ისე რუსეთმა პირველ მსოფლიო ომშიც აჩვენა რა მენტალიტეტის ხალხია,ვითომ სერბეთს რომ ეხმარებოდა,ბულგარეთი მტერი,თურქეთი მტერი ანუ შავი ზღვა ჩაკეტილია,რუმინეთი ნეიტრალური ანუ სერბეთის დახმარება პრაქტიკაში მათი მხრიდან შეიძლებოდა მხოლოდ ავსტრო უნგრეთზე მარშით რაც მეფის დამშეული და ჩამოფლეთილი ჯარისკაცების,უვარგისი ოფიცრების(მაგალით სამსონოვი და რენენკამპფი ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს მაშინ როდესაც ბრძოლის ერთობლივად მეთაურობა ჰქონდათ დავალებული) და გამწარებული ხალხის პირობებში უტოპია გახლდათ,ერთადერთი ფაქტორი რაც რუსეთის მხარეს იდგა ჯარის რიცხოვნობა იყო,სხვა მხრივ კი ისევ მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების დონეზე იდგნენ რაც ომმა კარგად აჩვენა,თუ ჯარი აღჭურვილი და მომზადებული არ არის რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ის კარგ შედეგს ვერ მიაღწევს და ნიკოლოზმა ტახტიც წააგო,თავიც და ოჯახიც

სერბეთს კი ისევ ინგლისი და საფრანგეთი დაეხმარა

ისე საწყალ ფრანც იოზეფს თუ მისი სიტყვებიდან გამოდინარე ვიმჯელებთ მართლა ეგონა რომ სერბეთში პატარა ეგზეკუციას ჩაატარებდნენ და მორჩებოდა

აი აქ კი ის ძალიან შეცდა იმ ადამიანის კვალობაზე რომელიც 66 წელია ქვეყანას მართავს
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.