გთავაზობთ ნაწყვეტს ერთი საინტერესო სტატიიდან:
შემდეგი ომი რუსეთს ერთდროულად სამ ქვეყანასთან მოუწევს
სიახლე — თავფურცელი
01:31 17.12.2008
რუსული საზღვაო ფლოტიც გააქტიურდა და საკუთარი ძალის თუ არა, გემების რაოდენობის დემონსტრირებას ახდენს
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[გოჩა ჯელია]
ვის უფრო უნდა აწყობდეს კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ახალი ესკალაციის შემთხვევაში რომ გაცილებით ფართომასშტაბიანი ომია მოსალოდნელი და ჰაერისა და ხმელეთის გარდა, ზღვასაც მოიცავს, ამაზე ექსპერტები პრაქტიკულად თანხმდებიან.
რუსი ადმირალი ვლადიმირ კომოედოვი ომის განახლებას უახლოეს თვეებში ვარაუდობს და ასპარეზად შავი ზღვის აკვატორიას ასახელებს. მისი აზრით, სააკაშვილი, სამხრეთ ოსეთში მარცხისათვის, დასავლეთის მხარდაჭერითა და დახმარებით რევანშს ეცდება. მისივე ინფორმაციით, რუსეთთან კონფლიქტისათვის აშშ-ც სერიოზულად ემზადება.
- ”ეს თეორიული მოსაზრება კი არა, დასაბუთებული ფაქტია. აშშ-ს პრეზიდენტმა გემების დაზღვევისათვის საჭირო სახსრების გამოყოფის განკარგულება გასცა. ასეთ ზომებს, როგორც წესი მსხვილი შეიარაღებული კონფლიქტის წინ იღებენ. სააკაშვილს კი უკვე დაწყებული აქვს აქტიური დივერსიული მოქმედებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ”.
ქართული არმიის წვრთნაში ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობის თემაც რა თქმა უნდა, რუსეთში კვლავ აქტუალურია. რუსი სამხედროები წონასწორობას კარგავენ უკრაინის პრეზიდენტის იუშჩენკოს მზადყოფნის გამო, დაეხმაროს საქართველოს არმიას ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში.
ფაქტია ისიც, რომ საქართველოსადმი დახმარების გარდა, უკრაინა საკუთარ არმიასაც გამალებით სრულყოფს - ატარებს სასაზღვრო ჯარების სწავლებებს და რუსეთის საზღვრებთან მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს ათავსებს.
რუსი ადმირალი შეშფოთებულია, რომ რუსეთს მაინც და მაინც ახლა მოუნდა ახალი ე.წ. ”სამხედრო რეფორმები”.
- ”ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ უკიდურეს საფრთხეს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ემუქრება”, - განუცხადა კამოდოევმა გაზეთ ”სოვეტსკაია როსიას”.
მისივე ინფორმაციით, სამხედროთა განწყობა რუსულ ჯარში და კერძოდ საზღვაო ფლოტში უმძიმესია და გაურკვევლობა და პესიმიზმი მეფობს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისათვის, შავ ზღვაში ამერიკული ფლოტის შემოსვლის პასუხად რუსული ფლოტის სიამაყე ”პეტრე დიდი” კარიბის ზღვაში აშშ-ს საზღვრებთან გადაესროლა. თუმცა ეს ”მახინა” ბრძოლისუუნარო ლითონის გროვა რომაა, ამას თვითონ რუსი მეზღვაურები აღიარებენ.
ბოლო ხანებში, რუსული გემები პრაქტიკულად სერავენ ოკეანეებს. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აგვისტო-სექტემბერში, ამერიკულმა საბრძოლო გემებმა “მაკფოლმა”, “დალასმა”, ”მეისონმა” და ამერიკული ფლოტის ყველაზე სრულყოფილმა საკამანდო გემმა ”მაუნტ უიტნიმ” ერთმანეთის მიყოლებით, ბოსფორი გადმოლახეს და შავ ზღვაში შემოვიდნენ.
ამერიკული გემები, მართალია ოფიციალურად საქართველოს დახმარების ჰუმანიტარული მისიით შემოვიდნენ, მაგრამ პანიკას რუსეთში საფუძველი ნამდვილად ჰქონდა - ეს ხომალდები სპეციალისტების აზრით, პრაქტიკულად მცურავი სამხედრო ბაზებია. მათ ათასობით კილომეტრზე სარაკეტო იერიშის განხორციელება შეუძლიათ. ამას გარდა, მათზე დამონტაჟებული ანტი-სარაკეტო საჰაერო სისტემებით რუსული ავიაციის უპირატესობა საქართველოს ცაზე ნეიტრალდება.
ამ ფონზე, რუსული საზღვაო ფლოტიც გააქტიურდა და საკუთარი ძალის თუ არა, გემების რაოდენობის დემონსტრირებას ნამდვილად ახდენს. ვენესუელასთან ერთობლივი წვრთნების შემდეგ ატომური კრეისერი ”პეტრე დიდი” ახლა არაბეთის ზღვისკენ დაიძრა.
ამ მიმართულებით მიცურავს წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო ხომალდები: ”ადმირალი ვინოგრადოვი”, ”ბორის ბუტომა”, ”პეჩენგა” და მაშველი ბუქსირი ”ფოტიუს კრილოვი”. თავისი ფლოტის დროშის დემონსტრირებას ამჯერად რუსები ინდოეთთან ერთობლივ სწავლებაში მოახდენენ.
რუსეთ-ვენესუელას ერთობლივ წვრთნა ”ვენრუს 2008”-ში მონაწილე კიდევ სამი გემი - საბრძოლო ”ადმირალი ჩაბანენკო” და უზრუნველყოფის ხომალდები ”ივან ბუბნოვი” და ”სბ-406” 19 დეკემბერს კუბის დედაქალაქ ჰავანას მოინახულებენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს რუსეთის პირველი ”მეგობრული ვიზიტია” ამ ქვეყანაში.
უძრავად, მაგრამ საბრძოლო მზადყოფნაში, მხოლოდ სევასტოპოლში დისლოცირებული შავი ზღვის რუსული ფლოტია. რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელი ომი საქართველო-უკრაინა-აშშ-სთან მასშტაბური იქნება და სავარაუდო არენად შავი ზღვის არეალს ასახელებენ.
ამასობაში, უკრაინა რუსეთის გემების საქმიანობაზე კონტროლის დაწესებას ცდილობს. ”სევასტოპოლის უკრაინელთა კონგრესს” ეჭვი აქვს, რომ შავი ზღვის ფლოტის არსენალში რუსებს მასობრივი განადგურების იარაღი აქვთ.
ლატვიელი სამხედრო ატაშე გენერალი არვიდას კრივჩუსი გაზეთ ”დელფი”-სადმი მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთი სუსტი პოზიცია ავიაციაა. რუსეთთან ომისთვის მზადყოფნისა და ნატოსთან შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ქართულ არმიას 20-25 ათასი და უფრო მეტი ოკუპანტის მოგერიება, მთიანი რელიეფის გამოყენებით, მისი აზრით, თავისუფლად შეეძლო.
- ”ლატვიასაც არა აქვს რუსული აგრესიის შემთხვევისათვის გათვლილი ყველა სახეობის სრულყოფილი სამხედრო ინფრასტრუტურა, მაგრამ კარგად გაწერილი საიდუმლო სტრატეგიული პროგრამით, ზუსტად ვიცით, ნატოს რომელი ქვეყნის, რომელმა სამხედრო ქვედანაყოფმა რა დახმარება უნდა გაგვიწიოს ომის დროს. ამიტომაც უხარიათ რუსეთში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება”, - განაცხადა ლატვიელმა გენერალმა.
სინამდვილეში, რუსეთის ფლოტის შესაძლებლობები ნატოსთან შედარებით, მინიმალურია. რუსეთს ჰყავს მოძველებული ავიამზიდები და ახლო მომავალში ახლის შექმნაც არ იგეგმება.
- ”ასეთი ფლოტის მქონე ქვეყნის საზღვაო ამბიციები უსაფუძვლოა და ღია ოკეანეში არა თუ სტუმრები ვართ, არამედ შემთხვევითი გამვლელები. ყველაფერთან ერთად, სამხედრო საზღვაო ფლოტში დამღუპველი რეფორმები წამოვიწყეთ, რასაც სავარაუდოდ ათწლეული დასჭირდება”, - ამბობს რუსი ადმირალი კომოედოვი.
დროის გარდა, სამხედრო რეფორმა, მით უფრო საზღვაო ფლოტისა და ავიაციის გადაიარაღება, უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სულ ახლახანს კი, მედვედევმა სახალხოდ აღიარა, რომ მომავალი წელი რუსეთის ეკონომიკისათვის ურთულესი იქნება.
- ”ყველაზე ცუდი ისაა, რომ არ ჩანს ძირი, ანუ კრიზისის დროის ჩარჩოები”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
====================================================
ახლა კი გავიხსენოთ რას ვამბობდი ამ თემის პირველ პოსტში, რომელიც 3 ოქტომბერს დაიწერა:
" ევროპული პროექტი „დემოკრატიული რუსეთ“ ჩავარდა – იწყება ამერიკული პროექტი „დასუსტებული ან სულაც დაშლილი რუსეთი“!!!"
==========================================================
დავუმატოთ ამ ყველაფერს რუსეთში მზხარდი ეკონომიკური კრიზისი, რუსეთისათვის კატასტროფულად გაიაფებული ენერგორესურსები, ა.შ.შ-ს მხრიდან (მახსოვს მე სკეპტიკოსების მოთქმა - ობამა პოლიტიკას შეცვლის, საქართველოს რუსეთს დაუთმობსო

) საქართველოსთან სამხედრო ხელშეკრულებაზე აქტიური საუბრის დაწყება, ჯართად ქცეული რუსული არმია (ქართულ არმიას რომ ჯახირით უგებ ომს, ეს სულაც არ ნიშნავს რომ არმია ძლიერი გყავს) და მიიღებთ სრულ სურათს იმ ყველაფრის შესახებ რაც მოხდა, ხდება და მომავალში მოხდება.
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა