მსოფლიო მიზიდულობის კანონი ლექსათა

ნიუტონი ამთქნარებდა, იჯდა ვაშლის ხისა ძირსა,
უცებ ვაშლი ჩამოვარდა, თავში მოხვდა, განა პირსა,
კოპი უცებ ამავიდა, არ დასდია მაღალ ჩინსა,
ნიუტონს ცრემლები წასკდა, ტირის თავსა განაწირსა.
მაშინა თქვა ნიუტონმა, ჩემი საქმე არის ესა,
დავჯდე კანონი დავწერო, ვაშლს ის საქმეს გაურჩევსა,
თავში რა უფლებით მამხვდა, არ ელოდა მებაღესა,
კანონს დავწერ, იქ გავარჩევ - ყველა "ბავში" გაიგებსა.
დაჯდა წერად კანონისა, ტკივილს როდი დაგიდევსა,
მასების ნამრავლი არის რისგანაც მაქვს კოპი ესა,
ხოლო მანძილის კვადრატი ხელს უშლიდა ამ საქმესა,
თავი პატარა მქონიყო... ავიცდენდი ამ საფრთხესა.
მორალი:
დაისწავლე ეს კანონი, ჩაიბეჭდე კარგად ტვინში,
არ გსურს ვაშლი მოგხვდეს თავში? ნუ დაჯდები ვაშლის ძირში!
შენიშვნა: სიტყვა "ბავში" გამოყენებულია ავტორის - მისი უგანათლებულესობის, კახა ლომაიას წერილობითი ნებართვით.