საქართველოში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია
საქართველოში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს, «PLATT’ EUROPEAN MARKETSCAN»-«FOB MED (ITALY)»-ის მიხედვით, საერთაშორისო ფასები ერთ ტონა ნავთობპროდუქტებზე ასეთი იყო: ბენზინი - 606.00 დოლარი/ტონაზე; დიზელი - 674.25 დოლარი/ტონაზე; ნავთი - 734.50 დოლარი/ტონაზე; მაზუთი - 400.25 დოლარი/ტონაზე.
9 ოქტომბერს იმავე მონაცემებით ნავთობპროდუქტების ფასი შეადგენდა: ბენზინი - 699.00 დოლარი/ტონაზე; დიზელი - 736.00 დოლარი/ტონაზე; ნავთი - 815.25 დოლარი/ტონაზე; მაზუთი - 457.00 დოლარი/ტონაზე.
შესაბამისად, კავშირის ინფორმაციით, მოსალოდნელია ბენზინსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება საცალო ბაზარზეც.
ამასთან, შემცირდა ოპეკ-ის სანავთობო "კალათის" ფასიც. ის პირველად ბოლო 13,5 თვის განმავლობაში ბარელზე 70 დოლარს ქვევით დაეცა. 2008 წლის 15 ოქტომბერს ოპეკ-ის "კალათის" ფასმა შეადგინა 68.58 (-4.91) დოლარი/ბარელზე. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2007 წლის 31 აგვისტოს შემდეგ, როცა ოპეკ-ის "კალათის" ფასმა შეადგინა 68.30 დოლარი/ბარელზე.
ცნობისთვის, ოპეკ-ის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირებული მაჩვენებელი - 140,73 დოლარი/ბარელზე.
მგონი გვეშველება ჩვენც
