http://www.fact.ge/news.aspxრეიტინგში კითხვა ასე იყო დასმული: “ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?” რეიტინგის შედეგები ასეთია:
მიხეილ სააკაშვილი _ 51%, გიორგი თარგამაძე _ 8%, ირაკლი ოქრუაშვილი _ 5%, ნინო ბურჯანაძე _ 5%, შალვა ნათელაშვილი _ 4%, დავით გამყრელიძე _ 3%, ლევან გაჩეჩილაძე _ 3%, სხვები _ 2%.
“ლეიბორისტების” წევრ გიორგი გუგავას რეიტინგების სისწორეში ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ ხელისუფლებას რეიტინგების გამოქვეყნება პიარისთვის დასჭირდა.
“ამ რეიტინგებს რეალობასთან კავშირი არ აქვს. ეს არის შეთითხნილი სააკაშვილის ამერიკელი ლობისტების მიერ. ისინი ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან ილუზია, თუ რა პოპულარობით სარგებლობს სააკაშვილის ბანდა. სააკაშვილს არ აქვს კარგი დღეები და მას სჭირდება განსაკუთრებული ხელშეწყობა,” _ აცხადებს გუგავა “ფაქტთან” საუბრისას.
მოძრაობა “ერთიანიანი საქართველოსთვის” ლიდერი, ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუნება-განწყობის გამოსასწორებელს მიაკვლია.
“ეს არის მიხეილ სააკაშვილის დაწერილი ციფრები და როცა ის ცუდ ხასიათზეა, ჩახედავს ამ ციფრებს და იხალისებს,” _ აცხადებს ბესელია
ვინც ეგ გარე რეიტინგი გააყალბა და აქ ალტერეგონიკებით მიშას 5 ჯერ ჩაუწკაპუნა მაუსი დედამოტან!