ამ მხიარულ თემაში მომიტევეთ ამ ცოტა პრეტენზიული პოსტით გამოსვლა

:
ეს არის პოლიტიკური კონკურენციის საკითხი, ხომ სწორია? ანუ, სრულყოფილი პოლიტიკური კონკურენცია ხელს უწყობს ქვეყნისთვის საუკეთესო ალტერნატივებისა და უნარიანი ხალხის გამოვლენას, სხვადასხვა პარტიების მონაცვლეობას ხელისუფლების სათავეში.
რითი განსხვავდება პოლიტიკური პროცესი საქართველოში განვითარებული დემოკრატიებისგან, და რა აფერხებს ჩვენში ჯანსაღ კონკურენციას?
1. ეკონომიკის სისუსტე.
ჩვენში პოლიტიკურ კონკურენტებს არ აქვთ თავ-თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკური დასაყრდენი (აქ პოლიტიკოსთა საქმიანობას დაფინასებას არ ვგულისხობ, ვგულისხმობ სერიოზულ ეკონომიკურ ინტერესებს, რომლებიც ზურგს უმაგრებს ამა თუ იმ პარტიის ეკონომიკურ პროგრამას) - ისინი, არსებითად, ერთი და იგივე რესურსებისა და ბიზნესების გაკონტროლებისთვის იბრძვიან.
ეკონომიკური ბერკეტების გარეშე პოლიტიკური დისკუსია სტუდენტურ დებატებს ემსგავსება.
2. ჩვენთან
არ არსებობს პოლიტიკური პროცესსის სანდო, დამოუკიდებელი არბიტრი.
დასავლეთში პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს იცავს დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლო სისტემა. ჩვენთან ოპოზიციას მხოლოდ ხელისუფლების ლმობიერების, ხოლო ხელისუფლებას - ოპოზიციის ლოალობის იმედი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ეს აშკარა ძალმომრეობის თავიდან აცილებას თუ ადგება, ხოლო ცილისწამებისგან, შეურაცხყოფისგან, დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან არცერთი მხარე არაა დაცული. რაც მთავარია, დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ვერც საარჩევნო პროცედურების გაკონტროლება ხერხდება.
3. პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა.
ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დისკუსიების შინაარსი. ჩვენში პათეტიკური დემაგოგიის გარდა საზოგადოება არავის არაფერს სთხოვს. დასავლეთში გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებზეა საუბარი, ჩვენთან კი "ქართულ გენზე"

. იქაურ პოლიტოკესებს ზედმეტი ინტელექტუალობით და მონდომებით კი არ მოსდით ეს - უბრალოდ, მათ
საზოგადოება სთხოვს ძალიან კონკრეტულ პასუხებს უამრავ ძალიან სპეციფიურ საკითხზე. სხვადასხვა არასამთავრობო ჯგუფები აიძულებენ პოლიტიკოსებს (მთავრობასაც, და ხელისუფლების სათავეში მოსვლის მსურველებსაც) გააფართოვონ პოლიტიკური დისკუსიის საწიერი, გაითავისონ პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მთელ სპექტრზე.
ჩვენთან არც ხელისუფლებას აწუხებს ვინმე მაინცდამაინც, და ოპოზიციას ხომ "წადი! წადი! გადადექი!"-ს ძახილის გარდა საერთოდ არაფერი მოეთხოვება. მაგრამ პარალელურად ხალხს რაღაც ცვლილებებიც უნდა - ამიტომ ირჩევს იმათ, ვისაც თან მთავრობაში ”პრაქტიკული მუშაობის” გამოცდილება აქვს ასე თუ ისე, თან "წადი! წადი!"-ს დაიძახებასაც მოსწრებულად.
რაშია გამოსავალი?
1. არაპოლიტიკური
ინტერესთა ჯგუფების გააქტიურება- - მათმა მოთხოვნებმა უნდა ჩამოაყალიბოს პოლიტიკური დისკუსიების რეალური "დღის წესრიგი".
2.
მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება - აქ საჭიროა მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობა ("ერთობლივში" შეხმატკბილებულს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ კონსტრუქტიულს). იმედი არის, რადგან ეს ობიექტურად ორივე მხარის ინტერესებშია.
3. ყველაზე ექსტრავაგანტული იდეა:
მარატორიუმის გამოცხადება ვადამდელი (sic!) არჩევნების ჩატარებაზე კონსტიტუციით განსაზღვრული მომდევნო საარჩევნო ციკლის დაწყებამდე (ანუ, 3-4 წლით), და პარალელურად - ოპოზიციური ”
ჩრდილოვანი” კაბინეტის ჩამოყალიბება - არა ”ორთაჭალის ბაღებში”, არამედ სათანადო იურიდიული გარანტიებით. ანუ, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ოპოზიციას კანონით უნდა მიენიჭოს უფლება (და დაეკისროს ვალდებულება) ჩამოაყალიბოს საკუთარი ”ჩრდილოვანი კაბინეტი” - ეს იქნება ნებისმიერი ოპოზიცისათვის (ახლაც და მომავალშიც) პოლიტიკური სიმწიფის ტესტი.