ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა: ღმერთი არ გაგიწყრეთ...
15:24 25.10.2008
ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, სადაც ცისკარიშვილი, ვერულაშვილი, გაბაშვილი, კირკიტაძე და სხვა პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას! ასევე, აქვე არის ოპოზიციაც...
[მურმან ეკალაძე]
ბრიუსელში ერთდღიანი სხდომის შემდეგ ევროკომისიის ოფიციალური განცხადების შედეგად საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად გამოეყოფა 4,55 მილიარდი დოლარი. 3,7 მილიარდი გამოიყოფა სახელმწიფო დონეზე, 850 მილიონი იქნება კერძო სექტორის ინვესტიციები. აქედან 1 მილიარდს გამოყოფს ამერიკა.
500 მილიონს - ევროპის საინვესტიციო ბანკი, 200 მილიონს - იაპონია, 1 მილიარდს - სხვადასხვა საფინანსო სექტორები საქართველოს საბანკო სისიტემის დასახმარებლად. მსოფლიო ბანკის შეფასებით , ეკონომიკური ინფრასტრუქტურების არსადგენად, და ჰუმანიტარული დახმარებისათვის უახლოესი 3 წლის განმავლობაში საქართველოს დასჭირდება 3,25 მილიარდი დოლარი.
ისღა დაგვრჩენია, ვისხდეთ რუსული გაზით გამთბარ ჩვენს სახლებში, ვღუღნოთ დახმარების ფულით ნაყიდი ორცხობილა და მავანთა მიერ ჩაჭრილი ინტერნეტის გამო შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმი ქართული ტელევიზიების სანიფორმაციო გამოშვებებით შევივსოთ.
“ჩემის აზრით, ეს არის უპრეცენდენტოდ დიდი დახმარება. იუზერებო,მინდა გკითხოთ. ამ დახმარების აღმოჩენამდე ამერიკა და ევროპა თავისით მივიდნენ და ობიექტურად შეაფასეს რეალობა თუ სადღაც მიშას დამსახურებაცაა? მოდი, ვთქვათ სიმართლე, მიუხედავად იმისა, მიშა გვეხატება თუ არა გულზე”. - ამბობს ფორუმელი berika77.
ფულს როდესაც ვინმე გაძლევს, ზრდილობიანი კაცი თუ ხარ, მადლობა და მორიდებული ღიმილი არ უნდა დაამადლო, მაგრამ ფულს ვინ და როგორ დახარჯავს, ესაა საკითხავი...
სწორედ 4.5 მილიარდის სამართლიანად ხარჯვაზე ნერვიულობს ფორუმელი kertis, რომელიც იგი ზოგადად ყველაფერზე ნერვიულობს და ეს თემა რითია სხვაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი?
“2 მილიარდი გრანტების სახით მოგვცეს, თანაც თურმე ჩვენ მთავრობას უთხოვნია, რომ თქვენ თვითონ გააკონტროლეთ მისი ხარჯვაო. ამაზე მეტი დისკრედიტაცია რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა? ეს იმას ნიშნავს დაუფარავად, რომ ქვეყნის მთავრობა კორუფციულ მორევშია ჩათრეული და ვერ აკონტროლებენ ფინანსურ ნაკადებს და თხოვენ, თქვენ გააკონტროლეთო, ლოგიკურად ისმის კითხვა - კი, მაგრამ, კორუფციასთან ბრძოლა? დაგავიწყდათ?
და ამ ფულს მერე ან ვირი გადაიხდის ან ვირის პატრონი, თუ გადარჩნენ.... ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი!
როგორ მოახერხეს და როგორ გაწერეს ერთ თვეში ასათვისებელი საკრედიტო რესურსების ტრანშები და მისი მიზნობრივობა შემოსავლების და საერთო ხარჯებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით.
ნუ გაგიკვირდება - ეს ხომ ჩვენი სამშობლოა, სადაც ცისკარიშვილი, ვერულაშვილი, გაბაშვილი, კირკიტაძე და სხვა პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას! ასევე, აქვე არის ოპოზიციაც...”
Khuntsi: “როცა მსოფლიოში ფინანსური კრიზისა და ყველა ქვეყნის მთავრობა ჯიბეებს იცარიელებს რომ ბანკები და კომპანიები არ გაბანკროტდნენ და როცა ფულის რეალური დეფიციტი შეიქმნა მთელის მსოფლიოს მაშტაბით, ამ დროს გვაძლევენ არა მარტო შეღავათიან კრედიტს, არამედ გვჩუქნიან კიდეც ფულს და ვერ ვხვდები, ამაში რა მოწონს ხალხს? სულ რომ სულელურად დაიხარჯოს ეს ფული, მაინც დადებითი ფაქტია და თუ მართლა სწორ პროექტებში იქნა ჩადებული ეს ფული მართლაც შესაძლებელია ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და ფეხზე დაყენება. ნეტავ 4-ის მაგივრად 10 მილიარდი ყოფილიყო”.
ქართველებს მგონი მართლა არ შეგვიძლია ოცნება. რაღა 10 მილიარდი, 100 თქვი, შენი რა მიდის?
პირადად ჩემთვის 7 ნოემბერი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ 30 წლის წინ, ამ დღეს ჩემი მეგობარი მოევლინა სამყაროს. ზოგისთვის კი ცოტა სხვა დატვირთვა აქვს...
კრავაი: “გრეჩიხა: ვისაც სააკაშვილის საქართველოში ცხოვრება არ უნდა, ყველანი აქციაზე. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, მათ არ აქვთ საკმარისი თანხა, რეგიონებიდან ხალხი ჩამოიყვანონ დედაქალაქში. ეგებ იმათაც (ჩვენც ანუ) არ სურთ (გვსურს) მიშას საქართველოში ცხოვრება მაგრამ სამგზავრო ფული არ აქვთ (გვაქვს)? საპროტესტო ტალღას რაიონიდან ჩამოსული ხალხი თუ ვერ შეუერთდება, ეგეთი 7 ნოემბრის წლისთავის აღნიშვნა არ მწამს!”
შარშან, სოფელში მაცხოვრებლებს დაჟე სამ-სამი ლარიც კი მორჩათ სამგზავრო ფულები როცა დაანაწილეს.
lasha_alo: “ვუყურებ ამ ხელისუფლებას - მიშა ღვთის რისხვას უფრო გავს, ვიდრე პრეზიდენტს. მისი მოღვაწეობა რამდენიმე პოზიტიურ ნაბიჯთან ერთად შეხამებულია ერთ დიდ შავ ლაქასთან და არასდროს ხელი არ დამიცდება ნაცებს პასიური მხარდაჭერაც კი გამოვუცხადო შიდაპოლიტიკაში.
ბოლომდე მებრძოლი და ვერ გამქაჩველი ოოოოოო-პოზიცია საერთოდ კოშმარულ სიზმარს გავს. ხანდახან პატიოსან კაცსაც წააკნავლებენ -ისევ მიშა! ამათ ყურებას სვარკას უყუროს კაცმა ჯობია არ მიკვირს ამ ხალხის, აბსოლიტურად მესმის. მაგრამ, ნამეტანი კისერზეც ნუ დაისვავთ ამათ გამო ჰალსტუხმჭამელთა პარტიას. ეს ჩემი აზრია.
რუსეთუმე რენეგატებზე (იგორი და ა.შ) საუბარიც ზედმეტია, მაგენი კრემლში შეაფასონ და არა ჩვენ. პარლამენტში შესული ჯიბის ბიჭები, ანუ ო-ბოზი-ციონერები სირცხვილის გრძნობას თუ იწვევენ. საშველი არაა?! არის!
დროა საზოგადოებამ მოითხოვოს საარჩევნო კორუფციის რეჟიმის გაუქმება. ნაციონალური მოძრაობის, როგორც სახელმწიფოს მუწუკის პარტიად რეორგანიზაცია. არჩევის წესი კანონს უნდა დაექვემდებაროს და არც ბოლომდე მებრძოლები გაუძლებენ კონკურენციას, არც ”ჯიბის ბიჭები” და მიშას ფაღარათიანი რეჟიმიც ნელ-ნელა მშვიდობიანად წარსულს ჩაბარდება.
საპრეზიდენტო მონარქია უნდა შეიცვალოს საპრეზიდენტო რესპუბლიკით!”
მე ამ ნალაპარაკევიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ ლაშა ბიძია!
რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორუმზე:
http://forum.mia.gov.ge შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით ფორუმელების კითხვებზე პასუხი გაეცა, თუმცა ტრადიციულად მისი პასუხები “ჰო” და “არათი” შემოიფარგლა, რამაც ბევრი ფორუმელი გაანაწყენა. ერთადერთი, რაზეც მინსტრმა მეტ-ნაკლებად ვრცლად ისაუბრა, ომის დროს ქართული ჯარის დანაკარგები იყო.
Ivane_Merabishvili: “განვიხილოთ დაწვრილებით: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილებიდან დაიკარგა მხოლოდ რამოდენიმე კომპიუტერი, კონდიციონერი (როგორც წესი - კონდეციონერის შიდა ნაწილი), უნიტაზები და ავეჯი, ფაქსი. საბრძოლო მოქმედებების დროს შსს-მ დაკარგა 70-დან 2 ჯავშნიანი ავტომობილი და 2 პიკაპი და 4 უაზი. რუსებმა გორის სამხედრო ბაზიდან წაიღეს ომის დროს ცხინვალში დაზიანებული და გორში შესაკეთებლად ჩამოტანილი ტექნიკა. სამწუხაროდ, გარკვეული რაოდენობა ტექნიკის განადგურდა ომის დროს.
ფოთის პორტიდან რუსებმა ვერ წაიყვანეს ვერც ერთი გამართული მცურავი საშუალება, ერთადერთი გამართულ მდგომარეობაში მყოფი კატარღა პოლიციამ გზაში დაწვა. ფოთის პორტში ჩაძირული გემებიდან არცერთი არ ფუნქციონირებდა. გამართული მცურავი საშუალებების დიდ ნაწილი ბათუმში და სხვა ადგილებში იქნა გადაყვანილი. სენაკის ბაზიდან წაღებული ტექნიკიდან მნიშვნელოვანი იყო M4-ები, ბუკის 2 დანადგარი, რომელიც მიყავდათ რუსებს, ქართულმა პოლიციამ ზუგდიდსა და ხამისყურში გაანადგურა”
ამ მერაბიშვილს უყურეთ თქვენ... ეს რეები სცოდნია...
ქართულ ფორუმებზე მომრავლდნენ ჩრდილოკავკასიელების მეხოტბეები, რომლებმაც ლამისაა რუსების ერთადერთ დამთრგუნველ-დამჩმორებელ-დამმარცხებლებად ჩეჩნები და ძმანი მათნი გამოიყვანონ. პათოსი დაახლოებით ასეთია: ეგენი, ჩვენგან განსხვავებით ბრძოლის ველიდან არასოდეს გაქცეულანო და თავს აკლავდნენ ბოლომდე რუსებსო.
ვეშაპო: “ჩრდილოკავკასიელები თუ ასეთი ვაჟკაცები არიან, ბრძოლის ველიდან არ გარბოდნენ და მთელი ერი რუსებთან ბრძოლას შეაწყდა XVIII საუკუნეშივე, მაშინ ესენი ვინ არიან, ვინც დღეს ჩრდილოკავკასიელად იწოდება? რუსების ნაბიჭვრები?
ბრძოლის ველიდან გაქცევას ჩრდილოკავკასიელი არასოდეს თაკილობდა. იყვნენ ქურდბაცაცები (გათათრების შემდგომ განსაკუთრებით). ხალხი რომ ბესლანს გადაყლაპავს (ოსები), 100’000 კაცის გაჟლეტას (ჩეჩნები), ყველაზე დიდი ამაოხრებლის, ლაზარევის ძეგლის დადგმას შუაგულ მაიკოპში (ადიღეველები) და კიდევ რუსებს შეუძვრება, მაგათ რა ვაჟკაცობა უნდა მოთხოვოთ? გაანებეთ გაბუქებას თავი! ჩრდილოკავკასიელები დღეს არიან კადიროვები, იამადაევები, ზიაზიკოვები, კოკოითები და სხვები. ტყეში რომ 30 კაცია გახიზნული და წელიწადში ერთხელ 2 რუს ჯარისკაცს მოკლავს, თანაც 30-ვე ერთად, მაგას პირადად მე დიდ გმირობად ვერ ჩავთვლი”.
ეგრეც ნუ იტყვი რა... აგვისტოს მოვლენების დროს, მე არ გამიგია რუსების მხარეს მებრძოლი ჩეჩნები გაქცეულიყვნენ. პირიქით...
დაბოლოს, კვლავ ჩვენი მარადიული ტკივილი, სახელწოდებით: 7 ნოემბერი!
gio07: “თითქმის ყველა ოპოზიციის მხარდამჭერი ამტკიცებს, რომ ნოემბრის საპროტესტო აქციებზე არანაირ ძალადობას არ ექნება ადგილი, მაგრამ დავუშვათ რომ ოპოზიცია მაინც წავიდა ძალადობაზე და ხელისუფლების შეცვლა ძალის გამოყენებით მოინდომა, რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ?”
ჩემი აზრით, ამ დღეს განსაკუთრებული ალბათ არაფერი მოხდება. მთავარია “ღმერთი არ გაგიწყრეთ”...
ეზოპეს დედაც... იხალისეთ
This post has been edited by licemer on 25 Oct 2008, 16:47