Jana_D`ark
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3027
წევრი No.: 70154
რეგისტრ.: 1-September 08
|
#11228975 · 18 Oct 2008, 19:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (HANS @ 18 Oct 2008, 17:09 ) | Nona
საფუძველს მოკლებულია შენი მტკიცება მოყვანილი მაგალითით. კითხვა ისმის საჭიროების შემთხვევაში წახვალ თუ არა პარტიზანულ მოძარობაში.
| QUOTE | | არაა საჭირო, შესაბამისად არ წავალ"? რა არაა საჭირო? ზოგადად პარტიზანული ომი? თუ ჩემი წასვლა? |
ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია. ან საერთოდ არ თვლის ადამიანი პარტიზანული ომის საჭიროდ და შესაბამისად არც აპირებს წასვლას, ან საჭოროც რომ იყოს მაინც არ წავა. ერთ ვარინატში ადამიანი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არ თვლის საჭიროდ წასვლას, სავარაუდოდ შესაძლებელია შემდგომში აზრი იცვალოს და მომავალში აუცილებლობის შემთხვევაში წავიდეს, ანუ დაემატოს იმ რიცხვს ვინც იომებს
ხოლო მეორე პასუხში
| QUOTE | | "აუცილებელია, შესაბამისად წავალ"? |
ადამიანი ან, უკვე თვლის საჭიროდ პარტიზანულ ომს იძახის რომ უკვე მზადაა წასასვლელად, "შესაბამისად წავალ," ან თუ საჭორიება გახდება ასეთი ომის აუცილებელია მისი წასვლა და წავა (შესაბამისად წავალ). ანუ რეალურად კი არ შემცირდება გაიზრდება იმ ხალხის რაოდენობა ვინც წავა საომრად და 51%-ზე მეტ რიცხვს მივიღებთ თუ გამოკითხვის შედეგს დავუჯერებთ.
სინამდვილეში რასაც ვფიქრობ ზევით დავწერე. როდესაც გამოკითხულთა 68% თანახმაა რაღაცის სანაცვლოდ, კონკრეტულ შემთხვევაში ტერიტორიების სანაცვლოდ, ვიღაც (პრეზიდენტი) გადასცეს მტერს, ზუსტად ამ 68%-ის ნახევარი მაინც, ადგება და იმ პარტიიზანებს გაყიდიან უფრო მცირედის სანაცვლოდ, რადგან ზუსტად იმ მეომრებს დაადანაშაულებენ თავიანთ გაჭირვებაში ვინც ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესბისთვის იბრძოლებს! იმიტომ, რომ თუ იმას ვერ, ან არ ხვდება გაბოროტებულები, რატომ შეიძლება მტერი ამხელა დათმობაზე წავიდეს ერთი კაცის სანაცვლოდ, ვერც, ან არც იმას მიხვდება რატომ ომობს ხალხი და სინამდვილეში დამნაშავე ვინაა. დასკვნა აქედან, ან უვიცები და რეგვენები ვართ, ან გამყიდველები, ან არა და ორივე ერთად!
მესმის რომ სიმართლისთვის თვალის გასწორება ძნელია და საკმაოდ არა სასიამუვნო, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად და არასწორედ შედგენილი გამოკითხვები არაფერ შუაში არაა. გინდაც სწორედ ყოფილიყო იგივე რეზულტატს მივიღებდით!
|
გეთანხმები...
ერთი რამ არის მხოლოდ: ჩვენ ქვეყანას აქვს ბევრი მაგალითი ამისა, რომ პიროვნებები, ცალკეული თავდადებული ადამიანები ეწირებოდნენ ერს. ამათგან ალბათ ყველაზე მეტად შენს ნათქვამს დემეტრე II თავდადებულის მაგალითი შეესაბამება...
შენი აზრით, არ უნდა წასულიყო დემეტრე? აქ ორი რამის გამოყოფა შეიძლება ერთმანეთისგან ჩემი აზრით : პიროვნება, ქვეყნის მეთაური , პატრიოტი, რომელიც მზად არის თავისი თავი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მოიტანოს მსხვერპლად. დემეტრემ თავი გაწირა, იცოდა რომ სიკვდილი ელოდა ურდოში. აი დავით VIII (თუ სწორად მახსოვს მისი შვილი) არ ეახლა ყაენს, უარი უთხრა რამდენიმეჯერ და ამით თავისი უბადრუკი სიცოცხლე გადაირჩინა, სამაგიეროდ ურდომ მრავალჯერ ააოხრა სისხლისგან ისედაც დაშრეტილი ქვეყანა... დემეტრეს სახელი საქართველოს მატიანეში ოქროს ასოებით შევიდა, აი დავითი კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ...
მეორე საკითხია ხალხი: ადამიანები, რომლებიც მზად არიან თავისი კეთილდღეობისთვის ის ადამიანი გაწირონ, რომელსაც მტერი ითხოვს. დემეტრეს დროს, რამდენადაც მახსოვს, მთელმა დარბაზმა ერთხმად თქვა, რომ არ უნდა წასულიყო მეფე და რომ ქვეყნის პატრონს დაიცავდნენ. დღეს არ იზამს ალბათ ქართველების უმეტესობა მასე და ეს არის დიდი პრობლემა.
თუმცა რა უნდა მოთხოვო ხალხს, რომელიც ქართულ ფასეულობებზე აღარ ისზრდება, რომლებსაც სტმარ-მასპინძელი და ალუდა ქეთელაური ხურმა გონიათ ?! ხალხმა ელემენტარულად დიდი ილია მართალი ვინ არის ის არ იცის ... რაზე აქ საერთოდ ლაპარაკი...
ამაზე მწყდება ყველაზე მეტად გული, რომ ყველაზე ფასეულს, რისთვისაც ჩვეინ წინაპრები სისხლს ღვრიდნენ: ჩვენი ქართველობა , ღირსება და მეობა , ვკარგავთ ...
ამიტომაც არის ჩემო კარგო ინტერაქტივებში ასეთი შედეგები....
--------------------
ამაყი საქართველოს შვილი...
EHRE...
All animals are equal, but some animals are more equal :)
|