GEORGIAN FONT
2008-10-18 12:23
საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია
საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.
საფრენი აპარატი სოფელ ნიქოზის თავზე, საკრებულოს შენობის გასწვრივ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრიალებდა, შემდეგ კი ცხინვალის მიმართულებით გაბრუნდა.
სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ ეს საჰაერო სივრცის დარვევის პირველი ფაქტი არ არის. სოფლების მეჯვრისხევისა და ფლავისმანის მოსახლეობა ამბობს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები ხშირად ჩნდებიან.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=246600