ბადრი ბიწაძე: ”თუ ასე გაგრძელდა, თანამდებობას დავტოვებ”
პოლიტიკა — თავფურცელი
12:29 08.10.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ნინო ლურსმანაშვილი ”ვერსია”]
ბოლო დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, ერთმანეთის მიყოლებით, სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ამ ფაქტების ტელევიზიით გადაცემისთანავე, საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა - იქნებ, ხელისუფლება სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს, ბადრი ბიწაძეს მეუღლის - ნინო ბურჯანაძის გააქტიურებას არ პატიობს? ”ვერსიასთან” საუბრისას, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ბადრი ბიწაძის გამო იჭერენ. მეტიც, მისი ვარაუდით, ამავე მიზეზით, ამ უწყებას ბიუჯეტი 39%-ით გაუნახევრეს.
- ამ ყველაფერს, სხვა სახელს ვერ მოვუძებნი. იჭერენ ტექნიკურ შემკეთებელს, რომელსაც არა აქვს უფლება, საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილებისას, მათ შეღავათი გაუწიოს. კადრებში კარგად ჩანდა, რომ ამ ადამიანს ერთი კაცი ხელებს აწევინებს, მეორე - ხელს უგრეხს და მესამე - ფულს უდებს ჯიბეში. ამიხსნას ვინმემ, რა შუაშია ტექნიკური შემკეთებელი, სხვაგვარად რომ ვთქვა - ”მონტიორი” მოქალაქის საზღვრის გადაკვეთასთან? გულწრფელად გეუბნებით, ასეთი ფაქტი მარტო ჩვენი ქვეყნის კი არა, სხვა ქვეყნის პრაქტიკაშიც არ მსმენია. ჩვენთან კი, ხომ ხედავთ, რა ხდება. როგორც ჩანს, ძალიან დიდი მონდომებაა, რომ როგორმე მესაზღვრეს ფული ააღებინონ. კადრები, რომელიც შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გაავრცელა, მათი მომზადებულია და ეტყობა გამორჩათ, რომ მათში კარგად ჩანს - ერთ-ერთი თანამშრომელი როგორ უდებს ხელში ფულს დაკავებულს.
კი, მაგრამ, დაკავებულმა ხომ აღიარა, ქრთამი ავიღეო?
- როცა ასეთი ფაქტები ხდება, აღიარება გასაკვირი აღარ არის. ასეთივე შემთხვევა იყო ლაგოდეხში. დააკავეს მწვანე საზღვრის მესაზღვრე, რომელიც შვებულებშაში იმყოფებოდა და საკონტროლო გამტარ პუნქტთან არავითარი შეხება არ ჰქონდა. მასთან სახლში შორეული ნათესავი მივიდა და სთხოვა, საზღვრამდე მიმაცილეო. შემდეგ, ამ ნათესავმა ტაქსის ფული მისცა, რომელიც თურმე, დანომრილი იყო. არადა, იმ პიროვნებას პასპორტიც წესრიგში აქვს და ყველანაირი საბუთიც. მესმის, რომ ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა უნდა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა და არც ასეთი მეთოდებით ბრძოლა შეიძლება.
მოკლედ, იმის თქმა გინდათ, რომ ამ ყველაფრის სათავე ბადრი ბიწაძეა?
- ალბათ ასეა. ასეთი დაინტერესება ამ უწყებაში არსებული დეტალებით, ეჭვს იწვევს. კი, ბატონო, კორუფციას უნდა ვებრძოლოთ. ახლა მტკიცება რომ დაგიწყოთ, ჩემს უწყებაში ქრთამს არასოდეს არავინ იღებს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ერთეული შემთხვევები ისევე, როგორც ყველგან, მართლაც შეიძლება იყოს და მათზე ძალიან მკაცრ რეაგირებას ვახდენთ. ქუჩიდან მოსული ჩინოვნიკი ხომ არა ვარ, არ ვიცოდე, კორუფციას როგორ ვებრძოლო. დამიჯერეთ, უარესია, როცა კოლექტივში განწყობა იქმნება, რომ ამ ყველაფერს სამართალდამცავები რაღაცის გამო აკეთებენ. აშკარაა, მსგავი ფაქტები პოლიტიკური თვალსაზრისით კეთდება და ხალხი უკვე ხვდება _ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ტყუილად, ბადრი ბიწაძის გამო იჭერენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ფაქტებისა და ეჭვების გამო, თანამდებობის დატოვება გადაწყვიტეთ. თურმე, განცხადებაც კი გქონიათ უკვე მომზადებული.
- ჩვენ ძალიან წარმატებული რეფორმა გავატარეთ, წარმატებული სამსახური ჩამოვაყალიბეთ და შედეგები ყველგან სახეზეა. ჩვენ ფილმიც გვაქვს გადაღებული, ამ უწყებაში რა გაკეთდა და დღეს როგორ მუშაობს. არაერთი საერთაშორისო პროექტია დასასრულებელი. ერთ-ერთ მათგანზე, უახლოეს მომავალში, ლიტვაში ხელი უნდა მოვაწეროთ. ჩემი თანამდებობა პოლიტიკური ხომ არ არის? ოპოზიცია იქნები თუ ხელისუფლება, ქვეყნის საზღვარი უნდა დაიცვა. ეს პატრიოტული მოვალეობაა და მიმაჩნია, რომ ჩემს საქმეს წარმატებულად ვასრულებ. საპასუხისმგებლო საქმე მაბარია. თავიდან, ძალიან რთული იყო მუშაობა. სტრუქტურა ასაწყობი იყო. ახლა რომ იჩენენ, ასეთი ინტერესი სხვა მხრივაც ადრე რომ გამოეჩინათ, გაცილებით უკეთესი შედეგის წინაშე ვიდგებოდით. ამიტომ დავაყენე საკითხი, ხელმძღვანელობა დაინტერესდეს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე. გამოარკვიონ ყველაფერი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, უდიდესი ტრაგედია იქნება, ერთი უდანაშაულო კაციც კი, თუნდაც ერთი თვით რომ მოხვდეს ციხეში.
ამით რისი თქმა გინდათ?
- იმის, რომ თუ ასე გაგრძელდა და როგორც ჩანს, გაგრძელდება, თანამდებობიდან წასვლას ვიფიქრებ. წარმოიდგინეთ, ხვალ კიდევ ვიღაც რომ დააპატიმრონ და თქვან, ჯიბეში 20 ლარი აღმოვუჩინეთ, რომელიც ქრთამად აიღოო... ასე გაგრძელება არ შეიძლება! თუ ასე გაგრძელდა, გადაწყვეტილებას მივიღებ. არ შეიძლება, ეს ხალხი ჩემი გულისთვის დაიჩაგროს. დამნაშავეებს კი არ ვიცავ, არაობიექტური კი არ ვარ, ვხედავ, რომ კონკრეტული უდანაშაულო ადამიანები ჩემს გამო ისჯებიან და... კოლექტივშიც უკვე ეს აზრია, რომ ბადრი ბიწაძის გამო იჭერენ უდანაშაულო თანამშრომლებს. მეტსაც გეტყვით, მხოლოდ კონკრეტული ადამიანები კი არა, მთელი უწყება ზარალდება ჩემს გამო.
რას გულისხმობთ?
- გეცოდინებათ, ბიუჯეტის გაზრდისთვის როგორ ვიბრძოდით. სასაზღვრო პოლიცია, ფინანსების მხრივ, სამართალდამცავი ორგანოებიდან ყველაზე დაჩაგრული უწყება იყო. 2007 წელს მივაღწიეთ და ბიუჯეტი გაიზარდა. რისი წყალობითაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. დღეს კი, იცით, რა გავიგე? 2009 წელს ჩვენი ბიუჯეტი 39%-ით იქნება შემცირებული. წარმოგიდგენიათ, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ომის დროს, სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტი 80 მილიონი ლარიდან 49 მილიონზე დაჰყავთ.
იცით, რა ვერ გავიგე? მე ხომ არ მაძლევენ ამ ფულს? ეს ბადრი ბიწაძის ბიუჯეტი ხომ არ არის? საზღვრის დაცვის ბიუჯეტია! მრავალი დაწყებული პროგრამა ბოლომდეა მისაყვანი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - თურქეთთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული გემის შეძენაზე. ამ ხელშეკრულების ინიციატორი თავად ხელისუფლება იყო. ერთი გემი უკვე შევიძინეთ და ძალიან მოეწონათ. საქართველოს, ბოლო პერიოდში, მსგავსი მართლაც არაფერი შეუძენია. ახლა ხელშეკრულებაზე საჯარიმო სანქციები წამოვა და რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, ჩვენთვის ბიუჯეტის შემცირება თავში ვის მოუვიდა.
კი ამბობთ, პოლიტიკური თანამდებობა არ მიკავიაო, მაგრამ ალბათ, ძალიან შეუთავსებელია ერთმანეთთან - ნინო ბურჯანაძე ოპოზციაში, თქვენ კი - სახელმწიფო უწყებაში თანამდებობის პირი.
- ხომ ვამბობთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქვეყანაში დემოკრატია არის? თუ ასეა, მაშინ სხვანაირად უნდა იყოს.
სახელმწიფო სამსახურში მუშაობისას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მეუღლე ოპოზიციონერია თუ არა. ეს არის დემოკრატია. სხვა შემთხვევა იქნება, საკითხი ამგვარად რომ დგებოდეს - ვასრულებ თუ არა მე ჩემს მოვალეობას. თუ ვასრულებ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი მეუღლე ოპოზიციონერია თუ არა? მაგრამ თუ ტოტალიტარული ქვეყანა ვართ, როგორც გვაბრალებენ, ამ შემთხვევაში, პირდაპირ უნდა გამოვაცხადოთ, რომ თანამდებობებზე მხოლოდ ერთი ფენის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.
ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას 40 კითხვა დაუსვა. თქვენ გიცდიათ, ამ კითხვებზე პასუხი შესაბამისი თანამდებობის პირებისგან მიგეღოთ?
- ჩემთვის არავის უკითხავს, კონკრეტულ ფაქტებსა და მოვლენებზე რას ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, სახელმწიფო სამსახურში ვარ და ამ ყველაფერს თავს შეგნებულად ვარიდებ. ისე კი, რა თქმა უნდა, ყველა ამ კითხვაზე ვიცი, რა პასუხი იქნება და რა პასუხია რეალურად. ისეთ თანამდებობაზე ვარ, ჩემთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
თქვენთვის ის ინფორმაციაც ხელმისაწვდომია, ომის დროს მართლა გარბოდნენ თუ არა თანამდებობის პირები საქართველოდან?
- როცა ადამიანები საზღვარს გადაკვეთენ, სპეციალური რეკვიზიტები ივსება. ეს ინფორმაციები კომპიუტერში რჩება და შესაბამის ორგანოებს აქვთ უფლება, ამ სიების ამოყრა მოითხოვონ. პირველ რიგში კი, ამ ინფორმაციის მოთხოვნა პარლამენტს შეუძლია. თუ მოითხოვენ, დავინტერესდები და გადავცემ მონაცემებს. ამ საკითხთან დაკვშირებით, ისეთი ჭორიც აგორდა, თითქოს მესაზღვრეები, ომის დროს, საზღვრის გადაკვეთაში ხალხს ფულს სთხოვდნენ. გამოიძიონ ყველაფერი. ასე, ჭორის დონეზე საუბარი არ შეიძლება. არც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაა მიზანშეწონილი. ისე, რეკვიზიტების შევსებისას, თანამდებობა არ იწერება და სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ, რა სახელისა და გვარის ადამიანებს სურდათ ომის დროს ქვეყნის დატოვება. ჩემთვის ისაა ცნობილი, რომ ზოგი მიმართულებით ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა ომის დროს ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. მაგალითად - სადახლოს საკონტროლო გამტარ პუნქტზე, წითელ ხიდზე...
სასაზღვრო პოლიცია, ომის პერიოდში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. დღეს რა ხდება ქვეყნის საზღვრებზე?
- ყველგან, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, სტაბილური მდგომარეობაა. საზღვარი დაცულია და არც ერთი მიმართულებით არავითარი გართულებები არ ფიქსირდება.
სამაგიეროდ, დაფიქსირდა, რომ მარნეულის რაიონში, სადახლოსთან მდებარე საზღვართან სომეხმა მესაზღვრეებმა უზარმაზარი შენობა, ადგილობრივების მტკიცებით - სამხედრო ბაზა ააგეს.
- გარწმუნებთ, ამ ადგილას საზღვარი ისევ იქ გადის, სადაც ადმინისტრაციული საზღვარი იყო. მას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ და ვიცავთ. პრობლემა ისაა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა. 15 წელია, ამას საშველი არ დაადგა. გარკვეულ სირთულეებს სწორედ ეს წარმოშობს - ზოგ მონაკვეთზე მათ აქვთ პრეტენზია, ზოგზე კი - ჩვენ. დემარკაციის საკითხი მიმდინარეობს და როცა საზღვარი გარკვეული და დადგენილი გვექნება, პრობლემაც მოგვარდება. ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ გადმოსვლის ან შემოწევის უფლებას არავის მივცემთ. რაც შეეხება შენობას, თავის ტერიტორიაზე სომხებს შენობის აშენებას ნამდვილად ვერ დავუშლით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4278დევიწვი ამგენის

საცოდაობით

სად სა შემიძლია ამდენი, ბეჩა. კაცი პოლიტიკურ კი არა პატრიოტულ თანამდებობაზე ყოფილა და არ უფასებენ.
მაინც რა
უბედურობაა 
ასეთი უმადურობა?
არც ანზორიკოს დოუფასეს და აგერ არც ბადრიკოს უფასებენ ...
ჰოდა,
მიდგა-მოდგა ნინიკო ( ჩხაიძის ცოლის არ იყოს © ედიკა) და ამ დემოკრატიის შუქურად აღიარებულ საქართველოს დემოკრატია აკლიაო და ჯერ ფონდი დააარსა და ახლა საერთოდაც "დემოკრატიული ალიანსი" ... აბა მარტო ქრისტიანებს უნდათ ალიანსში ყოფნა?!
ზოგი ალიანსში ... ზოგი გალია(ს)ში
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/