#11306316 · 26 Oct 2008, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (sandy @ 25 Oct 2008, 20:12 ) | babuagiorgi ბოდიშს გიხდით უხერხული შედარებისთვის, მაგრამ გამსახურდიას ხელისუფლების დიდი ნაწილი იმ ადამიანების პოზიციაში ხართ, რომლებზეც წლების წინ იძალადეს და მთელი შემდგომი პერიოდი ქვეცნობიერად ელოდებიან შესაძლებლობას, თავადაც იგივე ჩაიდინონ უკვე სხვების მიმართ... ცნობილი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, სპეციალისტების მიერ მრავალგზის აღწერილ-გადაღეჭილი. ამიტომაც გაქვთ ბოლოდროინდელ ამბებზე აშკარად არაადეკვატური რეაქცია... ადამიანებს ტვინის ორი უჯრედიც კი არ უნდა უმუშავებდეთ, რომ ვერ დაინახონ 90-იანი წლების დასაწყისთან პრაქტიკულად სრული ანალოგია... მით უმეტეს, იმ ხალხმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ ამბების მონაწილენი...
და რას ერჩით იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი კომპლექსების ტყვეები არ არიან და თავიანთ ქვეყანას გულშემატკივრობენ? |
თქვენს ადგილზე კიდევ არ ვიჩქარებდი დასკვნების გაკეთებას, როდესაც არ იცით რაზეა საუბარი. ჩემი ე.წ. რეაბილიტაციისათვის საკმარისი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის წერილზე "თხოვნა"-ზე მეპასუხა, მაგრამ უარი ვსთქვი. უარის მიეზი იყო რეაბილიტაცია ყოველგავრი თხოვნის გარეშე. უარი რომ მითხრეს სასამართლო პროცესი მოვითხოვე და სასამართლო პროცესზე ჩამოსვლის სიტყვაც მივეცი. პასუხად კიდევ სამი "კრიმინალური" მუხლი დამიმატეს და ეს 14-ი წლის შემდეგ. იყო პერიოდი როდესაც ამის გულისათვის კოლაბორანტობა დამწამეს.
რაც შეეხებ საერთოდ ქართულ პოლიტიკას. არასოდეს არ ვიყავი და არ ვარ რევოლუციების მომხრე და ეს არცეთ ფორმაში. სახელმწიფოში მმართველობა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. თუმცა არ გამოვრიცხავ ხელისუფლებაზე ზეწოლას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზნით, რაც სავსებით დემოკრატიულ ფორმად მიმაჩნია.
სააკაშვილის დროინდელ წინა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრეობისათვის ისევ ეს "კოლაბორანტი" ვიყავი.
ესაა და ეს, სახვა არაფერი. უბრალოდ მე დავრჩი იქ სადაც ვარ და ვხედავ იმას რასაც ვხედავ. უბრალოდ საწყენია, მაგრამ რას იზამ ამ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს.
BACHO
მარტო ამ საკითხსა არა, მე საერთო ატმოსფეროზე გეუბნები. მაშინ თქვენს ფორუმზე ბევრი ამის მაგვარი თემები იყო გახსნილი. განსაკუთრბულ აქცენტს ვაკეთებდი ოპოზიციის არჩევნების გზით ხელისიფლებაში მოსვლისა და თქვენი მხრიდან იყო პასუხი რომ ეს უნებლიე "კოლაბორანტობა" არისო. ყოველთვის ვიდექი იმ პრინციპზე, რომ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით იყო ხელისუფლების შეცვლა მართებული, როდესაც თქვენ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ გამორიცხავდით. ასე რომ არ გინდათ რა აქ მორალის კითხვა. მე ძალიან კარგად მესმის ის, რომ დრო შეიცვალა და დღეს იმ აზროვნებით ვერ ვიცხოვრებთ. მესმის ისიც რომ საქართველოს ერთად დგომა სჭირდება და მერწმუნეთ ამას საქმით ვადასტურებ და არა ნეტში წერილების წერით.
აგვისტოს მოვლენების დროს ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი მიტინგების, პრესკონფერენციების და სხვა აქციებისა რომელიც ჩეხეთში გაიმართა. აქ ამ საკითხზე ასე არ ვასუბრობთ. სააკაშვილის შეცვლის რუსულ მეთოდებს არ ვემხრობით და სააკაშვილზე არ ვსაუბრობთ იმას რასაც მაგალითად ფორუმზე ვწერ. გარეთ ვიქცევით ისე როგორც ეს საქართველოს სჭირდება, მაგრამ შინაურ პოლიტიკაში ნურას უკაცრავათ, ვერ მოგართმევთ ამას. აქ ხელისუფლებას გავწურავ წნეხში და ვაიძულებ, ან შევეცდები ვაიძულო პასუხი აგოს ყველა თავის ნამოქმედარზე.
This post has been edited by babuagiorgi on 26 Oct 2008, 14:47
|