QUOTE (ივერა III @ 17 Oct 2008, 04:43 ) |
sandy
QUOTE | მოკლედ, ამ მართლმადიდებლური აღზრდით ბავშვებს, შეიძლება ითქვას, ვღუპავთ. რელიგია და სკოლა ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს! |
თქვენ მასწავლებელი ხართ? თუ ასეა მაშინ, თქვენთვის საუკეთესო შემთხვევაში "ტრენინგებია" საჭირო, უარეს შემთხვევაში თქვენი დაუყოვნებლივ სამსახურიდან დათხოვნა.
მასწავლებელი, როდესაც ასე ვიწრო თვალთახედვით უყურებს პრობლემას და მისი მოგვარების საშინელი მეთოდიც უკვე მოფიქრებული აქვს, სერიოზულად საშიშია სკოლისა და ბავშვებისათვის.
რელიგია კი არ უნდა აიკრძალოს სკოლებში, იმის გამო რომ ვიღაც უტვინო მოსწავლე სულელურ დასკვნებს აკეთებს, უნდა შეიცვალოს მიდგომა და დამოკიდებულება.
სახლიდან, ოჯახიდან, უბნიდან თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან მოტანილი აზროვნება, რომელიც ქართულისათვის, მართლმადიდებლობისათვის აბსოლუტურად მიუღებელ ღირებულებებს შეიცავს, უნდა შეიცვალოს და გასწორდეს. ამიტომაა საჭირო რელიგია სკოლებში.
ის სიბნელე რაც უმეტეს შემთხვევაში ტრადიციულ და არა ეკლესიურ მართლმადიდებლებში სუფევს სწორედ იმის ბრალია, რომ ქვეყანაში რწმენა და რელიგია სდევნეს და ამოშანთეს. ამ უცოდინრობით გაზრდილმა დიდმა ნაპრალმა კი წარმოშვა ახალი, არატოლერანტული, საშინელი დამოკიდებულება, რასაც ე.წ. ფსევდო ლიბერალების მიერ მარჯვედ შეერქვა მართლამდიდებლობა, სინამდვილეში კი ანტი-მართლმადიდებლობა უფროა.
ეკლესია და მართლმადიდებლობა აი ამას: "ამას წინათ ერთმა მერვეკლასელმა სრული სერიოზულობით გამომიცხადა, რომ მას არამართლმადიდებელი მეგობარი არ ჰყავს და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთან არც არასდროს იმეგობრებს..." - არასოდეს ასწავლის, აბსოლუტურად მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის. და მიზეზი ამ ყველაფრისა, არის განათლების სამინისტროს მიერ წლების მანძილზე უაზროდ, უდიერად, არაპროფესიონალურად გაკეთებული რეფორმა, რომელიც არც ბოლომდე მიიყვანეს, ეკლესიასაც არ მისცეს უფლება რომ როგორც წესი და რიგი იყო ისე გაეკთებინა და სულ დაღუპეს ყველაფერი.
აკრძალვით საქმე არ გამოსწორდება, პირიქით უფრო დამძიმდება. უბედურება კი არა ტრაგედიაა ის, რაც დღეს ქართულ სკოლებში ხდება და ორმაგად ტრაგედიაა თქვენი და თქვენნაირების დამოკიდებულება.
|
+1!
ერთი რამეც უნდა ითქვას, რასაც კონკრეტულ მაგალითზე მოგიყვებით:
მეგობარი იყო საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ. დილით სასტუმროს ნომრიდან გამოვიდა და სართულის მორიგეს დაუწყო ძებნა, შარვლის გაუთოება უნდოდა ეთხოვა.
როცა თავის სართულზე ვერავინ ვერ იპოვა, პირველ სართულზე ჩავიდა და ასეთი სცენის მოწმე გახდა - მთელი პერსონალი ჰოლში იყო შეკრებილი და დიდ ტელევიზორს უყურებდა.
სიტყვით გამოდიოდა ბერძნული მმრთლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი. როცა საუბარს მორჩა, Yველა იქ მყოფმა ტაში დაუკრა.
ეს ჩემი მეგობარი მიყვება, ვნახე სართულის მორიგე და ვეკითხები, რას ამბობდა თქვენი პატრიარქიო. მორიგემაც მოუყვა რაში ყოფილა საქმე:
ორმა ჟურნალისტმა გამოიძიეს და დაამტკიცეს წმინდა სინოდის წევრების ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა. საქმე გადაეცა პროკურატურას და რამდენიმე ეპისკოპოსს დასაჭერად ჰქონდა საქმე.
ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა გამოდიოდა და მთელ ერს ბოდიში უხდიდა იმის გამო, რომ ეკლესიაში ასეთი ხალხი მოხვდა, ხოლო იმ 2 ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა.
ეხლა რა მაინტერესებს, საქართველოში ასეთი რამე შესაძლებელია?
რა შუაშია და, რატომ გონია ძალიან ბევრს, რომ ეკლესიის საქმეებში მსგავსი ჩარევა ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს?
ზოგადად ვკითხულობ.
* * *
უეფ, სანამ მე ვწერდი, ორზოს დაუხურია