
ვერ დაგეთანხმებით ჩემო ძვირფასებო

ბალტიისპირეთის და პოლონეთის მაგალითმა უჩვენა, რომ მიგრაციას არ ზრდის გამარტივება (მათ შემთხვევაში გაუქმება), იზრდება მიმოსვლა

რაც შეეხება გამარტივებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის მონაცემები უცვლელია და რაა გამარტივებული?

აი კონკრეტული მაგალითი
ბრიტანეთის ვიზის მისაღებად საჭირო საბუთების სია
ვიზები გაიცემა საქართველოში
(შემდეგ მისამართზე “GMT Plaza” თავისუფლების მოედანი
Tel: (995 32) 27 47 47,Fax: (995 32) 27 47 79
E-mail: TbilisiVisaEnquiries@fco.gov.uk)
სავალდებულო დოკუმენტაცია:
• ეროვნული პასპორტი, მინიმუმ ექვსი თვის მოქმედების ვადით
• სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა ონლაინ რეჟიმში.გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სავიზო განაცხადის ფორმები არის ინგლისურ ენოვანი და შესაბამისად უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. )(აპლიკაცია შეგიძლიათ მიიღოთ
შემდეგ ინტერნეტ ბმულზე
http://visa4uk.fco.gov.uk/ApplyNow.aspx • 1 პასპორტის ზომის ფოტოსურათი (3,5 მმ 4,5 მმ-ზე, ღია ფონზე გადაღებული)
• ზუსტი სავიზო გადასახადი ლარებში
• ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებელი საბუთები: ბოლო 3-6 თვის საბანკო ანგარიშის დეტალური ამონაწერი და სახელფასო ქვითრები/ამონაწერი ან საგადასახადო დეკლარაციები/ბალანსი – ეს საბუთები მიუთითებენ იმაზე, რომ თქვენ ან თქვენს სპონსორს გაქვთ საშუალება დაფაროთ გაერთიანებულ სამეფოში ყოფნისას თქვენი პირადი და/ან თქვენზე დამოკიდებული პირების ყველა საჭირო და გაუთვალისწინებელი ხარჯები (გაითვალისწინეთ, რომ საბუთები, რომელიც ასახავს ავტომანქანის, მიწის და რაიმე სხვა საკუთრების მფლობელობას, აგრეთვე ფულის გადახურდავების ორდერი და ნაღდი ფული, არ იქნება მიღებული, როგორც დამაკმაყოპილებელი მტკიცებულება თქვენი და/ან ოჯახის/სპონსორის ფინანსური მდგომარეობის შესახებ).
• საქართველოში თქვენი საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი. თუ მუშაობთ, ცნობა სამსახურიდან თანამდებობის, მუშაობის ხანგრძლივობის, ხელფასის მითითებით. შვებულების შემთხვევაში უნდა იყოს მითითებული შვაბულება უხელფასოა თუ ხელფასის შენარჩუნებით.
თუ სწავლობთ, უნდა წარადგინოთ წერილი სასწავლო დაწესებულებიდან (დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე), რომელშიც მითითებული იქნება კურსის/ფაკულტეთის დასახელება. თუ თქვენ განთავისუფლებული ხართ ლექციებიდან გარკვეული პერიოდით, წერილში უნდა იყოს მითითებული აკადემიური შვებულების და სასწავლებელში გამოცხადების თარიღები.
• ძველი/წინა პასპორტი (თუ შესაძლებელია)
• თუ თქვენ ხართ სპონსორი და უგზავნით თქვენი საბანკო ანგარიშის დეტალური ამონაწერის ასლებს იმ პირ(ებ)ს, ვისაც იწვევთ, უსაფრთხოების მიზნით შეგიძლიათ ამოშალოთ ანგარიშის ნომერი და კოდი. ჩვენთვის მისაღებია თქვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერის ქსეროასლები/ფაქსით ან ელ-ფოსტით გამოგზანილი კოპიები ან დედანი. იმ შემთხვევაშიც, თუ გვაწვდით სახელფასო ქვითრებს, თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ ამოშალოთ ნებისმიერი პირადი მონაცემი, მაგალითად როგორიცაა ეროვნული სადაზღვეო ნომერი.
სტუდენტური ვიზა
• პასპორტი(რომელიც უნდა იყოს ძალაში კიდევ 6 თვის მანძილზე)
• შევსებული ანკეტა ონლაინ რეჟიმში (ინგლისურ ენაზე) )(აპლიკაცია შეგიძლიათ მიიღოთ
შემდეგ ინტერნეტ ბმულზე
http://visa4uk.fco.gov.uk/ApplyNow.aspx• ფერადი ფოტოსურათი(45mm x 35mm) ღია ფონზე გადაღებული)
• გაერთიანებული სამეფოს სასწავლო დაწესებულებაში (სკოლაში, კოლეჯში ან უნივერსიტეტში) ჩარიცხვის წერილი (დედანი ან სკანირებული ასლი, რომელიც სასწავლებლის მიერ პირდაპირ გამოგზავნილია სავიზო განყოფილების ელ-ფოსტის მისამართზე), რომელიც დაგვიდასთურებს, რომ თქვენ ჩარიცხული ხართ სასწავლო კურსზე. წერილში ამასთან ერთად უნდა იყოს მითითებული სასწავლო კურსის ტიპი, ხანგრძლივობა და საფასური. აგრეთვე სასურველია ჩანდეს თუ სად იცხოვრებთ სწავლის პერიოდის დროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო კურსი უნდა იყოს სრული, მთლიან განაკვეთზე (მინიმუმი 15 საათი კვირაში), უნივერსიტეტი, კოლეჯი ან სკოლა კი უნდა იყოს აკრედიტირებული გაერთიანებულ სამეფოს განათლებისა და მეცნიერები დეპარტამენტის მიერ. შენიშვნა: ფაქსით გამოგზავნილი ჩარიცხვის საბუთები არ მიიღება.
• საკონსულო მოსაკრებელი,რომელიც შეადგენს 337GL
• თუ ხდება სახელმწიფო დაფინანსება ,დოკუმენტაცია ამის თაობაზე
• თუ ხდება თქვენი კერძო დასპონსორება(მაგ:ბრიტანეთის კოლეჯის მიერ),მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ სპონსორის დასტური და დოკუმენტები თუ რა გზით მოახდენს თქვენს უზრუნველყოფას,აგრეთვე შესაბამისი მტკიცებულება ამის თაობაზე
• ძველი პასპორტი თუ ასეთი გაგაჩნიათ
• ფინანსური დასტური(მაგ:ცნობა ბანკიდან,ცნობა მშობლების სამსახურიდან სადაც მითითებული იქნება მათი შემოსავალიც
• საერთაშორისო ცნობა ჯანმრთელობაზე
• დიპლომი, ატესტატი ან რაიმე სერთიფიკატი, და თქვენი საქართველოში სწავლის დამადასტურებელი საბუთი (თუ თქვენ სტუდენტი ხართ – სტუდბილეთი, ჩათვლის წიგნაკი ან წერილი სასწავლო დაწესებულებიდან და ნიშნების უწყისი).
• საბუთები დამასტურებელი იმისა, რომ თქვენ წარსულში სწავლობდით ინგლისურ ენას. უნივერსიტეტიდან საბუთში მითითებული უნდა იყოს გავლილი ინგლისური ენის კურსის თარიღები და საათები, იმ გამოცდების ჩამონათვალი, რომლებიც ჩააბარეთ და კურსის დასწრების საათების რაოდენობა. თუ ემზადებოდით კერძო მასჩწვლებელთან, მისი წერილი, სადაც ნაჩვენები იქნება თუ როდის და რამდენი ხნის განმავლობაში ემზადებოდით მასთან, გავლილი საათების რაოდენობა. ამას თან უნდა დაერთოს მასწავლებლის პასპორტის და დიპლომის ქსეროასლი.
• დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ თქვენ შესძლებთ გადაიხადოთ როგორც სასწავლო კურსის, ასევე თქვენი და თქვენზე დამოკიდებული პირების ცხოვრების ხარჯები გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის დროს, და არ მოგიწევთ იქ მუშაობა და საჯარო ფონდბისთვის მიმართვა (მაგ., საბანკო ანგარიშის დეტალური ამონაწერი; თქვენი/ოჯახის წევრების სამსახურიდან ცნობები ხელფასის მითითებით; სპონსორობის შესახებ წერილი, სადაც ასახული იქნება დაფინანსების მიზეზი და ხანგრძლივობა, და ასევე რა თანხით გაფინანსებთ - უნდა მიუთითონ ერთიანი თანხა და ცალ-ცალკე აღნიშნონ თუ რა რისთვის არის გამოყოფილი, მაგ: მგზავრობის, სწავლის, ბინის, კვების და სხვა ხარჯების დასაფარად – ამას თან უნდა დაერთოს დადასტურება იმისა, რომ სპონსორს შეუძლია ამ თანხის გადახდა: ბოლო 6 თვის საბანკო ანგარიშის დეტალური ამონაწერი კაპიტალის ბრუნვითა და ბალანსით/ნაშთით.
• ცნობა ნასამართლეობაზე
• თუ ბავშვი არასრულწლოვანია მაშინ საჭიროა მშობლების თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული
ვიზის მიღების ვადა წარმოადგენს 1 დღეს
ტურისტული ვიზა
ვიზები გაიცემა საქართველოში
(შემდეგ მისამართზე “GMT Plaza” თავისუფლების მოედანი
Tel: (995 32) 27 47 47,Fax: (995 32) 27 47 79
E-mail: TbilisiVisaEnquiries@fco.gov.uk)
• პასპორტი(რომელიც უნდა იყოს ძალაში კიდევ 6 თვის მანძილზე)
• შევსებული ანკეტა ონლაინ რეჟიმში(ინგლისურ ენაზე) )(აპლიკაცია შეგიძლიათ მიიღოთ
შემდეგ ინტერნეტ ბმულზე
http://visa4uk.fco.gov.uk/ApplyNow.aspx• ფერადი ფოტოსურათი(45mm x 35mm) ღია ფონზე გადაღებული)
• საკონსულო მოსაკრებელი,რომელიც შეადგენს 150 GL
• ფინანსური დასტური
• ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის მითითებით,თუ სტუდენტი ხართ ცნობა სასწავლებლიდან
• ძველი პასპორტი თუ ასეთი გაგაჩნიათ
• სამოგზაურო სააგენტოდან მიღებული მოწვევის ორიგინალი,სადაც მითითებულია მგზავრობის დეტალები და თარიღი
* სასტუმროს ჯავშანი
*ბილეთის ჯავშანი დახურული თარღით
მოკლედ ისევ ტრაკში ვართ
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს