მოსკოვმა და თბილისმა ზარალზე პასუხი თანაბრად უნდა აგოს
``იუნესკოს`` ექსპერტები მოსკოვსა და თბილისს კავკასიაში სამხედრო მოქმედებების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი კანონდმებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ისინი აცხადებენ, რომ 2008 წლის 8–12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის გარშემო მიმდინარე კონფლიქტში როგორც რუსეთმა, ისე საქართველომ კულტურული ფასეულობების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი კანონდმებლობა დაარღვიეს.
ექსპერტების დასკვნის საფუძველი თანამგზავრული გადაღებები გახდა.
როგორც 2 ოქტომბერს გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა ARD–მა გადმოსცა, ექსპერტიზისას კომისიის წევრები კოსმოსური გადაღებების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს ეყრდონოდნენ, რომლებიც ორბიტალური თანამგზავრიდანაა გადაღებული.
საერთაშორისო კრიზისული შტაბის ``მუზეუმი გასაჭირში`` ხელმძღვანელის თომას შულერისა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წარმომადგენლების შეფასებით, სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს ზიანი როგორც რუსულმა, ისევე ქართულმა მხარეებმა მიაყენეს. თანაც, როგორც თანამგზავრული მონაცემები ადასტურებს, ცალკეულ შემთხვევებში ნგრევა მიზანმიმართულად, ომის ოფიციალური დასრულების შემდეგაც ხორციელდებოდა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა და საქართველომ თანაბრად დაარღვიეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფუძემდებლური საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, კერძოდ, 1954 წლის ჰააგის კონვენცია.
რაც შეეხება ზარალის მოცულობას, მნიშვნელოვანი ნგრევა განიცადა ცხინვალის ისტორიულმა განაშენიანებამ – ებრაულმა უბანმა სინაგოგის ჩათვლით, 1930–იან წლებში აგებულმა უნივერსიტეტმა, მე–19 საუკუნის ეკლესიამ, ასევე ოსი მკვლევარის ვასილი აბაევის სახლ–მუზეუმმა და ბიბლიოთეკამ.
თამარაშენში ასევე სერიოზულად დაზარალდა ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და მთარგმნელის ივანე მაჩაბლის მუზეუმი, ასევე მუზეუმი–ნაკრძალი და დიდი და პატარა ლიახვის ხეობები.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=1444&ct=23მიშა მაგარია!