დედაჩემი თელავიდანაა, რომლის მამაც მატნელია და წარმოშობით კი რაჭველი, დედა თელაველი და წარმოშობით იმერელი.
მამაჩემი სხვადასხვა დროს იზრდებოდა სოხუმში, ქუთაისში და თბილისში. დედის ქუთაისელი ყავდა, რომლის მამაც წარმოშობით ქიზიყელი იყო, დედა -იმერელი.
მამაჩემის მამა იმერელია, რომლის გვარიც მესხეთიდან მოდის, ხოლო მამას ბებია კი გურული იყო.
თავად მე დავიბადე და გავიზარდე თბილისში.
არ დამეზარა ამდენი წინაპრის ჩამოთვლა ერთი მარტივი მიზეზის, გამო - ძალიან ბევრ თქვენთაგანს ეყოლება ძალიან ბევრი სხვადასხვა წარმოშობის წინაპარი, როგორ უნდა "მივხვდეთ" სადაურები ვართ?
პირადად მე არც კახელი ვარ, არც რაჭველი, არც იმერელი, არც მესხი და არც გურული, ვარ ქართველი და მორჩით ამ კუთხურობის დემონსტრირებას!