ქალბატონო ნინო,
1) რატომ არ გაგიჩნდათ შეკითხვები ედუარდ შევარდნაძის მიმართ 1992 წელს ან მომდევნო წლებში მის მიერ დაგომისის ხელშეკრულების გაფორმებისთვის?
2) მიგაჩნიათ თუ არა, რომ დაგომისის ხელშეკრულებით ცხინვალის რეგიონი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა? რითი ამართლებთ ამ ხელშეკრულების დადებას? არის თუ არა დღევანდელი სიტუაცია ამის შედეგი?
3) მიგაჩნიათ თუ არა 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში საძარცვავად ჯარის გაგზავნა საქართველოს ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულად?
4) აღიქვამთ თუ არა 1992 წლიდან აფხაზეთზე დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებების დადება სახელმწიფო ღალატად?
5) რატომ მისცა შევარდნაძემ იმ მხარეს, რომელიც საქართველო ომში დაამარცხა, სამშვიდობო მანდატი 1994 წელს? (p.s. 2002 მუდმივად დარჩენა შესთავაზა)
6) როგორ აფასებთ შევარდნაძის როლს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საქმეში?
7) მიგაჩნიათ თუ არა რომ ტერიტორიების დაკარგვა პირდაპირ კავშირშია 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებასთან?
შეძლებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქალბატონი ნინო?
ვნახოთ როგორ ახსნა-განმარტება ექნება. ისე ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც მაინტერესებს
This post has been edited by თეთრი გედი on 11 Oct 2008, 19:26