მიშა და არაცნობიერი წამოძახილი
Ganeli? როგორ გეკადრებათ
ABBAალბათ, ბრჭყალებს ყურადღება არ მიაქციე
* * *
GEORGIAN FONT
2008-10-02 19:19
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და ყოველთვის იარსებებს
საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და ყოველთვის იარსებებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენი არმია არის ახალგაზრდა, რომლის მშენებლობაც ოთხი წლის წინ დავიწყეთ, სერიოზული ფინანსური რესურსების ჩადება კი - სამი წლის წინ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი თქვენთან ერთად, სამ წელიწადში არმია არ იქმნება სრულყოფილად", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართულმა არმიამ აჩვენა ჩვეულებრივზე მეტი მომზადება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი, თუმცა სააკშვილის განცხადებით "ქართულ არმაიში 10-ჯერ მეტია გასაკეთებელი, 10-ჯერ მეტია საჭირო".
"ჩვენს მთავარ ამოცანას თქვენთან მიმართებაში მივაღწიეთ, გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და გადავარჩინეთ შეიარაღებული ძალები. შევინარჩუნეთ ტექნიკისა და ტყვია-წამლის აბსოლუტური უმრავლესობა, ცოცხალი ძალა და მთელი სტრუქტურა ", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
აქვე პრეზიდენტმა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელდება დაკარგულთა მოძიების პროცესი.
"მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგისა არ არის მიღწეული და მან უკვე იცის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის ყველა მცდელობას დახვდება მედგარი წინააღმდეგობა. ჩვენ რუსეთს არსად შევვარდნივართ. კავკასიონის მთები იმისთვისაა, რომ არც რუსეთი უნდა შემოსულიყო აქ. მთავარი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და ყოველთვის იარსებებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქართული შეიარაღებული ძალების განვითარება და გაძლიერება აქტიურად გაგრძელდება.