, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო ალტერნატიული გზის ქონა, ამას დამატებული აბასთუმნიდან მალე ზეკარის უღელტეხილით იმერეთში ბაღდაღში გადახვალ და მაქსიმალურად დაქსელილია უკვე მაგისტრალები ასე, მოეშვით სიცრუის გავრცელებას. სომხების საკითხს რაც შეეხება, ძირითადი ნაწილი 80-90% მაინც თბილისზე ივლის, იმ მარტივი ლოგიკის გამო, გეოგრაფიულად რთულ რელიეფზე და პირობებში გიწევს ახალციხემდე და იქიდან ბათუმამდე ჩასვლა, იქ ხულო, გოდერძის უღელტეხილი, შეზღუდვები და ასშ, რა ჯობია ავტობანით ჩასისინებას.
This post has been edited by roko-toko on 3 Jul 2024, 13:28
--------------------
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.
|